წმიდა მოწამე მინა კალიკელადი (მჭევრმეტყველი) წმიდა ერმოგენთან და ევგრაფთან (ხს.
10 დეკემბერს) ერთად აღესრულა დაახლოებით 313 წლს. წმიდანი ბასილი მაკედონელის
(867-886) ზეობისას ძილში გამოეცხადა ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს და მიანიშნა თავისი
ცხედრის ადგილსამყოფელზე. ამ ჩვენების მიხედვით, მისი წმიდა ნაწილები მოიპოვა
მხედართმთავარმა მარკიანემ.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.