მოწამე ლეონიდი და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა,
თეოდორა, ირინე და სხვანი (+258)
16 (29) აპრილი
წმიდა მოწამე ლეონიდე და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია,
ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი - აღესრულნენ კორინთოში 258 წელს. ისინი
ქრისტეს აღიარებისთვის წყალში ჩაჰყარეს დასახრჩობად, მაგრამ უფალმა სასწაულებრივად
დაიცვა და განადიდა მათი სარწმუნოება: მოწამეები წყალზე სვლითა და გალობით მხნედ
აკურთხებდნენ და აქებდნენ ღვთის ყოვლისშემძლეობას. ეშმაკებისაგან გონებადაბნეული
ჯალათები ნავებით დაეწივნენ წმიდანებს, ყელზე ქვები გამოაბეს და ისე დაახრჩვეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
|