წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოცდამეცხრე

შიშის შესახებ

შიშიც, აგრეთვე, განიყოფა ექვსად. ესენია: ყოყმანი, კრძალვა, სირცხვილი, თავზარი, გაოგნება და აგონია. ყოყმანი არის შემდგომი მოქმედების შიში. კრძალვა არის გაკიცხვის მოლოდინის შიში (საუკეთესო განცდაა ეს). სირცხვილი არის შიში სამარცხვინო ნამოქმედარის გამო (არც ესაა ცხონებისათვის უიმედო რამ). თავზარი არის დიდი მოვლენისგან შიში. გაოგნება არის უჩვეულო მოვლენისგან შიში. აგონია არის წარუმატებლობის ანუ დამარცხების შიში, რადგან, გვეშინია რა საქმეში დამარცხებისა, აგონიაში ვვარდებით.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი