წმიდა მოწამე ევლოგი
5 (18) მარტი
წმიდა მოწამე ევლოგი წარმოშობით პალესტინელი იყო, წარმართი მშობლების გარდაცვალების
შემდეგ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი მწირობა დაიწყო: დადიოდა მთელ
პალესტინაში, ქადაგებდა და წარმართებში ქრისტეს რწმენას ავრცელებდა. ქრისტიანთა
დევნის დროს იგი შეიპყრეს, სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
|