ღირსი მამა იოანე შავთელ-გაენათელი (XIII)
9 (22) ივნისი
ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) - „კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი
მოღვაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“ მოღვაწეობდა თამარ მეფის დროს. ის მისი
ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, ფილოსოფოსი და ცნობილი მქადაგებელი იყო. მისი
შემოქმედებიდან ჩვენამდე მოღწეულია ცნობილი ოდა „აბდულ-მესია“ და „გალობანი ვარძიის
ღვთისმშობელისანი“. მან ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწია და მშვიდობით აღესრულა.
(სხვა ცნობები მის შესახებ იხილეთ 1 აპრილს).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
|