წმიდა მოწამე კონონი (III)
5 (18) მარტი
წმიდა მოწამე კონონი (III) გალილეის ნაზარეთში დაიბადა, ცხოვრობდა ქალაქ მანდონში.
ღვთისმოშიში, კეთილი, მდაბალი და მოსიყვარულე ქრისტიანი იმპერატორ დეკიუსის
(249-251) დროს დაიჭირეს, ხელ-ფეხი სამსჭვალებით დაუხვრიტეს, ბორბალზე გააკრეს და
აწამეს. წმიდანი გამუდმებით ლოცულობდა და ასე მიაბარა სული უფალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
|