შიგნითმდებარე და წარმოთქმითი სიტყვის შესახებ
სულის მოაზროვნეობითობა კიდევ განიყოფება შიგნითმდებარე და წარმოთქმით სიტყვად. შიგნითმდებარე სიტყვა - ესაა განსჯაში მიმდინარე მოძრაობა სულისა, ყოველგვარი ხმის გარეშე. ამიტომაა, რომ მდუმარენიც კი მთლიან სიტყვას ვამბობთ ჩვენთვის და ვლაპარაკობთ სიზმრებში. უმთავრესად სწორედ ამის გამო ვართ ყველანი მეტყველნი, რადგან დაბადებით ყრუებიცა და რაიმე სენის მიზეზით ხმადაკარგულებიც ჩვენზე არანაკლებ მეტყველნი არიან.
მეორე მხრივ, წარმოთქმითი სიტყვა მოქმედებას ავლენს ხმაში და სამეტყველო ენებში. იგი არის ენისა და პირის მიერ წარმოთქმული სიტყვა; ამიტომაც ეწოდება მას წარმოთქმითი, რადგან ნაფიქრის მაუწყებელია. სწორედ მის გამო ვიწოდებით ჩვენ მოლაპარაკე არსებებად.
წინა თავი |