აზროვნებითობის შესახებ
აზროვნებითობას განეკუთვნება განსჯა, დათანხმება და სამოქმედოდ აღძვრა, აგრეთვე, უკუმიქცევა და გარიდება საქმისგან, კერძოდ კი: გონისეულთა შემცნობლობა, სათნოებანი, მეცნიერებანი, ხელობათა საფუძვლები, განმზრახველობითობა და არჩევითობა. მას განეკუთვნება, აგრეთვე, სიზმრების მიერ მომავლის წინასწარმეტყველება ჩვენთვის, რასაც ერთადერთ ჭეშმარიტ მისნობად მიიჩნევენ პითაგორელები, ებრაელების კვალობაზე. მისი ორგანოც არის ტვინის შუა ღრმული და მასში არსებული მშვინვიერი სული.
წინა თავი |