წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი
25 (08.05) აპრილი
წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი (+516) 496-511 წლებში მართავდა
კონსტანტინეპოლის სამწყსოს. ევტიქის ერესის წინააღმდეგ გამოსვლისათვის იმპერატორმა
ანასტასი I-მა (491-518) წმიდანი პაფლაგონიაში გადაასახლა, სადაც 516 წელს
გარდაიცვალა. მისი ცხედარი დასაფლავებულია კონსტანტინეპოლში, წმიდა კალინიკეს
ეკლესიაში. წესის აგებისას გარდაცვლილმა მღვდელმთავარმა პირჯვარი გადაისახა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
|