წმიდა პავლე აღმსარებელი (IX)
7 (20) მარტი
წმიდა პავლე აღმსარებელი (IX) პრუსაიდის (მცირე აზია) ეპარქიას მართავდა
ხატმებრძოლობის ერესის მძვინვარების პერიოდში. წმიდა პავლე წმიდა თეოფილაქტესთან
(ხს. 8 მარტს) ერთად მხნედ დადგა სიწმიდეთა დასაცავად, დაითმინა მრავალი ტანჯვა და
დევნა; გარდაიცვალა დაახლოებით 850 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
|