მოწამენი: რუთინა დიაკონი, აკვილინა მცირე და მათთან 200 მხედარი (+დაახლ. 310)
7 (20) აპრილი
წმიდა მოწამენი რუთინა დიაკონი, აკვილინა და მათთან 200 მხედარი აღესრულნენ 310
წელს ქალაქ სინოპში, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს. როდესაც წმიდა რუთინა
დიაკონი შეიპყრეს, წმიდა აკვილინა ზრუნავდა მასზე. ამიტომ ისიც საპყრობილეში
ჩააგდეს. ციხეში ყოფნისას მოწამეებმა თავიანთი სასწაულებით მოაქციეს 200 მხედარი,
რომლებმაც მათთან ერთად დაითმინეს სიკვდილი ქრისტესთვის: წმიდანებს თავი მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
|