წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტე, კვიპრელი ეპისკოპოსი (IV) დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას თამამად აღიარებდა ქრისტეს სარწმუნოებას, რისთვისაც მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი შეიქმნა. მღვდელმოწამის წმიდა ნაწილები კვიპროსზე განისვენებდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა, 806 წელს კი, სარკინოზთა თავდასხმების შიშით კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. გზაში წმიდა ნაწილებიდან მირონმა იწყო დენა. აღსრულდა სასწაულიც: წმიდანის მეოხებით ხომალდი საშინელ ქარიშხალს გადაურჩა. სიწმიდე ღვთისმშობლის ხატის ელეუსას (დღესასწაული - 12 ნოემბერს) სახელობის ტაძარში დააბრძანეს. იმავე წელს წმიდა ნაწილები წმიდა თერაპონტეს სახელობის ტაძარში გადაიტანეს, სადაც კვლავ გაგრძელდა სასწაულების აღსრულება.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.