ლოცვანი სინანულისანი

ლოცვა ეფრემ ასურისა

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

 

ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით (დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განავაახლებთ ხოლმე).


 

ანდრია კრიტელის კანონი

ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი

 


 

ლოცვანი სინანულისანი

გამოკრებულნი - პარაკლიტონის ორშაბათის და სამშაბათის სინანულის კანონიდან,
მარხვანიდან და უძველესი იადგარიდან

ლოცვანი შეიძლება შესრულდეს ყოველდღიურად ან აღსარების წინ

მოვიდა უფალი, მოვიდა ცხორებად,
ხსნად ცოდვილთა და შეწყნარებად მონანულთა.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

კონდაკი, ხმა 6

უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, მეუფეო ქრისტე, განამტკიცე და განაბრძვნე გული ჩემი და მომეც მე სიტყვაჲ, სიტყვაო ღმრთისაო, რათა ლმობიერად გიღაღადებდე: ჰოჲ, მრავალმოწყალეო, მომეც კურნებაჲ და შემიწყალე მე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ რასა გძინავს, აღსასრული მოახლოებულ არს, და გეგულვების შენ აღშფოთნება, განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცხოვრებისა გზათა შეცდომილმან, ღმრთისმშობელო, ცოდვითა, და უსჯულოებითა, და გულისწყრომითა დავაბნელე ყოველივე სულისა ჩემისა სიკეთე, და აწ გევედრები: შემწე მეყავ და მიხსენ ყოვლისა სიბოროტისაგან.

იბაკონი სინანულისანი

შეცოდებულო სულო ჩემო, ჟამი არს სინანულისაჲ, რად გიყვარს სოფელი ესე, რამეთუ საწუთო არს? შემაძრწუნა მე სიკვდილმან, მიფარვამან მიწისამან შემაყვარა მე მოქცევაჲ და სინანული, იტყვის უფალი ძალთაჲ; არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული. იტყვის ნეტარი პავლე, ნესტვი ეკლესიათაჲ: სადა არნ ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად აღემატის მადლი. სინანულითა განმბანე მე, იესო, ემბაზსა წმიდასა იორდანესა, რათა შენ მიერ შევიდე ქორწილსა მას სამეუფოსა და ვპოვო დიდი წყალობაჲ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

საშინელისა მისთვის და შემაძრწუნებელისა დღისა შეძრწუნებულ არს სული ჩემი, უფალო, რამეთუ ყოველნი დღენი ცხოვრებისა ჩემისანი უდებებით აღვასრულენ. მცნებაჲ შენი მნებავს დამარხვად და მხდომი მტერი განმაშორებს მე შენგან. არამედ შენ, მოწყალეო და კაცთმოყვარეო უფალო, მოყავ ჩემდა ძლიერი ეგე ხელი შენი და აღმომიყვანე სიღრმეთაგან ცოდვათა ჩემთაჲსა. მიხსენ, ღმერთო, და შემიწყალე მე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ზღვაჲ არს ცოდვისაჲ გვამი ჩემი, მაცხოვარ, და ღელვათაგან უშჯულოებათა ჩემთაჲსა იგვემების სული ჩემი, მოწყალე. არამედ, ყოვლად დიდებულო, მომმადლე მე სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ, ვითარცა იგი ოდესმე პეტრეს მიჰმადლე და განიბანა ცრემლითა. კაცთმოყვარეო უფალო, დიდებაჲ შენდა.

 


 

ლოცვანი მარხვისანი

მსგავსად ცისკრისა მოგვფინა ჩვენ სინანულისა
ნათელი ჟამმან ყოვლად წმიდისა მარხვისამან

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.*

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

 

ტროპარი, ხმა 8.

აჰა, ესერა, სიძე მოვალს შუა-ღამესა, და ნეტარ არს მონაჲ იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით, იხილე სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათვის, რათა არა გამოვარდე სასუფეველისაგან, არამედ აღიმსთვე შუა-ღამესა და ხმობდი: წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღმერთო ჩვენო, ღმრთისმშობელისა მიერ, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კონდაკი, ხმა 4.

აწ ჟამი მოღვაწებისა გამობრწყინდა, წინაშე ბჭეთა მარხვისათა მსაჯული მოახლოებულ არს, აღვსდგეთ უკვე, ვიმარხვიდეთ და მოვიგოთ ცრემლნი, ლმობიერება და მოწყალება, და ვღაღადებდეთ: შეგცოდეთ უფროს ზღვის ქვიშისა, არამედ დამიტკბი, დამბადებელო ყოველთაო, რათა მოვიღოთ უხრწნელებისა გვირგვინი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წარდგომა, ხმა 7.

შვენიერი ჟამი მარხვისა მოიწია, ძმანო. სულთა და ხორცთა ჩვენთა მოსწრაფე ვიქმნნეთ განწმედად, რათა სიწმიდით ვეჩვენნეთ დამბადებელსა და ღირს ვიქმნნეთ შვენიერებისა მისისა საწადელისა ხილვად, ვედრებითა მშობელისა მისისა, მხოლოჲსა უბიწოჲსა, დედისა მისისათა, და განათლებულნი მადლობით ვაქებდეთ წყალობასა მისთა, რომელი მოჰსცემს სულთა ჩვენთა აურაცხელსა დიდსა წყალობასა.

 

დასდებელნი მარხვისანი

კაცთმოყვარეო მაცხოვარ, რომელმან აღხოცენ ცოდვანი სოფლისანი, შეგვიწყალენ ჩვენ.

ძალნი ცათანი და დასნი ანგელოზთანი გაქებენ და იტყვიან: წმიდაო ღმერთო, შეგვიწყალენ ჩვენ; ეკლესიანი წმიდათანი და სიმრავლე მორწმუნეთა გაქებენ და იტყვიან: წმიდაო ძლიერო, შეგვიწყალენ ჩვენ; ძენი კაცთანი ფსალმუნითა და კურთხევითა გაქებენ და იტყვიან: წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩვენ.

უფალო, მომხედენ მე მოწყალითა თვალითა, ეითარცა სახიერმან და მიითვალე აღსარებაჲ ჩემი.

ვიწყოთ ერნო უბიწოჲსა მარხვისა, რომელ არს სულთა ცხორებაჲ, ვმონებდეთ უფალსა შიშით, ზეთი სიხარულისაჲ ვიცხოთ თავთა ჩვენთა და წყლითა სიწმიდისაჲთა პირნი ჩვენნი განვიბანნეთ და ვითარცა გვისწავიეს, ესრეთ ვღაღადებდეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, მოგვიტევენ შეცოდებანი ჩვენნი, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

ლოცვაჲ ჩვენი შეიწირე, წმიდაო უფალო, და მოგვმადლე ჩვენ მოტევებაჲ ცოდვათა.

ნათლითა სავსე ესე ჟამი მარხვისა, რომელი განგვიწესე და მოგვანიჭე ჩვენ, ქრისტე ღმერთო, ლმობიერითა გონებითა, ღირს გვყვენ აღსრულებად ყოველნი წადიერებით, და ჯვარითა შენითა, მხოლოო კაცთმოყვარე, მშვიდობაჲ შენი მოგვმადლე.

სული ჩემი შეურვებული შეცოდებითა, შეგივრდების შენ, უფალო, შემიწყალე მე.

უფალო, დღენი ესე მარხვათა წარგვიმართე ჩვენ სიწმიდით აღსრულებად, და გამოგვიბრწყინვე ჩვენ სამართალთა შენთა წმიდა იგი ნათელი და ღირს მყვენ ჩვენ შეწირვად შენდა, მუხლთმოდრეკით ცრემლით ლოცვასა და გევედრებით: რამეთუ შენ ხარ მამაჲ ჩვენი და ჩვენ ყოველნი შვილნი შენნი და შენ ძრწოლით გადიდებთ და სახელსა შენსა ვხადით, რომელიცა იგი წოდებულ არს ჩვენ ზედა, ყოვლად სახიერო, ცოდვათა ჩვენთა სიმრავლე დაივიწყე.

ბნელსა ყინულსა ნაყროვანებისასა განვეშორნეთ და ნათელი მარხვისა, ბრწყინვალე შვენიერი, შევიმოსოთ ჩვენ.

მარხვა და სიწმიდე, ლოცვა, სიმდაბლე და გლოვა უბიწო, და შრომა მხურვალე სათნოებათა და აღსრულება მცნებათა და ბრძანებათა საღმრთოთა, ქრისტესა შევჰსწიროთ მსხვერპლად სულიერად და საკვერთხად ღმრთივბრწყინვალედ.

მადლი იგი მარხვისა გამოგვიჩნდა ჩვენ და ბნელი ვნებათა განაქარვა ძლიერად და ნათელი გამოგვიბრწყინდა.

განიფრთხვე და განიღვიძე სულო, და სულით ითქვემდ და სცრემლეოდე, და მარხვითა ტვირთი ცოდვათა განაგდე და მხურვალითა სინანულითა განერე ცეცხლისაგან, და გლოვითა კვართი ვნებათა განხეთქე, გლოვისა მომატყვებელი და შთაიცვი მადლი მოღვაწებისა.

ჰოჲ, სულო ჩემო, განიწმიდე თავი შენი საძაგელთა ვნებათაგან და ესრეთ იმარხევდ, რათა შეწირულ იყოს წინაშე ღმრთისა.

მარხვა უბრწყინვალეს მზისა გამობრწყინდა და ყოველთა გვახარებს ძალსა ძლიერისა ჯვარისასა, და საღმრთოსა ვნებათა ნათელსა და შვებასა წმიდისა აღდგომისასა გვიჩვენებს.

მადლითა მარხვისაჲთა განვიწმიდნეთ სულნი და გულითა ლმობიერითა უღაღადოთ უფალსა: შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა.

ჯვარო ქრისტესო, რომელი ავაზაკსა წარუძეღუ სარწმუნოებად, მეცა განმაძლიერე, სრბად გზასა მარხვისასა, რათა ღირს ვიქმნე თაყვანისცემად შენდა და განვსცხოველდე სულითა.

ძალითა ჯვარისათა ქრისტე, განგვაძლიერენ რა, უბიწოდ და წმიდად აღვასრულოთ ჟამი ესე წმიდათა მარხვათა.

ვიმარხოთ მარხვა, წმიდა სათნო უფლისა. ჭეშმარიტი მარხვა არს, ბოროტთა უცხო ყოფა, დამჭირვა ენისა, აღვირსხმა გულის-წყრომისა, და განშორება ბოროტთა გულისთქმათა, და ძვირის ზრახვისა, და ტყუილისა, და ცრუ ფიცისა. ამათგან უკვე კრძალულება არს მარხვა ჭეშმარიტი და სათნო და მომტევებელი ბრალთა სიმრავლისა.

დაგვიცევ, უფალო, მგალობელნი შენნი, რომელნი გვიხსნენ აღდგომითა შენითა.

იმარხა მაცხოვარმან ორმოცი დღე და მერე შეემშია მას, რათა აჩვენოს კაცთა ბუნებისა ქონება, და შენცა ნუვე დაჰხსნდები, სულო, მოგიხდეს თუ მაცთური, რამეთუ მარხვა და ლოცვა გქონან საჭურველად მას ზედა.

მოიხილე, უფალო, ზეცით წყალობითა შენითა, და გვაცხოვნენ ჩვენ.

მარხვამან მოსე ღმრთისმხილველად გამოაჩინა პირველ, და ილია ეტლითა ცეცხლისათა მფლობელ-ჰყო, და პავლე აღამაღლა მესამე ცამდე, ჩვენცა, სულო ჩემო, ვიმარხოთ ძვირთაგან, რათა აღვიტაცნეთ სიმაღლედ უვნებლობისა. ვითარ იგი მარხვითა დაჰსცა მტერი მხსნელმან ჩვენმან, ძმანო, ეგრეთვე ჩვენცა მარხვითა შევმუსრნეთ ისარნი და საბრთხენი მისი და რაჟამს ეგულებოდეს განცდაჲ ჩვენი, ვხმობდეთ მისა მიმართ: წარვედ ჩვენგან მართლ-უკუნ, სულო არა წმიდაო, შეგრისხენინ შენ ქრისტემან.

ისმინე, უფალო, ვედრებაი მონათა შენთა და შეგვიწყალენ ჩვენ.

ცოდვისა საქმენი მოიძაგნენ, სულო, და მცნებათა ქრისტესთა აღსრულებითა იშვებდ და მარხვითა, რათა ესრეთ მოიგო შვებაჲ წარუვალი და მოგცეს წყალობაჲ, რაჟამს იგი მოვიდეს განკითხვად ადამიანთა.

ვითარცა ფუფუნებით ვიშვებდეთ ჩვენ მარხვითა და ღმერთსა აღვამაღლებდეთ უკუნისამდე.

ნინეველთა რისხვაჲ თანა წარხადე მარხვითა და სინანულითა, და კვალად სოდომელნი ცეცხლითა დაჰსწვენ, ნაყროვანებით რა უშჯულოებდეს, ამისთვის გევედრები, ქრისტე, მომაქციე უღირსი ესე, და მიხსენ წარწყმედისა მათისაგან.

ვეძიებთ პირსა შენსა, უფალო, ნუ მარცხვენ ჩვენ.

შევსწირნეთ საქმენი კეთილნი, მარხვისა მიერ ღმერთსა, და განვეშორნეთ საქმეთაგან ბოროტთა, რათა საღმრთოთა საშვებელთა ღირს ვიქმნეთ მიმთხვევად საუკუნეთა.

გარდაემატნეს წყლულებანი სულსა ჩემსა, აღმომიყვანე მე განხრწნისაგან, ღმერთო ჩემო.

მარხვითა ელისე ყრმა იგი მომკვდარი აღადგინა, და აწ ჩვენცა, მორწმუნენო, მარხვითა ვნებანი მოვსწყვიდნეთ, რათა ცხოვრება სამარადისო ვპოოთ, და უკვდავებაჲ საუკუნოჲ მოვიგოთ.

ნათელო ჭეშმარიტო, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩვენ.

მომკვდარი სული ჩემი განაცხოველე, მხსნელო, მარხვითა და ლოცვითა შენდა მომართ მარადის მხედველი და მოსავი შენი, რათა ვღაღადებდეთ: დიდება ყოვლად დიდებულსა ჯვარცმასა შენსა, რომლითა გვაცხოვნენ ჩვენ.

მოსე, ვითარ იხილა უფალი მთასა ზედა სინასა, ხელნი განიპყრნა: უფალო, შემიწყალე მე.

სულიერი მარხვა ვიმარხოთ, ძმანო, ენითა ნუმცა ვიტყვით მზაკვარებასა, ნუცა დაუგებთ ძმათა საბრხესა, გინა შესაბრკოლებელთა, არამედ განვაბრწყინვნედ სინანულისა მიერ ლამპარნი სულისა ჩვენისანი და უღაღადოთ ქრისტესა ცრემლითა მხურვალითა: მოგვიტევენ ჩვენ შეცოდებანი ჩვენნი, კაცთმოყვარეო.

მოველოდე წყალობასა შენსა ზეცით, უფალო, და მაცხოვნე მე.

მარხვითა განგვწმიდენ, მოწყალეო, რომელი ეგე უფსკრულ ხარ წყალობისა, მოიხილე ჩვენ ზედა, რომელნი გევედრებით შენ, და მოხედენ აღპყრობასა ხელთა ჩვენთასა, რომელმან განიპყრენ ძელისა ჯვარსა ზედა უხრწნელნი მკლავნი შენნი, ქრისტე, ყოველთა კაცთათვის, მხოლოო დამბადებელო ანგელოსთაო.

ლოცვასა შევსწირავთ შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი.

განვაბრწყინვეთ მარხვისა მიერ ხორცნი, განვაპოხოთ სული სათნოებითა, და გლახაკნი გამოვზარდოთ, რათა ჩვენცა ვპოოთ საუკუნო სიმდიდრე და ღმერთსა აღვამაღლებდეთ.

განძლიერებული გულითა, დამდაბლებული სულითა ვღაღადებ შენდამი მოწყალე: ღმერთო ჩემო, შემიწყალე მე.

ჰოი, სულო, იმარხევდ ბოროტთაგან და სათნოებათაგან იშვებდ და ვნებათა კარსა ნუ განუღებ, რათა ქრისტე მეუფე თანამკვიდრად შეიწყნარო.

განმაძლიერე მე, ქრისტე, რათა არა შემძრას მტერმან მცნებათა შენთაგან, ღმერთო ჩემო, შემიწყალე მე.

ურჩებისა ნაყოფითა მომკვდარი სული ჩემი, ჭეშმარიტითა მარხვითა და სინანულითა ცხოველ-ჰყავ, ქრისტე ღმერთო, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ, და მარადის გზათა კეთილთა და წრფელთა სლვაჲ მომმადლე წმიდათა შენთა მცნებათასა. ცრემლით შეგივრდები შენ, რათა დიდებაჲ შენი ვიხილო მე, ყოველთა მოსურნეთა შენთა თანა, და დიდების მეტყველებით გადიდებდე შენ, ჰოჲ, ყოვლად სახიერო.

შემიწყალე მე, ქრისტე, მიხსენ მე ბოროტისაგან და ნებასა შენსა წარმიმართე.

პირველ ცეცხლითა ეტლისათა აღტაცებულ იქმნა ილია, და მარხვითა განბრწყინდა. ამის მოშურნე იქმენ, ჰოჲ, სულო ჩემო, და ვნებანი ხარცთანი მარხვითა მოაკვდინენ.

წყალობაჲ შენი, უფალო, თანა-მავალ მეყავნ ჩვენ, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისასა.

აჰა, ესერა ჟამი მარხვისა მოიწია, რომელი გამოგვიბრწყინვებს ჩვენ ნათელსა ცხორებისასა, ხოლო შენ, სულო, ნუ უდებ-იქმნები მცონარებითა, არამედ გულსმოდგინედ ღაღად-ჰყავ, სახიერ, შემიწყალე მე.

შენდობაჲ ცოდვათაჲ და მიტევებაჲ მოგვმადლე, მაცხოვარ, მგალობელთა შენთა, ვითარცა მოწყალე ხარ.

ჰოჲ, ვითარ სანატრელ-არს ჟამი ესე მარხვისა, ქრისტე მრავალმოწყალე, რომელი ესე მოგვეც ყოველთა მორწმუნეთა, საძლეველად ვნებათა და განსაწმედელად ცოდვათა, საცხორებელნი ესე ნიჭნი მადლთანი მოგვანიჭენ, ამისთვის გევედრებით, მაცხოვარ, რათა ზიარ-მყვნე ყოველთა კეთილთა.

ვითარცა ცხოვარი შევსცთი და ვითარცა მწყემსი განგარისხე, მომიძიე მე, უფალო, შეცოდებული მონაჲ, გევედრები.

წმიდანო ანგელოსთა ძალნო, და ყოველნო საღმრთონო წმიდანო კრებულნო, ყოვლად-დიდებულნო, აწ გულსმოდგინედ ევედრენით სახიერსა ღმერთსა, რათა საღმრთო ესე ჟამი მარხვისა დაუბრკოლებელად განვლოთ და მძლე-ვექმშეთ გამომცდელსა ჩვენსა.

გულსა ჩემსა შემუსვრილსა და დამდაბლებულსა შევსწირავ შენდამი, მაცხოვარ, შეიწირე გევედრები, მომხედენ და შემიწყალე მე.

განვეყენნეთ ჩვენ საცთურისაგან, და შევიდეთ ასპარეზსა წმიდათა მარხვათასა, და ლოცვითა და მარხვითა ღმერთი მოვიძიოთ და სიბოროტე სრულიად დავივიწყოთ და ვხმობდეთ სულ-თქმით: შეგცოდეთ, ქრისტე მეუფეო, შეგვიწყალენ ვითარცა ნინეველნი და ზეცათა სასუფეველსა შენსა, ღირს მყვენ მოყვარეთა შენთა თანა.

ჟამი მომმადლე სინანულისაჲ ღაღადებად, მაცხოვარ, შეგცოდე, შემიწყალე მე.

მარხვითა სიწმიდე მოვიგოთ, და მივეახლნეთ მთასა მათ სათნოებათასა და ვისმინოთ ბრძანებაჲ საღმრთოჲ, რამეთუ იტყოდეს იგი ჩვენთვის წყალობასა.

საყდარი იგი ქრისტესი მოიხსენენ, რათა არა გრცხვენეს მუნ, ჰოჲ, სულო ჩემო.

გამობრწყინდა მადლი შენი, უფალო, გამობრწყინდა სინათლე სულთა ჩვენთა და განმაბრწყინვებელი. ეჰა, ჟამი შეწყნარებული, ეჰა, ჟამი სინანულისა, განვიშორნეთ ჩვენ საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ ღმრთივბრწყინვალე საჭურველი ნათლისა, რათა ვრცელი და დიდი ესე უფსკრული მარხვისა წარვლოთ და ბრწყინვალესა მას ნავთსაყუდელსა შევევედრნეთ, მაცხოვრისა ჩვენისა მესამისა დღისა აღდგომასა, რომელი მოანიჭებს სულთა ჩვენთა დიდსა წყალობასა.

რომელმან უწყნი ყოველთა დაფარულნი, უშჯულოებათა ჩემთაგან მიხსენ და შემიწყალე მე.

მთასა ზედა ქორებსა მარხვითა განწმედილმან ილია, იხილა ღმერთი ნიავწვლილსა შინა მყუდროსა, და აწ ჩვენცა განვიწმიდოთ გული მარხვითა, და სინანულითა განვაბრწყინვოთ გონებაჲ, რათა ვიხილოთ ქრისტე მეუფე.

განძლიერდით უფლისა გულნი მგალობელთა მისთანი, აღახვენით პირნი თქვენი გალობად მისა.

ვითარცა ესე, ნეშტთა მათ ჭამადთაგან და ხორცისაგან განყენებაჲ ვისწრაფეთ, ეგრეთვე შური და მტერობა მოყვასთა, და სიძვა და ტყუილი, და სიქადული, და ყოველივე ბოროტი მოვიძაგოთ.

ხმასა მგალობელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ, კაცთმოყვარე, არამედ შეგვიწყალენ ჩვენ.

ჟამი არს ესე სულო ჩემო, ჩვენებად ნაყოფთა ღირსთა სინანულისათა, ისწრაფე, განიფრთხვე და ხმა-ჰყავ ვედრებით ღმრთისა მიმართ, მარხვითა და ლოცვითა და ცრემლთა ღვარითა შემინდევ, მხსნელო, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი.

აღმომიყვანენ ჩვენ გლახაკებისაგან ჩვენისა, ქრისტე, და მყოფნი ბნელისანი განგვანათლენ.

ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, შენგან სასოებაჲ გვაქუს, შენგან ვიქადით. შენდა მომართ არს ყოველი სასოებაი ჩვენი. მეოხ-გვეყავ შენგან შობილისა მიმართ სულთა ჩვენთათვის.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

გამოკრებილი მარხვანიდან და უძველესი იადგარიდან.

ტექსტი გამოკრიბა და გამოსაცემად მოამზადა
თინათინ მჭედლიშვილმა

 


 

დასდებელნი სინანულისანი

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არა წმიდანი ვნებანი,
ამისთვის გევედრები: შემწე მეყავ და მიხსენ სახიერ.

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.

ზეცისა ძალთა თანა გაქებთ შენ, მამაო, და ვიტყვით: წმიდაო ღმერთო, შეგვიწყალენ ჩვენ; ეკლესიასა წმიდათასა გიგალობთ შენ, ქრისტე, და ვიტყვით: წმიდაო ძლიერო, შეგვიწყალენ ჩვენ; ნუგეშინისმცემელსა სულსა წმიდასა ხმითა ტკბილითა უგალობთ და ვიტყვით: წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდების მეტყველებით გალობაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, უფალო, და უგულებელს-ჰყვენ შეცოდებანი ჩვენნი, ვითარცა მხოლოჲ სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.

ვედრებისა ამის, შენდამი მგალობელთა (სახელები) ნუ გარე მიგვაქცევ, მეუფეო, არამედ შეგვიწყალენ, კაცთმოყვარე, და მოგვეც მთხოველთა ამათ, სარწმუნოებით ცოდვათა მიტევებაჲ.

ისმინე ჩემი უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი, მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე.

დაღაცათუ არავის უცოდავს ჩემებრ, არამედ შემიწყალე, ტკბილო მაცხოვარ, შიშით მონანული და ძრწოლით მღაღადებელი, შეგცოდე შენ, წყალობა ჰყავ, ჰოჲ, მრავალმოწყალე.

რომელი ჰზი ზედა ქერუბიმთა, ცრემლით შეგივრდები მოწყალებასა შენსა, შემიწყალე მე.

ცოდვათაგან შებღალული, მოწყლული და დასჯილი, და დაცემული ვნებათა მიერ, შემიწყალე, მოწყალეო ღმერთო, და ცოდვათა ჩემთაგან მიხსენ, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ, რათა დაუცხრომელად გალობით გადიდებდე შენ.

დანთქმული ცოდვათა ჩემთაგან აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო, და შემიწყალე მე.

შენ უწყი ცხადნი და დაფარულნი ჩემნი, უფალო, რომელმან ესე აურაცხელად შეგცოდე, სიტკბოებით მოწყალე მექმენ, მაცხოვარო, და ჟამი სინანულისა მომეც განმწმენდელად ბრალთა ჩემთა.

საშინელსა მას დღესა განკითხვისასა დამიფარე მე, სახიერ, და შემიწყალე მე.

რომელმან მეძავი იგი სიტყვით განამართლე და კეთროვანი განსწმიდე, ქრისტე, სულიცა ჩემი განსწმიდე მეუფეო, უშვერებისაგან და საძაგელებისა ცოდვათასა, და სამოსლითა ბრწყინვალითა შეამკევ იგი.

სიტყვის გებაჲ არა მაქუს და ცხორებისაგან უსასო ვარ, უფალო, შემიწყალე მე.

უფალი ახლოს არს, გულის ხმა ჰყავ, ჰოჲ, სულო, განიღვიძე და ზრუნევდი და ნუ გძინავს და მხურვალედ ღაღადებდ ღმრთისა, შემიწყალე, სახიერ, შეცოდებული და მაცხოვნე წყალობითა შენითა.

სიმრავლე ცოდვათა ჩემთაჲ მრავალმოწყალებითა შენითა აღხოცე, უფალო, და შემიწყალე მე.

აჰა, ესერა, სასჯელი მოახლოებულ-არს და სასოწარკვეთილ-ვარ, რამეთუ საქმენი დასჯისანი მიქმნიან მე. ჰოჲ, მართლმსაჯულო ქრისტე, ნუ დამსჯი მე თვით დასჯილსა და სირცხვილეულსა.

უფალო, ისწრაფე, და წინამძღვარ მექმენ მე საყუდელსა ნებისა შენისასა და შემიწყალე მე.

ვითარცა დედამან ღმრთისამან, კადნიერებისა მქონებელმან ძისა მიმართ შენისა, ღმრთისმშობელო, სურვილით მგალობელნი შენნი გვიხსნენ ცოდვათაგან ბოროტთა და უძლურებათაგან და განსაცდელთა.

ღმრთისმშობელისა მიერ ცოდვათა ჩემთათვის წყალობაჲ ყავ, ღმერთო, და მაცხოვნე მე.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ვოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრავალ-ჟამ შენდობაჲ მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა.

პირველ აღსრულებადმდე, სულო ჩემო, სინანულად მოისწრაფე.

სულო ჩემო საწყალობელო, საწუთო ესე წარმავალ-არს და საუკუნო იგი წარუვალ. ვხედავ სამსაჯვროსა და საყდართა ზედა მსაჯულსა და ვძრწი განჩინებისაგან. აწ უკვე ისწრაფე მოქცევა სინანულად, სულო ჩემო, რამეთუ სასჯელი იგი თანა წარუვალ არს.

საშინელსა მას განკითხვასა მოწყალე მექმენ მე, უფალო, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

დაღონებულსა ამას და მოუძლურებულსა სულსა ჩემსა ზედა, მოიხილე, ღმერთო, და შემიწყალე მე, რომელმან ცოდვასა შინა წარვაგე ცხოვრებაჲ ჩემი. მსგავსად მეძავისა მის შეგივრდები, შემიწყნარე, მაცხოვარ და მაცხოვნე მე.

უფალო, ცოდვანი ჩემნი აღხოცენ და სული წმიდაჲ შენი ჩემთანა განაახლე, კაცთმოყვარე.

შემიწყალე მე, ღმერთო, შემიწყალე მე, ორისა ცოდვისათვის დავით გოდებდა, ხოლო მე ბევრეულთა ცოდვათათვის შეგივრდები, იგი ცრემლითა სარეცელსა თვისსა დაალტობდა, ხოლო მე ცვარიცა ერთი არა მაქუს, ამისთვის განწირული ესე ვღაღადებ, შემიწყალე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა.

უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისა და მსგავსად დავითისა მიწყალე მე, და აღხოცე ცოდვანი ჩემნი.

საშინელი სამსჯავრო მიმელის მე, უფალო, რამეთუ დაღათუ მე ვდუმნე, საქმენი ჩემნი შემწამებენ მე, არამედ მომაქციე შეცდომილი ესე, ქრისტე ღმერთო, და მაცხოვნე მე.

ღმერთო მრავალმოწყალეო, ლხინება ჰყავ შეცოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ.

სინანული არა მაქუს მე და კვალად არცა ცრემლნი, ამისთვისცა გევედრები, მაცხოვარ, პირველ სიკვდილისა მოქცევად და მოცემად სინანული, რათა განვერე სატანჯველთაგან.

სიმრავლეთაგან ცოდვათა ჩემთაჲსა დაცემულ ვარ და გევედრები: შემიწყალე მე, ღმერთო.

ვითარცა უძღები შვილი, მეცა მოსრულ ვარ, მაცხოვარ. შემიწყნარე, რომელი ესე შეგვირდები, ვითარცა ერთი სასყიდლით დადგინებული შენი და შემიწყალე მე, კაცთ-მოყვარე.

უფალო, რომელმან შეცოდებანი ჩემნი უწყი და სინანულსა ელი, შემიწყალე მე.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, უწყი, რავდენ შემძლებელ არიან ცხორებად ცრემლნი, რამეთუ ეზეკიელ ბჭეთაგან სიკვდილისათა აღმოიყვანე და მეძავი იგი ურიცხვთა მათგან შეცოდებათა განათავისუფლე, ხოლო მეზვერე იგი უფროჲს ფარისეველისა მის განამართლე და გევედრებით შენ, ჩვენცა მათ თანა განგვწმიდენ და შეგვიწყალენ ჩვენ.

უფალო, განმამართლე მე, ვითარ მეზვერე და ვითარ მეძავი იგი, განმწმიდე მე, და ვითარ ავაზაკი შემიწყალე მე.

უშჯულოებაჲ ჩემი, უფალო, არა არს ხორცთაჲ, არამედ უძლურ ვარ მე სულითა, საცთურისაგან ამის სოფლისა ოტებული მოვილტვი შენდა, რომელი მკურნალი ხარ სულთაჲ და წმიდამყოფელი, შემიწყალე და განმკურნე მე.

რომელმან უწყი ყოველთა დაფარულნი, უშჯულოებათა ჩემთაგან მიხსენ და შემიწყალე მე.

ჰოჲ, სულო უბადრუკო, ვითარიმე ტირილი იქმნეს მაშინ, რაჟამს იგი მართალნი სასუფეველსა ზეცისასა აღვიდოდენ, ხოლო შენ, ცეცხლსა შინა საუკუნესა დაისჯებოდე საქმეთა შენთათვის. სულთ-ითქვემდ და სტიროდე და შეუვრდი ქრისტესა მხსნელსა შენსა და განაგდე უშჯულოებაჲ შენი.

შენდობაჲ ცოდვათა და სიმრავლე წყალობათა მომმადლე, მაცხოვარ, და შემიწყალე მე.

ვიდრე-მე ვივლტოდი, უფალო, რაჟამს განაჩინებდე განკითხვასა სულისა ჩემისასა და მიმცემდე მე ხელთა ანგელოსისა მრისხანისა, მაშინ ვგოდებდე და ვტიროდი და იობისებრ ვიტყოდი: რაჲსა არა მუნვე მუცელსა დედისასა მოვკვდი? მაცხოვარ, მოწყალე, იობისებრ განაახლე სული ჩემი და შემიწყალე მე.

ცოდვათა სიმრავლე მაქუს მე და გევედრები, ქრისტე, მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე.

მეზვერისა და ფარისეველისა განყოფილებაჲ გულისა-ხმა-ჰყავ, სულო ჩემო, ერთისა მის უკვე მოიძულე ამპარტავნებისა ხმაჲ, ხოლო მეორისასა ჰბაძევდი ლმობიერად ვედრებასა და იტყოდე: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე.

ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩემგან, არამედ მოგვმადლე ჩვენ სინანული და მიტევებაჲ ცოდვათა.

სინანული ჩემი შეიწირე, ვითარცა უძღებისა მის შვილისა, იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, რომელმან დღენი ჩემნი უდებებით წარვაგენ და შენ, მხსნელი, განგარისხე უგუნურებით.

კაცთმოყვარეო მაცხოვარ, რომელმან აღხოცენ ცოდვანი სოფლისანი, შეგვიწყალენ ჩვენ.

ვითარცა ავაზაკი ვღაღადებ, მომიხსენენ, და მეზვერისაებრ შეგივრდები, ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და, ვითარცა უძრები, შემიწყნარე და ყოველნი ცოდვანი ჩემნი, მოწყალეო მეუფეო, შემინდევ, რათა უგალობდე უფსკრულსა სახიერებათა შენთასა.

ვითარცა მეზვერე იგი და მეძავი იგი, გიღაღადებ და გევედრები: შემიწყალე მე, ღმერთო.

შეუვრდეთ და ვჰსტიროდეთ მწარედ, პირველ დასჯისა მის, მორწმუნენო, ოდეს ცანი წარჰხდენ, ვარსკვლავნი დამოჰსცვივენ, და ქვეყანა ჰსძრწოდეს ქოთებით, რათა ვპოვოთ სრულიად წყალობაჲ ქრისტეს მიერ უფლისა.

მომიხსენენ მე, მაცხოვარ, ცოდვილი ესე, ოდეს მოხვიდე დიდებით ქვეყანად და შემიწყალე მე, ღმერთო ჩემო და მხსნელო, და მაცხოვნე მე.

ხორცნი შევაგინენ ბოროტად და განვხრწენ სული და გული გულისზრახვითა მწიკვლევანითა და ყოველნი საგრძნობელნი ჩემნი მოვსწყლენ, თვალნი შევაგინენ და შევბღალენ ყურნი, სიტყვითა ბიწიან-ვჰყავ ენაჲ, და ყოველნივე მქონან სირცხვილეულად, ვინაჲცა შევრდომით გიხმობ შენ, მეუფეო ქრისტე, შეგცოდე, შეგცოდე შენ, შემინდე და მაცხოვნე.

შენ ხარ სასოჲ შეცოდებულთა და შენგან არს წყაროჲ ცხორებისა, კაცთმოყვარეო უფალო, შემიწყალე მე.

მრავალ-გზის რაჲ ვგალობდი ენითა, ვიპოვი ცოდვის მოქმედად გონებითა, რამეთუ პირითა გალობათა ვიტყოდი, ხოლო სულითა ძვირთა ვიგემოვნებდი, არამედ ორკერძოვე განმკურნე, ქრისტე ღმერთო, სინანულისა მიერ და შემიწყალე მე.

უფალო, განმბანე მე წყალობითა შენითა და მაცხოვნე მე.

საცნაურნი და უცნაურნი საქმენი ჩემნი შენ უწყი, დამბადებელო ჩემო, ნუუკვე დამსჯი ჟამსა სასჯელისასა, რაჟამს მოხვიდე განსჯად დაბადებულთა, მხსნელო, არამედ მომეც ბრალთა შენდობაჲ.

უფალო, უშჯულოებათა ჩემთაგან გარე მიიქციე პირი შენი და ყოველნი ცოდვანი ჩემნი აღხოცენ, გევედრები.

მოთმინებაჲ საკვირველი აჩვენა განსაცდელთა კვეთებასა, იობ, და მსგავსად გოდლისა ეგო შეურყვნელად, მისსა მობაძავ იქმენ, სულო, და განსაცდელთა შენთა ნუ დაჰხსნდები, ნუცა მომედგრდები ეშმაკთა წყობისაგან.

განმარინე მე მატლისაგან უძილისა და გეენიისა, სინანულისა და მოღვაწებისა მიერ, ქრისტე.

სიმდიდრე, რომელი მომეც განვაბნიე, ქრისტე, და განშიშვლებულმან კეთილთაგან შევიმოსენ საქმენი ბოროტნი ბნელისანი, შემამკვე მე სამკაულითა და შემმოსე პირველი იგი პატივი.

მე შეძრწუნებულ ვარ შეცოდებათა ჩემთაგან მრავალთა და ცრემლით გიღაღადებ: მხოლოო, მკურანლო, შემიწყალე მე.

ხელთა ავაზაკთასა შევრდომილსა მას ვემსგავსე მე, უფალო ყოველთაო, ცოდვათა ჩემთაგან დაცემული, მათ მიერ უწყალოდ განლეული, არამედ ნუ განმიტევებ მე თვინიერ კურნებისა, რამეთუ არა სამარიტელ ხარ, არამედ უხრწნელისა მარიამისაგან გამოხვედ, იესო, მაცხოვარი ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

ცოდვათა და უშჯულოებათა ჩემთა განგარისხნეს შენ, არამედ ვითარცა კაცთმოყვარე ხარ, მილხინე და შემიწყალე მე.

ვიდრე არს-ღა ჟამი ღაღადებად უფლისა მიმართ და განხმულ არიან კარნი სინანულისანი, ვთქვი ვედრებით: შეგცოდე, მაცხოვარ, მომიტევენ და ნუ მოიხსნებ უშჯულოებათა ჩემთა.

ვღაღადებთ შენდამი ვედრებით შეცოდებულნი ესე: წყალობასა შენსა ნუ განგვაშორებ, უფალო.

ქერუბიმ-სერაბიმნო, ხელმწიფებანო, მთავარანგელოსნო, საყდარნო, უფლებანო, ძალნო და წმიდანო ანგელოსნო და მთავრობანო, წინაშე წმიდისა სამებისა მდგომარენო, ცოდვათა მოტევებაჲ და კეთილი ცხოვრებაჲ ითხოვეთ ჩვენთვის, რათა ღირს ვიქმნნეთ ზეცათა სასუფეველსა.

შენ ღმერთსა ჩვენსა გიგალობთ, საუკუნეთა შემოქმედსა, რომელსა გმსახურებენ ანგელოსნი მაღალთა შინა და ჩვენ მათთანა ვღაღადებთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

ცრემლნი მომეც მე ღმერთო ჩემო, ვითარცა ოდესმე დედაკაცსა მას ცოდვილსა და ღირს მყავ დალტობად ფერხთა შენთა, რათა მიხსნეს მე გზისა მისგან საცთურისა და შეწირვად შენდა ნელსაცხებელი სუნნელებისა, რომელ არს ცხოვრებაჲ უბრალოჲ და წმიდაჲ სინანული მოგებული, რათა მესმეს მეცა საწადელი იგი ხმაჲ შენი: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით!

მომეც ჩვენ, უფალო, შენი მშვიდობაჲ და მიხსენ ჩვენ მრავალთაგან ცოდვათა ჩვენთა, სულო ცხოველწმყოფელო, შეგვიწყალენ ჩვენ.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 


 

დაუჯდომელი

„იტირე სულო“

(მარხვაში საკითხავი)

 

დასაწყისი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან: მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ.

კონდაკი 1

მეუფეო წმიდაო და უფალო, ღმერთო ჩემო, მამაო ჩუენო ზეციურო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, გევედრები შენ, წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა ძისა შენისა, ცრემლთა მიერ სინანულისათა, და სიღრმითგან საარებულისა და მრავალთა მიერ ცოდვათა ჩემთა შემწიკულებულისა სულისა ჩემისა და გულითა მწუხარითა, შენ, უფალო, მაცხოვარო ჩემო, შემეწიე განბანად ცოდვილისა სულისა ჩემისა ცრემლითა მიერ სინანულისაჲთა!

იკოსი 1

შემოქმედო ანგელოსთაო და ყოვლისა ხილულისა და უხილავისაო, მომცემელო ჩუენდა ცხორებისაო, შენ შეგივრდები ლოცვითა და ვედრებითა შენდობისათვის ცოდვათა ჩემთა, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, შეისმინე ლოცვაჲ და გოდებაჲ სულისა ჩემისაჲ და მიხსენ მე! დაფლულ ვარ ყოვლითურთ ცოდვათა შინა, უძლურებათა შინა მყოფ არს სული ჩემი, და გული ბოროტთა მიერ განზრახვათა სავსე არს. ვითარცა ქსელითა დედაზარდლისათა გარემოცულ არს სულთა მიერ ბოროტთა ყოველი არსებაჲ ჩემი. იტირე, სულო ჩემო, და ჰგოდებდე, და მწუხარებითა ღაღად-ჰყავ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა; ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, შემეწიე განბანად ცოდვილისა სულისა ჩემისა ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა!

კონდაკი 2

იესო, ყოვლად-მოწყალეო, შემეწიე მე, და ღირს მყავ დაუსჯელად აღვლენად ლოცვისა ჩემისა შენდა, განახუენ ბაგენი ჩემნი, და გული ჩემი განწმინდენ ბოროტთაგან ზრახვათა, რათა სიხარულითა გიღაღადებდე შენ: ალილუია.

იკოსი 2

იესო, ძეო ღმრთისაო, შემინდევ და შემიწყალე მე უძღები ესე. იესო ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, მავალი ბნელსა შინა, და ვერ მხილველი ნათლისა ჭეშმარიტებისა. იესო, მაცხოვარო ჩემი, შემიწყალე მე დამარღვეველი მცნებათა შენთა. იესო, მწყემსო ჩემო ყოვლად კეთილო მიხსენ მე, რომელმან ყოველი ცხორებაჲ ჩემი წარვაგე უდებებასა და ცოდვათა შინა. იესო, ძეო ღმრთისაო, მიხსენ მე, რამეთუ ამაოებათა შინა ქვეყნიურთასა დაინთქა სრულიად გული ჩემი. იესო, ყოვლადმოწყალეო, შემიწყალე მე, დანთქმული მზაკვართა და ბოროტთა განზრახვათა შინა. ღმერთო გულისა ჩემისაო, შეისმინე ჩემი, რომელი ვღაღადებ შენდა: ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, შემეწიე განბანად ცოდვილისა სულისა ჩემისა ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა!

კონდაკი 3

იესო, ძეო ღმრთისაო, მიბოძე მე ძალაჲ მადლმოსილი, რაჲთა არა მეშინოდეს საქმისაგან ბოროტისა ამის ცხორებისაჲსა. სინანულითა და სიმდაბლითა მიჰყვებოდე გზასა შენსა და ვღაღადებდე შენდა მომართ: ალილუია.

იკოსი 3

უფალო, ღმერთო ჩემო, ვუწყი, რამეთუ საქმეთა მიერ სარცხვინოთა შევამწიკულე სული ჩემი, ამაოებათა მიერ დაბნელებული. და ვითარცა ურძანე ბრმასა აღხილვაჲ თუალთაჲ, შემეწიე მეცა აღხილვად ცოდვათაგან ჩემთა, რაჲთა ვიხილო სიბრძნე დიდებისა შენისაჲ. ღმერთო ჩემო მოწყალეო, შენ ჰრეკ კართა ზედა ტაძრისა შემწიკულებულისა გულისა ჩემისასა, შემეწიე რაჲთა განვუღო იგი ხმასა შენსა განწმედად ჩემდა ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა. ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, იხილე უძლურებაჲ ჩემი და მომიტევენ ყოველი უსჯულოებაჲ ჩემი. ღმერთო, ღმერთო მაცხოვარო, მზეო წმიდაო, განმანათლებელო მოწყალებითა შენითა ჩვენ ცოდვილთასა, შეისმინე ხმისა ჩემისაჲ, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო შემეწიე განბანად ცოდვილისა სულისა ჩემისა ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა.

კონდაკი 4

აჰა, მოვალ შენდა იესო, ძეო ღმრთისაო და, შევრდომილი წინაშე ხატისა შენისა წმიდისა, ვადიდებ სულგრძელებასა შენსა რომელსა ჰყოფ ჩემდა მომართ ცოდვილისა, მგალობელი შენდა გალობისა ქებისასა: ალილუია.

იკოსი 4

ღმერთო, მამაო ჩუენო მოწყალეო, მე მხოლომან ვცოდე წინაშე შენსა, არა ღირს ვარ აღხილვად სიმაღლედ მიმართ დიდებისა შენისასა; სულო ჩემო, რაჲსათვის გძინავს, რაჲსათჳს დაინთქმები ცოდვათა შინა, ღაღად-ჰყავ უფლისა მიმართ სინანულითა: ღმერთო, განმწმიდე მე, ცოდვილი და შემიწყალე მე უსაზღუროჲთა მოწყალებითა შენითა. ვუწყი, უფალო, რამეთუ შეუძლებელ არს აღვლენაჲ წმიდისა ლოცვისაჲ წყაროჲსაგან მღურიისა, გარნა სულგრძელ ხარ შენ და მრავალმოწყალე, მარადის მყოფი ნათელი ჭეშმარიტი, ყოვლად ძლიერი, შემძლე ყოვლისაჲ, მზე სიმართლისაჲ, განმანათლებელი ყოვლისა სოფლისაჲ, და ჩუენ ცოდვილთაჲ; შენ ხარ დასაბამი დაუსაბამოჲ, შემოქმედი ყოვლისა არსისაჲ. შენ ხარ სიბრძნე, რომელი აღავსებ სიხარულითა გულთა ჩუენთა. შეისმინე ჩემი; ვღაღადებ შენდა მომართ, უფლისა ჩემისა, და შემიწყალე მე. დღესა ამას მხიარულ ქმნილი სასოებითა მოწყალებათა მიმართ შენთა, კადნიერ ვიქმნები თხოვად შენდა: შეისმინე გლოვაჲ სულისა ჩემისაჲ, შენდა მომართ მღაღადებლისაჲ, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, შემეწიე განბანად ცოდვილისა სულისა ჩემისა ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა!

კონდაკი 5

იესო, ძეო ღმრთისაო, ღირს მყავ მე შეყუარებად შენდა ყოვლითა გულითა ჩემითა, და ყოვლითა გონებითა ჩემითა, და ყოვლითა სულითა ჩემითა და განმაბრძანე, რაჲთა აღუასრულო ნებაჲ შენი წმიდაჲ თჳნიერ მზაკუარებისა, რაჲთა ლმობიერებითა გიგალობო შენ: ალილუია.

იკოსი 5

ღმერთო მოწყალეო, ღირს მყავ მე გლოვად მწარედ, ცოდვათა გამო ჩემთა; მომეც მე ცრემლნი სინანულისანი, ღმერთო სულგრძელო, შეეხე საარებულსა სულსა ჩემსა, რაჲთა შევინანო უსამართლობანი ჩემნი. თუალთა ჩემთა წარაგეს სიწმინდე ქალწულებრივი და დაფარულ იქმნენ წყლულებათა მიერ ცოდვათა ჩემთა. ღმერთო, შეეხე თუალთა ჩემთა, რაჲთა არა ვიხილო მე ამაობანი ქუეყანისანი, ყურნი ჩემნი მწიკულევან იქმნენ სიმყრალეთა მიერ სიტყუათა კაცობრივთა უგუნურებისათა. მომივლინე მე ანგელოსი მარველი, რაჲთა შეეხოს მათ და წმიდა ჰყოს იგინი, და რათა ვისმინო გმისა შენისა. იტირე, სულო, ჩემო, ცოდვათა გამო, დასასრული ცხორებისაჲ მოახლებულ არს და ჟამი არს სინანულისაჲ. იტირე, იტირე, იგლოვე, და ილოცე, რაჲთა შეისმინოს და შეგიწყალოს შენ ღმერთმან ჩემმან სულგრძელმან და დიდადმოწყალემან. ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, შემეწიე განბანად ცოდვილისა სულისა ჩემისა ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა!

კონდაკი 6

შეცდომილ ვარ მე, ჰოჲ უფალო, და განვეშორე მე გზისაგან ჭეშმარიტისა, და დანთქმულ ვარ ცოდვათა შინა ჩემთა, მომივლინე მე ანგელოსი მფარველი, რაჲთა მიმიძღუეს მე გზასა ცხონებისასა და გიგალობდე სიხარულითა: ალილუია.

იკოსი 6

უფალო, იესო ქრისტე, შენ ხარ მომცემელი ჩუენდა საზრდელისა, სასუმელისა, სამოსელისა, მომცემელი კეთილგანზავებულისა ჰაერისა, უხუებით ნაყოფთა ქუეყანისათა და ჟამთა მშვიდობისათა, ხოლო მე მყოფ ვარ მზაკურებათა შინა და ამპარტავნებასა, არა მომხსენებელი მოწყალებათა ამათ შენთა; არარაჲ მიქმნიეს კეთილი ქუეყანასა ამას ზედა და, მოვჰკუდები რაჲ, არცა რაჲსა წამღები ვარ, თვინიერ საქმეთა ჩემთა ბოროტთა, ხოლო რაოდენი შური, ცილისწამებაჲ, უსამართლობაჲ, ნაყროვანებაჲ, მრუშებაჲ, უდებებაჲ, უსჯულოება და სხუაჲ. და სხუაჲ მრავალი ბოროტი ვქმენ მე ცხორებასა შინა ჩემსა, სადა არიან საქმენი შენნი კეთილნი, ჰოჲ, სულო ჩემო? ღმერთო მაცხოვარო ჩემო, იხილე მწუხარებანი სულისა ჩემისანი და ვითარცა მამამან მიუტევა უძღებსა ძესა თვისსა ეგრეთვე შენცა, მომიტევენ ცოდვანი ჩემნი ნებსითნი და უნებლიეთნი, და ვითარცა მეძავი შეიწყალე და ავაზაკსა უკანასკნელსა ჟამსა მიუტევე, ეგრეთვე მეცა მომიტევენ და შემიწყალე შევრდომილი შენდა ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა, ხილვად ვერ მკადრებელი ხატისა შენისაჲ და მღაღადებელი შენდა ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, შემეწიე მე განბანად ცოდვილისა სულისა ჩემისა ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა!

კონდაკი7

მყოფი უდებებასა შინა და დამვიწყებელი მცნებისა შენისა, რომლითა დღე მეშვიდე ჯერ არს შეწირვად შენდა. არა მავალ ვარ ტაძარსა წმიდასა, რომელსა შინა უხილავად მყოფ ხარ შორის მლოცველთასა, უფალო ღმერთო ჩუენო, ხოლო ჟამსა ლოცვისა ჩემისასა გული ჩემი შორს იყო შენგან. სულმან ბოროტმან დამიბრმნა თუალნი ჩემნი, მწიკულევან მიყო ყურნი, და გული, და მოიცვა გონებაჲ ჩემი, იტირე! სულო ჩემო, ცოდვათა გამო ჩემთა, იტირე!

ღმერთო, უხვო სიყუარილითაო და მრავალმოწყალეო, იხილე მწუხარებაჲ სულისა ჩემისაჲ, და მომიტევე მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი, და განმამტკიცე მე, და განმაბრძანე არა დავიწყებად ყოველთა მოწყალეთა შენთა, და ლოცვად შენდა გულითა წმიდითა ღირს მყავ, და ანგელოზსა მფარველსა ნუ მიმიღებ ჩემგან, რათა დამიცვას მე მანქანებათაგან ბოროტისათა, და ვადიდებდე მე სახელსა წმიდასა შენსა.

იკოსი7

ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, მკურნალო სულისა და ხორცთა ჩემთაო, შენ გვწურთნი ჩუენ, რაჲთა ვინანდეთ ცოდვათა ჩუენთა და განვმტკიცნებოდეთ მოწყალებათა შინა შენთა. მე ვარ ღარიბი და უპოვარი, და ენაჲ ჩემი აღეკრა სასასა ჩემსა, გარნა ისმინე ჩემი, ყოვლადმოწყალეო ღმერთო, და მიხსენ მე განსაცდელთაგან სულისა ბოროტისა, მომიტევენ მე ბოროტებანი გულისა ჩემისანი, რამეთუ მწუხარებანი გულისანი განმიმრავლდნენ, რაჲთა გიღაღადო შენ მსგავსად მეზუერისა: ღმერთო, მოწყალე მექმენ მე, ცოდვილსა. იესო, ძეო ღმრთისაო, განწმიდე და განჰკურნე სნეული სული ჩემი, მღაღადებელ შენდა. ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, შემეწიე მე განბანად ცოდვილისა სულისა ჩემისა ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა!

კონდაკი 8

ჰოჲ, წიაღო მიუწდომელო, სიმდიდრეო სიბრძნისაო და მოწყალებისაო: რაოდენ მიუწდომელ არს, ჰოჲ უფალო, განგებულებაჲ შენი, განმწმიდე ნათლითა მით ჭეშმარიტებისაჲთა მეცა, სულმოკლე და მცირედმორწმუნე, რაჲთა სიღრმისაგან სულისა ჩემისა გიგალობდე შენ: ალილუია.

იკოსი 8

იესო, სიუხვეო სიყუარილისაო, რომელმან დაითმინე ტანჯუანი ჩუენ ცოდვილთათვის, შემიწყალე მე, რომელმან ჯუარს გაცვი შენ ცოდვათა მიერ ჩემთა. ვუწყი უფალო, მოციქულთა და წინასწარმეტყუელთა ღმრთისათა გვიჩუენეს ჩუენ გზაჲ ცხორებისაჲ. ხოლო მე ვიყავ მზაკურებასა შინა, რომელსა მაქუნდა ყურნი სმენად. არა ვისმინე... შემიწყალე მე, ღმერთო, მრავალგზის მონანული ცოდვათა გამო ჩემთა გზასა ზედა ბოროტსა, იესო, ძეო ღმრთისაო, რომელმან მომმადლენ ჩუენ სიხარული, წმიდათა საიდუმლოთა შენთა თანა ზიარ ყოფისაჲ, მომმადლე მეცა იესო, ძეო ღმრთისაო, შეისმინე ჩემი, მწუხარებასა შინა გულისა ჩემისასა მღაღადებელისა შენდა: ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, შემეწიე განბანად ცოდვილისა სულისა ჩემისა ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა!

კონდაკი 9

უფალო, ღმერთო ჩემო, ვხედავ მე პალატსა შენსა, გარნა არა მაქუს სამოსელი წმიდაჲ, რათა შევიდე მას შინა, განმიხუენ მე კარნი სინანულისანი, ჰოჲ მაცხოვარო ჩემო, და განწმიდე სამოსელი სულისა ჩემისა ცოდვილისა და მიხსენ მე, რათა სინანულისათა გულისა ჩემისათა გიღაღადო შენ: ალილუია.

იკოსი 9

იესო, სიხარულო ჩუენო, შემიწყალე მე; იესო, ძეო ღმრთისაო, რომელმან უჩუენე მოწაფეთა შენთა მთასა ზედა თაბორსა დიდებაჲ შენი, გამოაბრწყინვე ნათელი შენი მიუაჩრდილებელი სულსა შინა ჩემსა. მტილსა შინა გეთსემანიისასა ლოცულობდი მხურვალითა ლოცვითა, იესო ძეო ღმრთისაო, მასწავე მეცა ლოცვად, იესო ძეო ღმრთისაო, მასწავე მეცა ლოცვად შენდა. იესო, ძეო ღმრთისაო, მომმადლე მე სიმდაბლე და სარწმუნოებაჲ წმიდისა მამამთავრისა აბრაამისაჲ. იესო, ძეო ღმრთისაო, შეისმინე ხმაჲ ცოდვილისა მონისა (მხევალისა) შენისაჲ, შენდა მომართ მღაღადებელისაჲ: ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, შემეწიე განბანად ცოდჳილისა სულისა ჩემისა ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა!

კონდაკი 10

იესო, ღმერთო ჩემო, შენ აღადგინე სიკუდილისაგან მართალი ლაზარე, აღმადგინე მეცა უფსკრულთაგან ცოდვათა ჩემთასა. ვითარცა მომკუდარსა ლაზარესა უბრძანე გამოსვლად მღვიმისაგან სიკუდილისა. მიბრძანე მეცა, უფალო, გამოსვლად მღვიმისაგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩემთასა, რათა გამობრწყინდეს სულსა შინა ჩემსა ნათელი ჭეშმარიტებისაჲ, და გულსა შინა ჩემსა სიხარული, გიღაღადო შენ: ალილუია.

იკოსი 10

იესო, ძეო ღმრთისაო, შენ სულგრძელსა და მრავალ-მოწყალესა შეგცოდე მე, და ბოროტებითა განვვლი ყოველსა ცხორებასა ჩემსა წინაშე შენსა. აწ მტირალი ცოდვათა გამო ჩემთა, ვითარცა წმიდაჲ წინასწარმეტყუელი დავითი გიღაღადებ შენ, მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აგოცე უსჯულოებანი ჩემნი. ვუწყი, უფალო, რამეთუ სარწმუნეოებაჲ თჳნიერ საქმეთაგან მკუდარ არს, ხოლო საქმენი კეთილნი არა მაქუს და სული ჩემი სავსე არს მწუხარებითა, გარნა შენ სთქუ, ვითარმედ, ნეტარ არიან მგლოვიარენი, რამეთუ ისინი ნუგეშინისცემულ იქმნენ... ღმერთო მოწყალეო, შემეწიე და მასწავე მე გლოვაჲ ცოდვათა გამო ჩემთა, და ისმინე ჩემი, მღაღადებელისაჲ შენდა: ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, შემეწიე მე განბანად ცოდვილისა სულისა ჩემისა ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა!

კონდაკი 11

უფალო, შენ სთქუ: გიყუარდეთ მტერნი თქუენი, აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა, და ილოცვიდეთ მათთჳს რომელნი გმძლავრობენ და გდევნიან თქუენ, რათა იყუნეთ თქვენ ძენი მამისა თქუენისანი, რომელ არს ცათა შინა. ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, შემეწიე, რაჲთა მიყუარდეს მოყუასნი ჩემნი, და ყოველი რაჲცა არს სიბრძნით ქმნული ხელთა მიერ შენთა, და სიღრმისაგან სულისა ჩემისა გიგალობდე დიდებასა: ალილუია.

იკოსი 11

იესო, ძეო ღმრთისაო, მომიტევე მე ყოველი, რაჲცა შეგცოდე სიყრმით ჩემითგან, სიტყვით თუ საქმით, ცნობით თუ უმეცრებით. უფალო, იხსენ კეთილმსახურნი და შეისმინე ჩემიცა მრავალმცოდუელისა და უღირსისა მონისა (მხევლისა) შენისა და ნუ დამაკლებ მე მოწყალებათა შენთა, სახელითა მამისაჲთა, და ძისაჲთა, და სულისა შენისა წმიდისაჲთა. იესო, ნუგეშინისმცემელო, სახიერო, შემიწყალე მე. იესო, სიხარულო ჩემო, შეისმინე ჩემი და განიხაროს გულმან ჩემმან. იესო, ძეო ღმრთისაო, ნუ მიმიღებ ანგელოზსა მფარველსა ჩემგან, და სული შენი წმიდაჲ მომივლინე მე. ღმერთო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველივე ძალგიძს, დააცხრე მწუხარებაჲ ჩემი და შეისმინე ხმაჲ შენდა მომართ მღაღადებლისაჲ: ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, შემეწიე მე განბანად ცოდვილისა სულისა ჩემისა ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა!

კონდაკი 12

დაფლული ცოდვათა შინა ჩემთა შეუერთდები ფერხთა შენთა წმიდათა, უფალო მღაღადებელი შენდა: განმბანე მე ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა და განმწმიდე მე, მომეც მე სიხარული მოწყალებისა შენისაჲ და განდიდნეს გული ჩემი, მრავლითა მიერ ცოდვათაგან შემუსვრილი; გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო ჩემო, რათა სიხარულითა, სულისა მიერ წმიდისა გიღაღადო შენ, ალილუია.

იკოსი 12

იესო, ძეო ღმრთისაო, მიწყალე მე, რომელმან ორგულებასა და ამპარტავნებასა შინა გულისა ჩემისაჲსა განვვლე ყოველი ცხორებაჲ ჩემი, იესო, ძეო ღმრთისაო, მიწყალე მე, მომკვლელი, კადნიერებასა შინა ჩემსა. ყოვლისა ნიჭისა, რომელი მომეც მე შობითგან ჩემისა. იესო, სიბრძნეო ჩუენო, შემიწყალე მე, ვერ შემცნობელი სიბრძნის შენისა, რაჲთა გიყუარდე შენ, და აღვიარებდე მცნებათა შენთა ნათესავთა ჩემთა და მოყუასთა ჩემთათვის. ჰოჲ, ვითარითა ცრემლთა მიერ ჩემთა განვიბან ჭირსა და მწუხარებასა გულისა ჩემისასა; ჰოჲ, უფალო, ვითარცა ისმენ შენ ლოცვასა მონანულთა ცოდვილთასა, შეისმინე ჩემიცა, რომელი მწუხარებათა შინა გულისა ჩემისასა ვღაღადებ შენდა: ღმერთო, მცხოვარო ჩემო, შემეწიე მე განბანად ცოდვილისა სულისა ჩემისა ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა!

კონდაკი 13

უფალო ღმერთო ჩემო, მაცხოვარო სულისა ჩემისაო, შენ მომანიჭე მე დასაბამი ცხორებისაჲ, რათა სიხარულითა და წმიდითა გულითა ვყოფდე წმიდასა ნებასა შენსა, გრნა მე სიყრმით ჩემითგან ყოვლითა ცოდვითა გარდავჰხედ გზისაგან ჭეშმარიტისა და ვითარცა ცხოვარი წარწყმედული ვვალ მწუხარებასა შინა. დღესა ამას მგლოვიარითა გულითა შეუვრდები წმიდათა ფერხთა შენთა და გიღაღადებ შენ: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, შეისმინე და ნუ უგულვებელს-ჰყოფ ლოცვათა ჩემთა და შემინდევ მე უძლურებანი სულისა ჩემისანი; განმაბრძნე, ჰოჲ უფალო, შეცნობად სიბრძნისა შენისა წმიდისა და სარწმუნოებასა შინა შენსა წმიდისა განმამტკიცე მე მცირედმორწმუნე და უკეთური; ღირს მყავ გულისხმისყოფად მცნებათა შენთასა ყოვლითა გულითა, და ყოვლითა სულითა ჩემითა, და თვინიერ ორგულებისა აღვასრულო იგინი, და ვჰყო ნებაჲ შენი წმიდაჲ, ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ და განზრახუათა ბოროტისათა, და განმბრძანე მე ხილვად და არა დავიწყებად. ყოველთა შეცოდებათა ჩემთა, და ყოველთა ნიჭთა შენთა. აკურთხე შრომაჲ ჩემი და მწუხარებანი დაშრომილთა დღეთა ჩემთანი, დაცვად გულისა ჩემისა, და გარდამომივლინე მადლი სულისა შენისა წმიდისაჲ რათა ნუგეშინისცემულ ვიქმნე, და განიმართოს ცოდუათა და მწუხარებათაგან დადრეკილი სული ჩემი, და ლმობიერითა გულითა გიღაღადო შენ: ალილუია.

იკოსი13

სულო ჩემო, იტირე და იგლოვე ცოდვათა გამო, რათა განიბანო ცრემლთა მიერ სინანულისაჲთა შემიწყალე მე, იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველივე ძალგიძს, დიდითა წყალობითა შენითა. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩვენ ერნი შენნი: ალილუია, ალილუია, ალილუია.

(ამას მუხლმოდრეკით ვიტყვით სამგზის, შემდგომ 1 იკოსსა და 1 კონდაკს).

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, შენ ხარ წყაროჲ ცხორებისაჲ და უკუდავებისაჲ, შენ შემიყუარენ ჩუენ, უწინარეს ჩემისა არსებად მოყუანებისა დიდითა ღვთაებრივითა სიყუარულითა შენითა. უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან შესწირა თავი თვისი, თავს იდვა ტანჯუანი ჯუარცმითა და დასთხია სისხლი თვისი წმიდაჲ ცოდვათათვის სოფლისა. ღმერთო, მამაო ჩვენო მოწყალეო, ღირს ჰყავ ყოველნი და მეცა შეცნობად და არ დავიწყებად საიდულმლოჲსა ამის დიდისა სიყუარულისა შენისა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა. ჰოჲ, რაოდენგზის შეურაცხ-გყავ და განმამწარე შენ, უფალო ჩემო, საძაგელთაგან საქმეთა და განზრახუათა ჩემთა; ბოროტებათა შინა ჩემთა არა მოვიხსენებდი მოწყალებათა და წყალობათა შენთა ჩემდა მომართ ქმნულთა. მე შთაფლულ ვარ ცოდვათა შინა, ხოლო შენ ყოველსა ჟამსა მომანიჭებ შენსა მოწყალებასა: პურსა, წყალსა, ნაყოფთა, ჰაერსა კეთილშეზავებულსა, სითბოსა და სიხარულსა გულისასა, ხოლო ოდეს შემუსვრილი სული ჩემი აღიწევის შენდა მომართ, ოდეს ცოდვათაგან ვიძლევი მე ვითარცა ღელვათა ზღვისათა, ვისღა შეუვრდე? ჰოჲ უფალო, ვის შევღაღადო? ვისა მიმართ წავმართო მზერაჲ ჩემი და ლოცვაჲ ცოდვათა გამო ჩემთა? უკეთუ არა შენდა მომართ, უფალო ღმერთო ჩემო; კუალად ვეცემი, გარნა ნუ უგულვებელს-ჰყოფ უძლურებათა გამო სულსა ჩემსა მონანულსა, და მარადის ცოდვათა შინა მყოფსა. ჰოჲ, უფალო, უფალო, ვითარითა ცრემლთა მიერ მადლობასა აღგივლენ შენ მოწყალებათა გამო, ვითარსა ქებასა გიგალობ შენ. შენ ხარ ცხორებაჲ ჩემი, სიხარული და მარადის სიყუარული ჩემი, ხოლო ოდეს განგეშორები შენ, ბნელი მომიცავს მე, და მწუხარებაჲ სიკუდილისა მიმწევნელი აღავსებს გულსა ჩემსა, და მწუხარებს სული ჩემი. ღმერთო, მაცხოვარო ჩემო! იესო, ძეო ღმრთისაო, ღირს მყავ კუალადვე შეცნობად წმიდისა შენისა სიყუარულისა და გარდამომივლინე მე მადლი სულისა შენისა წმიდისაჲ, რათა დამადგინოს მე მცირედმორწმუნე და სულმოკლე გზასა ზედა ცხონებისასა: მასწავლე მე, ცოდვილსა, სიმდაბლითა და სიყუარულითა ქმნად ნებისა შენისა, და დასწვი ცეცხლსა შინა სულგრძელებისასა ბორიტნი განზრახუანი ჩემნი, და ვითარცა რკინაჲ ბრძმედსა შინა გამოახურვე გული ჩემი, და განაახლე, და განწმიდე იგი ცოდუათაგან ჩემთა, რაჲთა სიხარულითა გიგალობო შენ: ალილუია, ალილუია, ალილუია.

 


 

სინანულის კანონი

უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მიმართ

ხმა 6.

გალობა ა:

ვითარცა ხმელსა ზედა უფსკრულსა ზღვისასა მავალი ისრაილ, მდევრისა მის ფარაოჲსა დაფლისა მხილველი, ღმრთისა მიმართ ძლევისა გალობისა მხმობელი ვღაღადებთ:

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

აწ შეგივრდები მე ცოდვილი და კრული შენდა მეუფეო და ღმერთო ჩემო; ვერ მკადრებელი აღხილვად ცად მიმართ, არამედ გევედრები მეტყველი: მომეც მე გონებაჲ, უფალო, რათა ვსტიროდე საქმეთა ჩემთა მწარედ.

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

ვაჲ, მე ცოდვილსა ამას! რამეთუ დაბრმობილ უფროჲს ყოველთა კაცთასა ვარ და არა არს სინანული ჩემ თანა; მომეც მე, უფალო, ცრემლნი, რათა ვსტიროდე საქმეთა ჩემთა მწარედ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოჲ, უგუნურო, დაბრმობილო კაცო, უდებებასა შინა, ჟამთა წარმწყმედელო; ჰსცან ცხორებაჲ შენი, და მოიქეც უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა, და სტიროდე საქმეთა შენთა მწარედ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედაო ღმრთისაო, ყოვლადუბიწოო, მომხედენ მე ცოდვილსა ამას და მახეთაგან ეშმაკისათა მიხსენ მე, და გზასა სინანულისასა დამადგინე, რათა ვსტიროდე საქმეთა ჩემთა მწარედ.

 

გალობა გ:

არავინ არს წმიდა, შენებრ, უფალო, ღმერთო ჩემო, აღამაღლე რქაჲ მართალთა შენთაჲ, სახიერ და დაგუამტკიცენ ჩვენ კლდესა ზედა აღსაარებისა შენისასა.

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

ოდეს დაიდგნიან საყდარნი საშინელსა სამსჯავროს, მაშინ ყოველთა კაცთა საქმენი განშიშულენ; მუნ იყს ვაება ცოდვილთა, სატანჯუელს წარგზავნილთა; ამისა მცნობელო, სულო ჩემო, შეინანე ბოროტთაგან საქმეთა შენთა.

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

მართალთა განიხარონ, ხოლო ცოდვილნი სტიროდნენ, მაშინ ვერვინ შეუძლოს შეწევნად ჩუენდა, არამედ საქმეთა ჩუენთა განგუსაჯონ ჩუენ; უფროჲსადრე, პირველ აღსასრულისა შეინანე ბოროტთაგან საქმეთა შენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვაი მე დიდად ცოდვილსა ამას, რამეთუ საქმეთაგან და ზრახვათა შეგინებულ-ვარ, არცა ცუარი ცრემლთაჲ მაქუს გულფიცხელობისათვის ჩემისა; აწ აღდეგ მიწისაგან სულო ჩემო, და შეინანე ბოროტთაგან საქმეთა შენთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აწ გვიხმობს, დედოფალო, ძე შენი, და გუსწავლის ჩუენ კეთილსა ზედა, ხოლო მე ცოდვილი კეთილისაგან მარადის ვილტვი; არამედ შენ, მოწყალეო, შემიწყალე მე, რათა შევინანო ბოროტთაგან საქმეთა ჩემთა.

 

კათიზმა, ხმა ვ:

ვზრახავ დღესა მას საშინელსა და ვტირ საქმეთა ჩემთა ბოროტთა: რაჲ მივაგო უკუდავსა მეუფეს, ანუ ვითარითა კადნიერებით აღვიხილნე მსაჯულისა მიმართ მეძავმან ამან? სახიერო მამაო, ძე მხოლოდშობილო და სულო წმიდაო, შემიწყალე მე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ღვთისმშობელისა

შეკრულ-ვარ აწ მრავალთაგან ცოდვათა მიერ ტყვე-ქმნილი და აღვილი ფიცხელთა ვნებათა და ჭირთაგან, შენდამი მოვილტვი, ჩემისა ცხოვრებისადმი და ვღაღადებ: შემეწიე მე, ქალწულო, ღმრთისა დედაო.

 

გალობა დ:

ქრისტე არს ძალი ჩემი, ღმერთი და უფალი, პატიოსანი ეკლესია ღვთივსათნოდ გალობს, მხმობელი წმიდისა მიერ ზრახვისა, უფლისა მიმართ მედღესასწაულო.

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

ფართო არს გზა ესე და სათნო სიამეთა საქმნელად, არამედ მწარე იქმნას იგი უკანასკნელსა მას დღესა, ოდეს სული ხორცთაგან განვიდეს; განეკრძალე მათგან, ჰოჲ კაცო, სასუფეველისა ღმრთისა გამო.

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

რაჲსათვის გლახაკს სჩაგრავ, მუშაკს სასყიდელს უჭერ, ძმა შენი არა გიყუარს, სიძვას და ამპარტავნებას მიელტვი? დაუტევე ესე, სულო ჩემო, და შეინანე ღმრთისა სასუფეველისა გამო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოჲ, უგუნურო კაცი, ვიდრემდის ზრუნვიდე, ვითარცა ფუტკარი, და იხვეჭდე სიმდიდრესა თვისსა? რომელი იგი მსწრაფლ წარწყმდების, ვითარცა მტუერი და ნაცარი, არამედ უფროის ეძიებდე სასუფეველსა ღმრთისასა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედოფალო ღმრთის-მშობელო შემიწყალე მე ცოდვილი და განმამტკიცე კეთილმსახურებასა შინა, და დამიცევ მე, რათა არა წარმიტაცოს განუმზადებელი უეცარმან სიკუდილმან, და მიმიყუანე მე, ქალწულო სასუფეველსა ღმრთისასა.

 

გალობა ე:

ღმრთეებრივითა ნათლითა შენითა, ნეტარო, სულნი, რომელთა აღიმსთუეს შენდამი, სიყვარულით განაბრწინვე, რათა გიცნან შენ, სიტყუაჲ ღმრთისა, მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი, ბნელისაგან ცოდუათასა მხმობელი გევედრები.

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

მოიხსენე დაბრმობილო კაცო, თუ ვითარ სიცრუეთა, ცილისწამებათა, ტაცებათა, უძლურებათა, მძვინვარეთა მხეცთა ცოდვათა გამო დამონებულ ხარ; სულო ჩემო ცოდვილო ესე გსურისა?

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

ძრწიან ასონი ჩემნი, რამეთუ ყოველთა მათთაგან ბრალეულ ვიქმენ: თუალთაგან ხედვით, ყურთაგან სმენით, ენითა ბოროტმეტყუელებით, ყოვლითურთ თავი თვისი მივეც გეჰენიასა; სულო ჩემო ცოდვილო, ესე ირჩიეა?

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეძავი და ავაზაკი მონანული შეიწყნარე რაჲ, მაცხოვარ, ხოლო მე ერთითა უდებებისა ცოდვითა დამძიმებულ და ბოროტთა საქმეთა დამონებულ ვარ; სულო ჩემო ცოდვილო, ესე ინდომეა?

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საკვირველო და მსწრაფლ-შემწეო ყოველთა კაცთაო, დედაო ღმრთისაო, შემეწიენ მე უღირსსა, სულსა ჩემსა ცოდვილსა ესე ჰსურის.

 

გალობა ვ:

სოფლისა ზღუაჲ აღძრულ-არს ღელვითა ცოდვისათა და საშინელად დამნთქამს მე ამისა მხილველი მყუდროსა ნავთსაყუდელსა შენსა მოვივლტი, და ესრეთ გიღაღადებ შენ: აღმოიყვანე განხრწნისაგან ცხოვრებაჲ ჩემი, მრავალმოწყალე.

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

ცხოვრებისა ქუეყანასა ზედა სიძვით განმვლელი და სულისა ბნელად მომცემელი, აწ გევედრები შენ, მოწყალეო მეუფეო: განმათავისუფლენ მე მონობისაგან ამის მტერისა, და მომეც მე გონებაჲ ქმნად ნებისა შენისა.

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

ვინა იქმნს ესევითარსა, ვითარცა მე? ვითარცა ღორი წევს მწვირესა, ეგრეთვე მე ვმსახურებ ცოდუასა. არამედ შენ, უფალო, აღმომიყუანე ბილწებათა ამათგან და მომეც მე გული ქმნად მცნებათა შენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აღიხილე, ჰოჲ, კაცო, დაბრმობილო, ღმრთისა მიმართ და მოიხსენე ცოდვანი შენნი, შეუვრდი შემოქმედსა, ცრემლოდე და ოხვრიდე; ხოლო მან, ვითარცა მოწყალემან მოგანიჭოს შენ გონებაჲ ცნობად ნებისა თვისისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელო ქალწულო, ხილულისა და უხილავისა ბოროტისაგან მიხსენ მე, ყოვლად-წმიდაო, შეიწირე ლოცვანი ჩემნი და მიართვ ძესა შენსა, რათა მომმადლოს გონებაჲ ქმნად ნებისა თვისისა.

 

კონდაკი:

სულო ჩემო, რაჲსათვის ცოდუათაგან გამდიდრდები, რაისათვის ნებასა ეშმაკისასა იქმ, ვისი გაქუს სასოებაჲ? დადეგ ამა საქმეთაგან და მოექეც ღმრთისა მიმართ გლოვით, მხმობელი: მოწყალეო უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი.

იკოსი:

ჰსცან, სულო ჩემო, მწარე იგი ჟამი სიკუდილისა და საშინელი იგი სამსჯავროჲ შემოქმედისა შენისა და ღმრთისა: ოდეს ანგელოსთა მრისხანეთა აღგიყუანენ შენ, სულო და შთაგაგდნენ ცეცხლსა მას საუკუნესა. ამისთვის უკუე პირველ სიკვდილისა შეინანე, მღაღადებელმან: უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი.

 

გალობა ზ:

ცუარისა მომცემელად იქმნა რაჲ სახმილი იგი ცეცხლისაჲ ანგელოსმან ღირსთა მათ ყრმათათვის და ქალდეველნი შესწუნა ბრძანებამან ღმრთისამან. მძლავრსა ასწავეს გალობა და ხმობდნენ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო, მამათა ჩუენთაო.

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

ნუ ესავ, სულო ჩემო ხრწნადსა სიმდიდრეს და უღვთოდ მოგროვილსა საუნჯეს, რამეთუ არა უწყი თუ ვის დარჩეს ესე ყოველი, არამედ ღაღად-ჰყავ: მიწყალე მე, ქრისტე ღმერთო, უღირსსა ამას.

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

ნუ ესავ, სულო ჩემო, ხორციელსა სიმრთელეს და მსწრაფლწარმავალსა შუენიერებასა რამეთუ ჰხედავ, ვითარმედ ძლიერნიცა და ჭაბუკნიც კუდებიან, არამედ ღაღად-ჰყავ: მიწყალე მე, ქრისტე ღმერთო, უღირსსა ამას.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოიხსენე, სულო ჩემო, ცხოვრებაჲ საუკუნოჲ და სასუფეველი ცათაჲ განმზადებული წმიდათათვის და ბნელი უკუნი და რისხვაჲ ღმრთისა ბოროტთა ზედა, და ღაღად-ჰყავ: მიწყალე მე, ქრისტე ღმერთო, უღირსსა ამას.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეუვრდი, სულო ჩემო, დედასა ღმრთისასა და მას ევედრე, რამეთუ მსწრაფლ-შემწე არს მონანულთა და მოწყალე ჰყოფს ძესა თვისსა ქრისტე ღმერთსა და შემიწყალებს მე უღირსსა ამას.

 

გალობა ჱ:

ცეცხლისაგან ღირსთა ცუარი აღმოუდინე რაჲ და მართლისა მსხვერპლი წყლითა აღაგზნე რაჲ; ყოველი ძალგიძს, რაოდენი გნებავს ქრისტე, შენ გადიდებთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

ვითარ არა ვსტიროდე, ოდეს მოვიხსენო სიკუდილი და ვიხილო საფლავსა შინა მდებარე ძმაჲ ჩემი უპატიოდ და უსახურად? რასა უკუე ვზრუნავ, ანუ რასა ვსასოებ? არამედ მომეც მე, უფალო, პირველ სიკუდილისა სინანული (2-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მრწამს, ოდეს მოხვიდე განკითხვად ცხოველთა და მკუდართა, და ყოველნი წესისაებრ დადგებიან მოხუცებულნი და ჭაბუკნი, მეფენი და მთავარნი, ქალწულნი და წმიდანი. სად ვიპოვოა მე? ამისთვის ღაღად-ვყოფ: მომეც მე, უფალო, პირველ სიკუდილისა სინანული.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, შეიწირე უღირსი ესე ლოცვაჲ ჩემი და დამიცევ მე უეცარისა სიკუდილისაგან და მომმალდე მე პირველ სიკუდილისა სინანული.

 

გალობა თ:

ღმრთისა ხილვა შეუძლებელ არს კაცთაგან, რომელსა ანგელოსთა წესნი ვერ მიჰხედუენ. არამედ შენს მიერ, ყოვლადწმიდაო, გამოუჩნდა კაცთა სიტყუაჲ ხორციელ-ქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ უხორცოთა თანა და შენ გადიდებთ:

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

აწ თქუენდა მოვილტვი, ანგელოსნო, მთავარანგელოსნო და ყოველნო ზეციერნო ძალნო, ღმრთისა საყდრისა წინაშე მდგომარენო. ევედრენით შემოქმედსა თქუენსა დასხნას სული ჩემი საუკუნო სატანჯველისაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

აწ ვსტირი მე წინაშე თქვენსა პატრიარქნო, მეფენო და წინასწარმეტყველნო, მოციქულნო და მნათობნო და ყოველნო რჩეულნო ქრისტესნო: შემეწიეთ მე საშინელსა მას სამსჯავროს, რათა იხსნას ღმერთმან სული ჩემი მტრისა ძალთაგან.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ თქუენდამი განვიპყრობ ხელთა წმიდანო მოწამენო, მეუდაბნოენო, ქალწულნო, მართალნო და ყოველნო წმიდანო მლოცველნო ყოვლისა სოფლისათვის წინაშე ღმრთისა, მას ევედრეთ, რათა შემიწყალოს მე ჟამსა სიკუდილისა ჩემისასა.

აწდა მარადის და უკუნისამდე, ამინ.

დედაო ღმრთისაო, შემეწიე მე, შენზედა დიდად მოსავსა, მოწყალე ჰყავ ძეჲ შენი, რათა დამადგინოს მე უღირსი მარჯუენით თვისა, ოდეს დასჯდეს განსჯად ცხოველთა და მკუდართა, ამინ.

 

ლოცვა:

მეუფეო ქრისტე ღმერთო, რომელმან ვნებათა შენთა მიერ ვნებანი ჩემნი განჰკურნენ და წყლულებათა შენთა მიერ წყლულებათა ჩემთა უწამლენ, მომანიჭე მე, მრავალმცოდველსა მონასა შენსა, ცრემლნი შეწყალებისანი; განაზავე ხორცნი ჩემნი კეთილსურნელებისაგან ცხოველსმყოფელისა ხორცისა შენისა, და დაატკბე სული ჩემი პატიოსნითა სისხლითა შენითა ნაღველთაგან, რომელი მასვა მე წინააღმდგომმან; აღამაღლე გონებაჲ ჩემი შენდამი, მიწად მიქცეული და აღმომიყვანე დამღუპველისა უფსკრულისაგან, რამეთუ არა მაქუს სინანული, არა მაქუს შეწყალება, არა მაქუს ცრემლნი ნუგეშინისცემისანი, აღმყუანებელნი შვილთა თავიანთ სამკვიდრებელში. გონებით დაბნელებულსა სოფლისა ამის ვნებათაგან, არ ძალმიძს აღხილვად შენდა სნეულს, არ ძალმიძს გავთბე სიყუარულის ცრემლებით. არამედ, მეუფეო უფალო იესუ ქრისტე, საუნჯეო კეთილთაო, მომანიჭე მე სინანული სრული და გული შრომისმოყუარე და გამომეძიებელი, მომანიჭე მე მადლი შენი და განაახლე ჩემს შორის აჩრდილი ხატისა შენისა. გტოვებ რა შენ, ნუ დამტოვებ მე; გამოვედ მოძიებად ჩემდა, აღმიყვანე საძოვარსა შენსა და მიმათვალე მე ცხოვართა თანა რჩეულისა შენისა სამწყსოისა, აღმზარდე მე მათ თანა კეთილთაგან საღმრთოთა შენთა საიდუმლოთა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.