წმიდა მოწამენი: ილია, პროვოსი და არისი - მეგვიპტელნი (+308)
19 (1.01) დეკემბერი
წმიდა მოწამენი: ილია, პროვოსი და არისი იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) მიერ
მართლმორწმუნეთა დევნისას აღესრულნენ. მათ ტყვე-ქრისტიანთა მსახურება იტვირთეს,
რისთვისაც პალესტინის ქალაქ ასკალონში შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. უფლის
რჩეულებმა ახოვნად დაითმინეს სატანჯველები, რის შემდეგაც წმიდა არისი დაწვეს, ილიას
და პროვოსს კი თავები მოჰკვეთეს (+308).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
|