წმიდა მოწამე მელიტინა (+138-161)
16 (29) სექტემბერი
წმიდა მოწამე მელიტინა ქალაქ მარკიანოპოლში ცხოვრობდა იმპერატორ ანტონინუს პიუსის
(138-161) ზეობისას. იგი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო და დაუცხრომელი
მოშურნეობისთვის უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ლოცვის ძალით ნეტარმა
შემუსრა აპოლონისა და ჰერკულესის კერპები. მისმა მხურვალე ქადაგებამ მრავალი
წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის - ქალაქ მარკიანოპოლის განმგებლის
მეუღლეც. როცა მმართველმა ამის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე წარადგინა წმიდა
მელიტინა და თავის მოკვეთა მიუსაჯა. მაკედონიელმა აკაკიმ, რომელიც სამშობლოში
მიემგზავრებოდა, კრძალვით წაასვენა მარტვილის ცხედარი - სურდა, მაკედონიაში
დაეკრძალა იგი, მაგრამ გზაში დასნეულდა და გარდაიცვალა. ხომალდი კუნძულ ლემნოსთან
გაჩერდა. წმიდა მელიტინა აქ მიაბარეს მიწას. მის გვერდით დაფლეს აკაკიც.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
|