წმიდა მოწამენი დადა, მაქსიმე და კვინტილიანე (+286) აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს.
იმპერატორის ბრძანებით, მისმა თანაშემწეებმა ტრაკვინიუსმა და გავინიუსმა ქალაქ დოროსპოლში მდიდრული წარმართული ზეიმი მოაწყვეს, სადაც მრავალმა ხალხმა მოიყარა თავი ცრუ-ღმერთების თაყვანსაცემად. როცა ზეიმი დამთავრდა, იმპერატორს მოახსენეს, რომ სამმა ძმამ - დადამ, მაქსიმემ და კვინტილიანემ, მისი განკარგულების საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა არ მიიღო წარმართულ მსხვერპლშეწირვაში.
მმართველებმა დაკითხეს ძმები. ტარკვინიუსმა წმიდა მაქსიმეს ზევსის ქურუმობა შესთავაზა. წმიდანმა კი ზევსს ბილწი მემრუშე უწოდა და კვლავ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.
მაშინ ტარკვინიუსი წმიდა დადას და კვინტილიანესთან ერთად ციხეში ჩაამწყვდიეს. შუაღამისას, როცა წმიდანებმა დაიძინეს, მათ ეშმაკი გამოეცხადა, გამოღვიძებულებმა კი ანგელოზი იხილეს, რომელმაც გაამხნევა აღმსარებლები.
რამდენიმე დღის წამების შემდეგ წმიდა მოწამეები მახვილით განგმირეს (+286).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.