წმიდა მოწამე აპოლონი ლიდიის (მცირე აზია) ქალაქ სარდში დაიბადა. იგი დაუფარავად
ქადაგებდა ქრისტეს, რისთვისაც უსჯულოებმა დაატუსაღეს. ნეტარი მარტვილი დიდხანს
აწამეს, ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. ეს მოხდა იკონიაში, იმპერატორ დეკიუსის
(249-251) ან ვალერიანეს (253-259) დროს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.