წმიდა 42 ამორეველი მოწამე - კონსტანტინე, თეოფილე, აეტი, თეოდორე, მილისენი,
კალისტე, ვასოჲ და სხვა (+845)
6 (19) მარტი
წმიდა 42 ამორეველი მოწამე: კონსტანტინე, აეტი, თეოფილე, თეოდორე, მილისენი,
კალისტე, ვასოჲ და სხვანი (+845). ბერძენთა და სარკინოზთა ომის დროს (829-842)
სარკინოზებმა ხელთ იგდეს ქალაქი ამორეა (გალატეა). ქალაქის დამცველი 42 მეომარი
მტრებმა ტყვედ ჩაიგდო და სირიაში წაიყვანა. ამორეველებმა მხნედ აიტანეს მრავალი
ტანჯვა-წამება და ქრისტეს ერთგულ მხედრებად დარჩნენ. გაუტეხელ მეომრებს სიკვდილით
დასჯა გადაუწყვიტეს, თავები მოჰკვეთეს, გვამები კი ევფრატში გადაყარეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
|