ვითარ აღსრულდა მეფე, შეკრბეს ყოველნი წარჩინებულნი მის სამეფოსანი, იმერნი და ამერნი, კათალიკოსნი ორნივე და ეპისკოპოსნი, ნიკოფსით ვიდრე დარუბანდამდე, ყოველნი მორჩილებასა ქუეშე მათსა მყოფნი, და მეფე ყვეს რუსუდან და დასუეს საყდართა სამეფოთა, და მიულოცეს მეფობა წესისაებრ.
ხოლო იყო ხილვითა შუენიერი, ვითა სანატრელი დედა მისი, მდაბალი, უხჳ, პატივისმცემელი პატიოსანთა კაცთა, მოყუარე. ამან მოიწყო ყოველი საბრძანებელი თჳსი და მეფობა მშჳდობით. და აღივსო ყოველი სამეფო რუსუდანისი ყოვლითა კეთილითა.
გარნა იწყეს უძღებება და განცხრომა ყოველმან ასაკმან, და მიიქცეს ყოველნი სიბოროტედ. და ვითარ არა გამოიცადეს ღმერთი, ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან უჯეროდ გინებად და ჴოცად წარმართთა მიერ. რამეთუ მეფეცა რუსუდან ჩუეულებითა წესსა ძმისა თჳსისასა ვიდოდა განცხრომითა და სიმღერითა. ამისთჳს აღდგეს ბოროტნი უდიდესნი.
რამეთუ ზემთჴსენებული სულტანი ჯალალდინ, უღონო იქმნა რა ბრძოლილი თათართაგან, მოუწოდა სპათა თჳსთა და რქუა მათ: „იცით და გაჴსოვს ყოველთა მარზაპანთა და ერისთავთა ჩუენთა კეთილი და წყალობა პაპათა და მამათა ჩემთა. და აწ იცით თუ რა მოიწია ჩემ ზედა და თქუენ ზედა უცხოთა ნათესავთა თათართაგან. და მრავალგზის ბრძოლა ვყავთ, და მრავალი ღუაწლი დავითმინეთ, და განგებითა ზეგარდამოთა ყოველგან ვიძლიენით. აწცა მოახლებულ არს მდინარესა ჯეონისასა, და წინამბრძოლად წარმოავლინა ძე მისი უხუცესი. და აწ ესე არს განზრახვა. ჩემი: ვინათგან მისცა ღმერთმან ძლევა, უკეთუ გთნავს, დაუტეოთ ქუეყანა ესე, აღვიღოთ დედაწული, სიმდიდრე და ჯოგი, და წარვიდეთ საბერძნეთს და მუნ დაემკჳდრნეთ. დაღათუ ჩუენ თათარნი გუძლევენ, გარნა ყოველთა ნათესავთა ჩუენ ვძლიით. უკუეთუ ვინ ინებოს. წარმოვიდეს ჩუენ თანა, და თუ სთნავს ვისმე, იყავნ შინა, რამეთუ ნება იყავნ ყოველთა სათნოდ უკუნისამდე.
თქმული ესე ყოველთა ეკეთა და აღიღეს დედაწული და ყოველი სიმდიდრე მათი, და წარმოვიდეს, და მოიწივნეს ადარბადაგანსა კაცი ვითარ ას ორმოცი ათასი. და მოიწივნეს ქუეყანად მჴარგრძელთა, რამეთუ ივანე ათაბაგსა ეპყრა დვინი, და ანისი მიეცა ძმისწულისა მისისა შანშესდა, მანდატურთ-უხუცესისათჳს. და ესე ხუარაზმელნი მოვიდეს წელსა მესამესა ლაშა-გიორგის მიცვალებითგან ტყუენვად და მოოჴრებად ქუეყანათა დვინისა და კერძოთა მისთა. ცნეს რა ივანე ათაბაგმან და ვარამ გაგელმან, მივიდეს მეფესა რუსუდანს წინაშე, მოაჴსენეს მოსლვა ხუარაზმელთა და თჳთ დიდისა სულტნისა ჯალდინისა ჴოცად და მოსრვად ქრისტიანეთა. ესრეთ უწყალოდ მოსრვიდეს, რომელ არცა თუ დედათა და ჩჩჳლთა ყრმათა რიდებდეს.
ვითარ ცნა რუსუდან შემოსლვა ხუარაზმელთა სამეფოსა შინა მისსა, მოუწოდა ყრმათა იმერთა და ამერთა, და მოიღო დროშა სეფე, და მოუწოდა ივანე ათაბაგსა, რომელი მას ჟამსა მიმჴცოვნებულ იყო, არა განცხადებულად არამედ ფარულად მონაზონ ქმნილ იყო, განაჩინა მეფემან რუსუდან სპათა მისთა თავად, და უბოძა დროშა სჳანი, და წარავლინა ბრძოლად სულტნისა მის ჯალალდინისა.
ხოლო მოიწივნეს დვინსა და ამობერდს. და დაებანაკა ხუარაზმელთა სოფელსა, რომელსა რქჳან გარნისი, და მი-რა-ვიდეს სპანი მეფისანი, წინა განეწყო სულტანი ჯალალდინი. აქათ ივანე ათაბაგმან განაწყო სპანი მეფისანი, იმიერნი და ამიერნი, და აჩინა წინამბრძოლად თორელნი და ძმანიცა იგი ორნი ახალციხელნი, შალვა და ივანე, სახელოვანნი იგი მბრძოლნი, ვითარ წესად არს სახლისა მათისა წინამბრძოლობა.
ვითარ დაეახლნეს წინამბრძოლნი და სულტანი, აქა დაიპყრა ფერჴი ივანე ათაბმან. იტყჳან, ვითარმედ შურითა ყო ახალციხელთა შალვა და ივანესითა. ჵი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი და ძჳრად მომწეუედელი ნათესავისა კაცთასა და ყოველთა ნათესავთა მწყლველი! ვითარ ურიათა ღმრთის მკლველობა არწმუნა, და კუალად ამათსა უბოროტესი უგბილი დაულმობელი და საქართველოსი სრულიადი მოსპოლვა, ვითარ ქუემორე სიტყუამან ცხად ყოს, რომელი ათაბაგსა ივანეს არწმუნა, რომელ ჟამსა წყობისა და ჟამსა მისასა უკუნ დგა და არღარა ვიდოდა მბრძოლთა კერძ.
ხოლო წინამბრძოლთა ყოველთა მოუვლინეს კაცი და რქუეს: „დაახლოებულ ვართ სულტანსა და სპათა მისთა, და ჩუენ დიდად. უმცირეს ვართ, და ომი ძლიერი წინა გჳც. წარმოიმალონ მჴნეთა სპათა მეფისათა და სიმჴნემან შენმან“ ესე ორგზის და სამგზის მოუვლინეს, ხოლო იგი არა-რასა მიუგებდა. ხოლო ვინათგან წინამბრძოლნი თორელნი და უმეტეს ახალციხელნი შალვა და ივანე ახოვან იყვნეს და წყობათა შინა სახელოვანნი, არღარა რიდეს სიმრავლესა სულტნისა სპათასა, ვითა მჴეცნი ზედა მიეტევნეს, და იქმნეს ძლიერნი ომნი. მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, და ძლიერად მბრძოლობდეს შალვა და ივანე, ახოვანთა და ძლიერთა სრვიდეს, და განგრძელდა ომი სასტიკი. ხოლო ივანე ათაბაგი და სპანი ქართველთანი ხედვიდეს ძლიერსა ომსა და არა შეიწყალებდეს თანამონათესავეთა და ერთსჯულთა, ქრისტეს აღმსარებელთა თორელთა და მათ თანა მრავალთა სახელოვანთა, არამედ დგეს შორით, და არა ინება შუელა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყჳან ამას ყოფად და არა თუ შიშითა.
და ვითარ განგრძელდა ომი, ორთავე ძმათა ახალციხელთა დაუჴოცეს ცხენნი, და ქუეითნი მჴნედ იბრძოდეს. და მოისრნეს ორგნითვე ურიცხუნი, და უმეტეს თორელნი. და ვითარ შენივთდა ძლიერად ომი, ჴრმალნიცა ახალციხელთანი განტყდეს ჩაბალახსა ზედა, მაშინ ივლტოდეს ქართველნი. ხოლო შალვა მუნვე შეპყრობილ იქმნა სიმრავლისა ფრიადისა მიერ, და ივანე, გარნისისა კლდეთა შელტოლვილი, ზენაკერძო მოტევებულითა ქვითა მოიკლა. ხოლო შალვა წარიდგინა სულტან ჯალალდინსა წინაშე, რომელი იცნეს ნახჭევნელთა და ადარბადაგანელთა, და მოაჴსნეს სულტანსა ახოვნება და წყობათა შინა სიქველე მისი. ხოლო მან არა მოკლა, არამედ თჳსთა თანა იპყრა დიდითა პატივითა, და მიანიჭნა ქალაქნი ადარბადაგანისანი, და თავადთა თჳსთა თანა პატივ სცა. ხოლო შემდგომად წელიწდისა ერთისა მოიკლა სულტნისა მიერ არა დატევებისათჳს სჯულისა.
აიძულებდა დატევებასა სჯულისასა, და უქადებდა ნიჭთა და პატივთა უმეტესთა. ხოლო მან არა უსმინა, არცა აღირჩია წუთ ჟამისა ამის პატივი, არცა უარყო სახელი ქრისტესი. კუალად სულტანი ლიქნიდა და ეტყოდა უარყოფასა ქრისტესსა, არამედ იგი გარემიაქცევდა სიტყუათა მისთა. კუალად სულტანი ექადოდა მრავალფერითა სატნჯველთა და აშინებდა. არამედ იგი მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა ზედა. ხოლო შემდგომად მრავალთა ტანჯვათა მწარითა სიკუდილითა განიყვანა საწუთოსაგან წმიდა შალვა3, და მოწამობისა გჳრგჳნითა შემკული აღვიდა წინაშე ქრისტესა. ესე აქამომდე სულ მცირედ აღიწერა ჩუენ მიერ.
ხოლო ივანე ათაბაგი უკუნ იქცა ბიჯნისად, და სულტანი მიიქცა ადარბადაგანს და ნახჭევანს. და მიერ აღაოჴრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყუე ჰყოფდეს და სრულიად უწყალოდ ჴოცდეს, და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი.
შემდგომად ორისა წლისა მიიცვალა ივანე ათაბაგი და მთავარ ყვეს ძე მისი ავაგ და უბოძეს მას ამირსპასალარობა.
ამისა შემდგომად უდიდესნი ბოროტნი შეიცვიდეს ნათესავსა ქართველთასა, რამეთუ მოხლებულ იყო სრულიადი მოსპოლვა სიმრავლისათჳს უსამართლობათა ჩუენთასა რამეთუ აიმჴედრა სულტანმან საქართველოსა შემოსლვად და მეფე-ყოფად თავისა თჳსისა, მივიდა და მოაოჴრა ყოველი ქუეყანა დვინისი, კუსტისა დვინისასა და ყოველი ანისი, სომხითი, გაგი ვიდრე განძამდე, შანქორი. უწინარეს ამისა ვარამ გაგელსა, კაცსა გონიერსა და ლაშქრობათა შინა წარჩინებულსა - ამას აქუნდა შანქორი და მიმდგომნი მისნი ქუეყანანი. ესევითარნი ჭირნი და შფოთნი იძრვოდეს.
ამათ ჟამთა შინა მოეყვანა მეფესა რუსუდანს ტოღრილის შვილი მძევლად ერთგულობისათჳს, რომელი იყო ქმნულ-კეთილი და სრული ასაკითა, შუენიერი გუამითა, მჴნე და ძლიერი ძალითა. ვითარ განიცადა, სთნდა მეფესა რუსუდანს და ინება ქმრად მიყვანება მისი, რომელი აღასრულაცა. და იქორწილა ტოღრილის შვილი, რომლისაგან იშვა ასული სიტურფე-აღმატებული და უწოდა სახელი სანატრელისა დედისა მათისა თამარ. და კუალად მიუდგა და შვა ძე, და უწოდა სახელი დავით. და კუალად ზრდიდა ძმისწულსა მისსა, ძესა ლაშა-გიორგისსა დავითს.
ხოლო ვითარ აღიზარდა ასული მათი თამარ, ესმა საბერძნეთისა სულტანსა, ძესა ნუქარდინისსა, ყიასდინს, ქმნულ-კეთილობა მეფის ასულისა, ევედრა მრავალთა ნიჭთა და ძღუენთა მიერ, რათა მისცეს ცოლად ასული მისი თამარ, და აღუთქუა ფიცით არა დატევება სჯულსა ქრისტიანეთასა. რომელი ისმინა მეფემან რუსუდან, და მისცა ასული მისი სულტანსა ყიასდინს, რომელი-ესე უჯერო იყო ქრისტიანეთა მიერ. ხოლო დიდითა დიდებითა მისცა აწყუერი ზითვად.
გარნა პირველ ჴსენებულნი იგი სპარსნი ხუარაზმელნი მცირედ მოახლობდეს საქართველოსა და განრყუნიდეს ქუეყანათა.
მაშინ ცნა სულტანმან ჯალალდინ ავაგ ათაბაგისა და ამირსპასალარისა ბიჯნის[ს] ყოფა, ინება ნახვა მისი. მიუვლინა მოციქული და რქუა: „შენ ხარ ვაზირთ-უსუცესი მეფისა, და ითუალავ საქართველოსა. თჳთოთა კაცითა შევკრბეთ, რამეთუ მნებავს. სიტყუად შენ თანა“. სთნდა ავაგს და ნება სცა ხილვად, და წარვიდა ჭურვილი, და იქით ერთითა კაცითა სულტანი ხრამსა ზედა ბიჯნისისასა, ჭურვილი იგიცა, და შეკრბეს მახლობელად ერთი-ერთისა. მაშინ იწყო სულტანმან სიტყჳსა თქმად: „არა მოვედ მე რბევად საქართველოსა, არამედ ზავისა და მშჳდობისათჳს. გარნა თქუენ მსწრაფლ საომრად აღიჭურენით და ფიცხლა შემებენით, და არა იქმნა მშჳდობა. აწ ვინათგან წარჩინებულ ხართ ქართველთა შორის და ვაზირი კარსა მეფისასა, ისმინე ჩემი: გასმია გუარი და ნათესავი ჩემი, სიდიდე სამეფოსა ჩემისა და სიმრავლე, რომელ არავის ჴელმწიფესა ძალ-ედვას სწორება ჩემია მე ვარ მაღლისა და დიდისა ჴელმწიფისა ხუარაზმშას ძე, და ფარმანსა ჩემსა ქუეშე იყო ყოველი სპარსეთი ადარბადაგანითა ვიდრე ჯეონამდე და ჯეონით ვიდრე ინდოეთამდე, თურანი, ხატაეთი, ჩინმაჩინი და ყოველი აღმოსავლეთი. ხოლო განგებითა ზენითა გამოჩნდეს ქუეყანასა ჩინეთისასა, ადგილსა შეურაცხსა, ყარყურუმად წოდებულსა, კაცნი ვინმე საკჳრველნი, უცხონი, უცხოთა ენითა და უცხოთა ცხოვრებითა მყოფნი, რომელთა ყოველი აღმოსავლეთი დაიმორჩილნეს და მრავალნი ჴელმწიფენი მოსრნეს. სოლო ჴელმწიფედ ჰყვის კაცი ვინმე საკჳრველი, ღრმად გამგონე საქმისა, მჴნე ბრძოლასა შინა, სახელითა ჩინგიზ-ყაენი ამან რა ჴელთ იგდო ხატაეთი, წარვემართე ლაშქრითა ერანითა, თურანითა, სპარსითა, თურქმანითა და მრავალგზის ბრძოლა ყვეს ჯეონს იქით, და უკანასკნელ ჯეონს აქათაცა. გარნა იქმნა ქცეულება ბედისა ხუარაზმშას სახლისა და ყოვლგან ვიძლიე. და ვითარ უმეტესად განძლიერდეს და ვცან არღარა იყო ღონე, დაუტევე სამეფო ჩემი და წარმოვედ საქართველოსა მშჳდობისა და ზავისა ყოფად. მესმა სიმაგრე ქუეყანისა და ქართველთა ნათესავისა სიმჴნე წყობათა შინა. აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა. მასმიეს, რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს, და მყოფ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა, და ვსძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი. და თუ მეცა წარვიდე, თათარნი ეგრეცა მოსულ არიან; თქუენ ვერ წინააღუდგებით და ვერცა შემძლებელ ხართ ბრძოლად მათდა. წარავლინე კაცი მეფესა თქუენსა წინაშე და აუწყე თქმული ჩემი, რამეთუ არა მნებავს ოჴრება საქართველოსა, არამედ დაცვა მტერისაგან, და თქუენ მიერ მე განვძლიერდე და ვიყვნეთ მშჳდობით“.
ესმა რა სიტყუანი სულტნისანი ავაგს. არა პასუხ-უგო, არამედ თქუა: „ვაუწყებ თქმულსა მაგას მეფესა და ვაზირთა მისთა“. მსწრაფლ წარავლინა კაცი მეფისა აუწყა თქმული, ვითარ მოიწია თქმული ესე. და იხილეს წიგნი, განკჳრდა მეფე და უცხო უჩნდა საქმე ესე და მიუმცნეს ავაგს არცა თუ სმენად საქმისა მაგისა, არამედ სრულიად განყენებად. და ავაგ ფიცხლა მიუმცნო სულტანსა. ხოლო მან რა მოისმინა, აიყარა და წარმოემართა ტფილისს, რათა ბრძოლოს ქალაქსა.
ვითარ ცნა მეფემან მოსლვა სულტნისა, აიყარა და წარვიდა ქუთათისს, ხოლო ტფილისს მცველად დაუტევა ლაშქარი და თავად ორნი ძმანი ბოცოს ძენი, მემნა და ბოცო. მოიწია სულტანი სომხითად და მოაოჴრა ყოველი სომხითი; დაეცნეს მკჳდრნი მისნი პირითა მახჳლისათა. და მოიწივნეს ტფილისად.
ხოლო მცველნი ქალაქისანი აღიჭურნეს, და იქმნა ძლიერი ბრძოლა, და ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა მერმე მას ღამესა [სპარსთა ტფილელთა] მიუვლინეს კაცი სულტანსა ჯალალდინს შიგნიდაღმა მეცემად ქალაქისა, რათა კართა, რომელთა სპარსნი სცვიდეს, განახუნეს და შიგნით ბრძოლა უყვეს. ვითარ განთენდა, კუალად აღიჭურა სულტანი მინდობილი სპარსთა შინაგანცემისა. ხოლო ამისნი უმეცარნი მცველნი ქალაქისანი აღიჭურნეს და მივიდეს განძის კართა კერძო, მემნა ბოცოს ძე და ძმა მისი ბოცო, და ეგულებოდა განსლვად და მუზარადისა დარქმად. მემნას სპარსმან ვინმე აფთითა ძლიერ დაუხეთქა უმუზარადოსა თავსა, განუპო, და მყის დაეცა და მოკუდა.
და იქმნა შინათ ომი, რამეთუ სპარსნი ზღუდით მიერ ბრძოდეს; განახუნეს კარნი სპარსთა ტფილელთა. ესრეთ რა შინა-განცემა იყო ქალაქისა, ივლტოდეს მცველნი ქალაქისანი და შედგეს ისანთა; ბოცოს-ძემან ბოცო გაამაგრა ისანი და ქმნა ძლიერი ომი.
ხოლო არა შემინდობს ტკივილი გულისა მოჴსენებად, თუ ვითარ იქმნეს ხუარაზმელნი შინაგან ქალაქსა. ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნილთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?
აქა მეგულების დადუმებად, რომელ სალმობიერსა მიუთხრობ ტკივილითა გულისათა რამეთუ ესეოდენ მძჳნვარედ იწყეს მოსრვად. ვითარ ჩჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან, და რომელსამე თუალნი წარსცჳვდიან და რომელსამე ტჳნი დაეთხიის. და უკანის დედანი მოიკვლოდიან; ბერნი უწყალოდ ფოლოცთა შინა ცხენთა მიერ დაითრგუნვოდეს, ჭაბუკნი დაეკუეთებოდეს, სისხლისა მდინარენი დიოდეს. ტჳნი კაცთა, დედათა, ბერთა, ჩჩჳლთა თმა და სისხლი, თავი მჴართაგან განშორებული, ნაწლევნი ცხენთა მიერ დათრგუნვილნი ურთიერთას აღრეულ იყო. არა ჰყოფდეს წყალობასა, რამეთუ რომელნიმე დანითა იღლიასა დასობილნი, სხუანი მკერდსა დაცემითა, რომელნიმე მუცელსა და ზურგსა განიგმირებოდეს.
ჵი სალმობიერი ღაღადი და დიდი ღაღადი ცრემლთა! ყვირილთა და ზახილთა და ვაებათა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი, რამეთუ უმრავლესი ერი ვითა ცხოვარი შეკრიბიან, და კუალად ხედვიდეს ზოგნი საყვარელთა შვილთა ზოგნი ძმათა და მამათა, ცოლნი ქმართა და ქმარნი ცოლთა უპატიოდ მკუდარ მდებარეთა ცხენთას მიერ დათრგუნვილთა და ფოლოცთა შინა ძაღლთა მიერ ზიდულთა, და არცა თუ დაფლვასა მიწასა შინა ღირს ჰყოფდეს. ეკლესიანი და ყოველნი პატიოსანნი სამსხუერპლონი შეურაცხ იქმნებოდეს, და პატიოსანნი მღდელნი ეკლესიათა შინა, თჳთ ხატთა და ჯუართა თანა, შეიმუსვროდეს.
და ესევითარნი ჭირნი მოიწივნეს, რომელ არაოდეს ძუელთა სადამე წიგნთა მიერ სმენილ არს, რომელნი თანა-შეესწორებიან ქრისტეს ჯუარისა მცმელთა იუდიანთა ზედა ქმნულთა მიერ იერუსალიმისა სრულიადსა მოსპოლვასა ტიტეს და უესპასიანეს მიერ, ვითარცა ჟამთააღმწერელი და მრავალმომთხრობელი იოსიპოს წარმოიტყჳს ესოდენ ძნელბედობასა იუდელთასა. ვიდრეღა სამასსა ბევრსა აღრაცხავს მამაკაცსა, ოდენ სიყმილისა და მახჳლისა მიერ აღსრულებულსა, რომლისა მსგავს იქმნა ჟამსა ამას სარკინოზთა მიერ ქალაქსა ამას ტფილისისასა.
ხოლო ვინათგან არღარა იყო ღონე და ლხინება ქალაქის, ბოლოს და სხუათა მცველთა ქალაქისათა წარმოუვლინა მეფემან რუსუდან კაცნი, რათა დაუტეონ ისანი და წარვიდენ. და ვითარ მრავალგზის მოავლინა დასტური მეფემან დატევებად ქალაქისა, ძლით დაარწმუნა მეფემან ბოცოს წარსლვა, ვითარცა სწერს ვინმე ბერი მღჳმელი.
და ესრეთ რა ძლიერად ჴელთ იგდო ქალაქი სულტანმან, კუალად იწყო უბოროტესთა ბოროტთა ქმნად ქრისტიანეთა ზედა. ესოდენ მძჳნვარედ მოსრვიდა, რომელ სავსე იყვნეს ფოლოცნი, ხრამნი და ჴნარცუნი მოკლულთა მიერ და უმრავლეს მკუდართა მტკუარსა შეუტეობდეს ამას თანა არავე დამშჳდნა ცუდ-რჯული იგი და ბილწი: მოიგონა სხუაცა სიბოროტე, რომლისა ჴსენება სირცხჳლ მიჩნს, რამეთუ გლოვათა და ცრემლთა მიერ შევიცვები, თუ ვითარ განვარისხეთ მოწყალე და შეეწყნარებელი ღმერთი არა შეწყალებად ჩუენდა; იწყო რღუევად ეკლესიათა, ვიდრე საფუძველადმდე აღფხურა, რომლისათჳს იკადრა და ჴელ-ყო სიონისა გუმბადსა შემუსრვად და ზედა ბილწისა საჯდომისა მისისა აღშენებად, რომელი-იგი ჴიდითა მაღლითა და გრძლითა განჴიდა აღლსვად. და ესეცა შესძინა, რამეთუ ხატი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა, რომელი სიონს მკჳდრ იყო, ბრძანა მოყვანებად და ჴიდისა შესავალსა დადებად პირაღმართ, და ბრძანა ყოველთა მათ პყრობილთა ქრისტიანეთა, მამათა და დედათა, იძულებით დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა, უკეთუ არა ჰყონ, წარკუეთა თავთა. და ვითარ აღასრულებდეს ბრძანებულსა ამას, მოიყვანდეს მამაკაცნი დედათა თანა და აიძულებდეს ესრეთ ყოფად. მრავალთა უკუე ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს არა თავს-დებად შეურაცხებად წმიდათა ხატთა და დატევებად სჯულისა ხოლო მრავალი სიმრავლე მამათა და დედათა იპოვა ახოვნად, რომელთა მიიღეს გჳრგჳნი წამებისა, რომლისა აღრაცხვა შეუძლებელ არს. სიმრავლისათჳს, რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ათ ბევრ აღიწია რიცხვი მოკლულთა.
ესრეთ რა მოაოჴრეს ტფილისი, იწყეს რბევად, ტყუენვად, ჴოცად და კლვად სომხითისა და კამბეჩიანისა და იორის პირთა. ქართლს და თრიალეთს, ჯავახეთს და არტანს, ზოგი სამცხეს და ტაოს, კარნიფორას და ანისის მიმდგომთა ქუეყანათა.
და გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა, რამეთუ ორ წელ პირველ აღაოჴრეს ქუეყანა და ხუთი წელი ქალაქსა დაყვეს, და აოჴრებდეს ქუეყანათა ამათ ზემოჴსენებულთა, არღარა იყო შენებულება თჳნიერ ციხეთა და სიმაგრეთა, რამეთუ ქუეყანა საქართველოსა მიეცა განსარყუნელად, ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყუარული, სიწრფოება, სიმშჳდე, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავანება, ზაკუა, შური, ჴდომა, სიძულილი, ანგარება, მიმძლავრება, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესოებანი, ვითარცა იტყჳს წინასწარმეტეუელი: „ვაჲ მათდა, რომელნი კუალსა ბალამისსა შეუდგეს და საქმესა სოდომელთასა იქმან, რამეთუ ყოველმან ასაკმან ბერთა და ჭაბუკთამან, მცირითგან ვიდრე დიდადმდე, მიაქციეს სიბოროტედ. რამეთუ სენი იგი სოდომელთა და სალმობა გომორელთა მოიწია, და ამის ძალითა მისცნა იგინი ღმერთმან წარწყმედად ბოროტად, რამეთუ განვიწირენით ღმრთისა მიერ, რომელ დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმანცა სამართლად დაგჳვიწყა. და მოოჴრდა ქუეყანა საქართველოსა, ლიხთ-აქათ მოოჴრდა, ვითარცა ჴმობს ესაია წინასწარმეტყუელი: „ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა, ერი რომელი სავსე არს ცოდვითა, ნათესავნი ბოროტნი, ძენი უსჯულოებისანი; დაუტევეთ უფალი და განარისჴეთ წმიდა იგი ისრაელისა. რასღა იწყლვით და შესძინებთ უსჯლოებასა ყოველი თავი სლმობად და ყოველი გული მწუხარებად, კუალთაგან ფერჴთა ვიდრე თავადმდე; არა არს მას შინა მწუხარება, სიცოცხლე, არა არს წყლული, არცა ნაგუემი, არცა ბრძჳლი განსივებული; არა არს სალბუნი დასადებელი, არცა ზეთი, არცა შესახუეველი. ქუეყანა თქუენი ოჴერ არს და ქალაქი თქუენი ცეცხლითა მომწუარა; სოფელსა თქუენსა წინაშე თქუენსა უცხოთესლნი მოსჭამენ, და მოოჴრებულ არს და დაქცეულ ერისაგან უცხოთესლთასა. და დაშთეს ასული სიონისა ვითარცა კრავი ვენაჴსა შინა, და ვითარცა ხილის-საცავი და ვითარცა ქალაქი მოცული. უკეთუმცა არაუფალმან საბაოთ დამიცვნა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიცა შევიქმენითცა და გომორელთა მივემსგავსენით.
ამათ ულხინობთა ჭირთა შინა იყო რა ქუეყანა საქართველოსა, და სხუანიცა უდიდესნი ძნელბედობანი აღმოუჩნდებოდეს. რამეთუ ზემო დატევებული ამბავი აღმართ ამბიჯებელთა კუალად ვიწყოთ. ამათ ჭირთაგან შეიწრებული მეფე რუსუდან იყო რა ქუთათისს და ყოველსა აფხაზეთსა, და იქმნა ძე მისი დავით ვითარცა წლისახუითისა, ინება მეფედ ყოფად ძისა მისისა. ვითარ არს წესი სოფლის მოყუარეთა, შეიყუარა წარმავალი საწუთრო, დაივიწყა შიში ღმრთისა და სიყუარული ძმისა, და მოიგონა საქმე ყოველთა მიერ განსაკრთომელი, რამეთუ ზემოჴსენებული ძმისწული თჳსი დავით, რომელი ძმისა მისისგან, გიორგისგან, ანდერძობით შევედრებულ იყო და მას აღეზარდა, წარავლინა ფარულად ასულსა მისსა და სიძესა მისსა სულტანსა ყიასდინს თანა, საბერძნეთს, რათა წარსწყმიდონ და იყოს დაუშფოთველად ძისა მისისა დავითისთჳს არა განყოფად მეფობისა.
ვითარ მიიწიადავით წინაშე სულტნისა და [მამის] დისწულისა მის, რუსუდანის ასულისა თამარის, რომელსა სულტანი სახელად უწოდდა გურჯი-ხათუნად, იხილეს. იგი და შეიყუარეს, თჳსთა თანა დაიპყრეს პატივითა, და გურჯი-ხათუნ დედოფალიცა კეთილსა უყოფდა ყრმასა, ბიძის ძესა დავითს, და არა ისმინეს ბრძანება მკლველებრივი მეფისა რუსუდანისი. და ფრიად. პატივ-სცემდეს დავითს.
ხოლო ვითარცა წარგზავნა ძმისწული საბერძნეთს, მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, აფხაზთა, დადიან-ბედიანთა, რაჭის ერისთავსა და კათალიკოსსა აფსაზეთისასა. და დასუმს მეფედ დავით, ძე რუსუდანისი, აკურთხეს ქუთათისს და დაადგეს თავსა მისსა გჳრგჳნი; დასუეს ტახტსა ზედა სამეფოსა და მიულოცეს მეფობა წესისაებრ, და სრულ ყო კათალიკოსმან წესი კურთსევისა.
ხოლო ამიერი ესე სამეფო უცალო იყო ხუარაზმელთაგან, რამეთუ მანდატურთუხუცესი შანშე იყო ანისს და ამირსპასალარი ავაგ ბიჯნისს, აგრეთვე ვარამ გაგელი. ჰერნი და კახნი, სომხითარნი, ქართველნი,თორელნი, შავშნი, კლარჯელნი, ტაოელნი - ყოველნი სიმაგრეთა შინა ცხოვნდებოდეს, თჳთოეული მორჩილებასა შინა მეფისა რუსუდანისსა, და უცალოებისა ძლით, ვერ დახუდეს დალოცვასა მეფისა დავითისსა.
გარნა ვაჴსენოთ პირველ ჴსენმბულისა ჩინგის-ყაენისა. ვითარცა მოიწივნეს თათარნი ქუეყანასა ჩუენს, მეოტი სულტანი ჯალალდინ ივლტოდა და დაუტევა სამეფო, მისი, ადვილად ჴელთ იგდეს თურანი, სათურქეთი და ყოველი ხუარასანი. და განჰყო ოთხად ლაშქარ, თჳსი და განაჩინნა შვილნი ოთხნი ყაენად:
პირმშოსა მისცა ნახევარი ლაშქარი და წარავლინა დიდსა საყივჩაყეთსა ვიდრე ბნელეთადმდე, ოსეთსა, ხაზარეთს, რუსეთსა ვიდრე ბორღართა და სერბთამდე, კავკასთა ჩრდილოთა ყოველთა მკჳდროვანთა, ვითარცა მითქუამს.
ხოლო მეორესა შვილსა ჩაღათას მისცა ლაშქარი და უიღურთა ქუეყანა სამარყანამდე და ბუხარა ვიდრე ალმუთის ქუეყანამდე. ვგონებ, ესე არს თურან
მესამესა შვილსა ოქოთას მისცა თჳთ მისი ტახტი საჯდომადდა ყარაყურუმი, ჩინ-მაჩინი, ემელისა და ყუთაყისა ქუეყანა და ხატაეთი.
და მეოთხესა შვილსა თული ერქუა; ამას მისცა ლაშქარი და ოქოთას ზედამოკიდებით ქუეყანა აღმოსავეთით.
ესე ოთხნი განაჩინნა ყაენად და ამცნო: წელიწადსა შინა ერთხელ ოქოთასას მივიდოდენ ძმანი მისნი უხუცესნი ყურულთისა საქნელად, ამად რომე ტახტი მისი ოქოთას მისცეს.
<< წინ |