ღირსი გიორგი აღმსარებელი, მელიტინელი ეპისკოპოსი (IX)
7 (20) აპრილი
ღირსი გიორგი აღმსარებელი, მელიტინელი ეპისკოპოსი (IX) - სიყრმიდან მონაზვნურად
ცხოვრობდა. ლეონ ისავრიელის მეფობის (716-741) დროს მან დაითმინა დევნა
ხატმბრძოლთაგან და აღმსარებლის სახელი მიიღო.
კონსტანტინე პორფიროგენეტის (780-797) ზეობის წლებში წმიდა გიორგის ხელი დაასხეს
ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად კუნძულ ლესბოსზე. წმიდა გიორგის ცხოვრება
გაბრწყინებული იყო უბიწოებით, სიწმიდით და ანგელოზთა ცხოვრებას ემსგავსებოდა. 815
წელს, ლეონ სომეხის (813-820) დროს, მოხუცი ეპისკოპოსი ხატმბრძოლებმა განდევნეს
კათედრიდან და გადაასახლეს ხერსონესში, სადაც გარდაიცვალა 820 წლის შემდეგ. მისი
გარდაცვალების დროს მელიტინის ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
|