წმიდა გიორგი აღმსარებელი, ანტიოქია-პრუსაიდელი ეპისკოპოსი (IX)
19 (02.05) აპრილი
წმიდა გიორგი აღმსარებელი, ანტიოქია-პრუსაიდელი ეპისკოპოსი (IX) ხატმებრძოლობის
ერესის მძვინვარების დროს ცხოვრობდა. წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად.
განიდიდა წმიდა ცხოვრებით და ხელდასხმულ იქნა ანტიოქიის პრუსაიდის ეპისკოპოსად.
იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) მიერ წმიდა ხატთა თაყვანისცემის აკრძალვის ჟამს
წმიდა გიორგი კონსტანტინეპოლს ჩავიდა, ეპისკოპოსთა კრებაზე ამხილა ხატმბრძოლობის
ერესი და მოუწოდა იმპერატორს დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. წმიდანმა უარი
განაცხადა ტაძრიდან ხატების გატანაზე, რისთვისაც დაიჭირეს და გადაასახლეს (+დაახლ.
813-820).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
|