ღირსი არკადი კვიპრელი (+361)
6 (19) მარტი
ღირსი არკადი კვიპრელი (+361) მოღვაწეობდა კუნძულ კვიპროსზე იმპერატორ კონსტანტინე
დიდის დროს (306-337). მან სიყრმიდანვე აირჩია ბერული ცხოვრება, ბევრი დააყენა
უფლის გზაზე და განამტკიცა ჭეშმარიტებაში. მისი სულიერი შვილები იყვნენ წმიდა
მოწამენი: იულიან მკურნალი და ევული, თვითონ წმიდა არკადიმ, უფლის მიერ მრავალი
ნიჭითა და სასწაულების ქმნით დაჯილდოვებულმა, მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
|