აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერაფიმე საროველისა, საკვირველთმოქმედისა (1903)
19 (01.08) ივლისი
 |
საროვოს მონსატრის
დარბევა და
წმ. სერაფიმეს ნეშტის გატაცება |
ღირსი სერაფიმე საროველი 1754 წლის 1 ივლისს დაიბადა კურსკში. საროვის უდაბნოში
მოღვაწე წმიდა მამის ნათელი უხვად ეფინებოდა მთელ რუსეთს. ანგელოზებრივ სიწმიდეს
მიახლებული, განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით შემკული მამა 1833 წლის 2
იანვარს მიიცვალა. იგი პატივით მიაბარეს მიწას ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის
საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.
1903 წლის 19 ივლისს, ნეტარი სერაფიმეს დაბადების დღეს, საროვში რუსეთის
იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და სამასი ათასამდე
მლოცველის თანდასწრებით აღესრულა მისი წმიდა ნაწილების საზეიმო აღმოყვანება. ისინი
მათთვის წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაში გადააბრძანეს ხალხის თაყვანსაცემად. ამ
მოვლენას მრავალი ნიშ-სასწაული და კურნება ახლდა თან (უფრო ვრცლად ღირსი სერაფიმე
საროველის შესახებ იხილეთ 2 იანვრის საკითხავში).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
|