წმიდა გერასიმე, ველიკოპერმელი (უსტვიმელი) ეპისკოპოსი, პერმის განმანათლებლის, სტეფანეს შემდეგ აღსაყრდა მღვდელმთავრის ტახტზე. მისი სამწყსო მეტად შევიწროებული იყო ნოვგოროდელთა, განსაკუთრებით კი, წარმართ ვოგულთა თავდასხმებით. წმიდა გერასიმე უშიშრად მიდიოდა მათ ქვეყნებში და შეაგონებდა მტრებს, შეეწყვიტათ უმწეო პერმელი ქრისტიანების ძარცვა. ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, 1441 წელს, იგი ვოგულმა მსახურმა მოკლა (გადმოცემით ომოფორით დაახრჩო) (+1441).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.