წმიდა მოწამე მარინი (III)
16 (29) დეკემბერი
წმიდა მოწამე მარინი რომში ეწამა დაახლოებით 283 წელს (სხვა ცნობებით - 217-218
წლებში). წმიდანმა უარი განაცხადა წარმართული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე
და ლოცვის ძალით შემუსრა ისინი, რისთვისაც უსჯულოებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი
თავი მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
|