წმიდა მოციქულნი: სოსთენი, აპოლო, კეფა, ტვიქიკე,
ეპაფროდიტე, კესარიოსი და ონისიფორე - სამოცდაათთაგანნი (I)
8 (21) დეკემბერი
წმიდა მოციქულნი: სოსთენი, აპოლო, კეფა, ტვიქიკე, ეპაფროდიტე, კესარიოსი და
ონისიფორე, სამოცდაათთაგანნი, თორმეტი მოციქულის არჩევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ
თავად უფალმა იესო ქრისტემ გამოარჩია და სახარების სიტყვის საქადაგებლად გაგზავნა
(ლკ. 10, 1-24). შემდგომში ყველა მათგანი, გარდა ონისიფორესი, მშვიდობით მიიცვალა.
ეკლესია სოსთენს, კეფას, კესარიოსსა და ეპაფროდიტეს 30 მარტსაც იხსენიებს და
ცნობები მათ შესახებ ამ დღის საკითხავებშია ჩართული. წმიდა ტვიქიკე - პავლე
მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი - მცირე აზიელი იყო. მოციქულთათავის პირველი
პყრობილების დროს მისი ეპისტოლეები სწორედ ტვიქიკემ ჩაუტანა ეფესელებსა და
კოლასელებს.
წმიდა ონისიფორემ მოციქულებრივი ღვაწლი ქალაქ პარიაში, ეფესოს მახლობლად
მოწამეობრივად დაასრულა (მის შესახებ იხილეთ 7 სექტემბრის საკითხავებში).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
|