მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმელი ეპისკოპოსი
19 (02.05) აპრილი
მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმის ეპისკოპოსი იყო. მან მრავალი ტანჯვა-წამება
დაითმინა წარმართთაგან, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.
არსებობს ვარაუდი, რომ მღვდელმოწამე პაფნუტი ეგვიპტელი ეპისკოპოსი იყო და
პალესტინის საბადოებში გადასახლებულ ეგვიპტელებთან ერთად დაიღუპა იმპერატორ
დიოკლეტიანეს (284-305) დევნილობის დროს.
მღვდელმოწამის მირონმდინარე ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდა. წმიდანის კანონი
დაიწერა ხატმბრძოლობის ერესის მძლავრობის დროს (842 წლამდე).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
|