წმიდა მოწამე ანტონინა (+დაახლ. 284-305) იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს
ეწამა ქალაქ ნიკეაში. მტარვალები ათასგვარი სატანჯველით ეცადნენ მის მოდრეკას:
ცეცხლის ალზე წვავდნენ, გახურებულ ტაფაზე აგდებდნენ, შემდეგ ცხელი შამფურებით
გაუხვრიტეს ხელ-ფეხი და დილეგში ჩააგდეს, სადაც ორი წელი იტანჯებოდა. წამებამ ვერ
მოდრიკა ანტონინას ახოვანი სული: ბოლოს წმიდა მოწამე ზღვაში ჩააგდეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.