წმიდა მოწამენი კალისტა და ძმანი მისნი - ევოდი და ერმოგენი, ნიკომიდიელი ქრისტიანები, ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარდგნენ წარმართი მსაჯულის სამსჯავროს წინაშე. მათ უარი განაცხადეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს (სხვა ცნობით კი _ 309 წელს) მახვილებით განგმირეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.