სერგეი გოლოვინი

მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?

წარღვნა და დედამიწის რელიეფი

ამოწეული ხმელეთიდან ჩამონადენი წყალი რეცხავდა გიგანტური ვაკეებისა და კანიონების ჯერ კიდევ გაუმაგრებელ დანალექ ფენებს, სადაც დღევანდელ დღემდე მიედინებიან თანამედროვე მდინარეები. თუმცა უნიფორმისტული შეხედულება ამტკიცებს, რომ რელიეფის ეს ფორმები ჩამოყალიბებულია თვით ამ მდინარეებით მილიონი წლების განმავლობაში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დაკვირვებები ეროზიული წარმონაქმნების ზომებზე აშკარად ადასტურებენ წარსულში მნიშვნელოვნად დიდი მოცულობის წყლის დინებას მათზე.

სენტ-ჰელენზის ვულკანის ამოფრქვევა

ახლო წარსულამდე უნიფორმისტული და კატასტროფიზმის იდეების მიმდევრებს შორის დისკუსია რელიეფის გიგანტური ეროზიული ფორმების ჩამოყალიბების სისწრაფის შესაძლებლობების შესახებ (უფრო ხშირად - ვაკეები მდინარეებით და კანიონები), ატარებდა წმიდა თეორიულ ხასიათს, მაგრამ ყველაფერს ნათელი მოეფინა 1980 წელს, როცა ვაშინგტონის შტატში (აშშ) ამოიფრქვა სენტ-ჰელენზის ვულკანი. იგი წარმოადგენდა, ერთი მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვან, და მეორე მხრივ, ყველაზე მეტად დოკუმენტურად დასაბუთებულ ფაქტს მეოცე საუკუნის გეოლოგიურ მოვლენათა შორის, რომელმაც შესაძლებელი გახადა დამტკიცებულიყო მრავალი მოსაზრება, რაც დედამიწის თანამედროვე იერის ფორმირებას შეეხებოდა და ადრე ვარაუდის საგანი იყო.

დანალექი შრეები, რომლებიც წარმოიქმნა სამი დღის
განმავლობაში სენტ-ჰელენზის ვულკანის
ამოფრქვევის შედეგად

ამოფრქვევა ხასიათდებოდა ჭეშმარიტად გრანდიოზული მასშტაბებით. მისმა საერთო ენერგიამ მხოლოდ პირველი დღის განმავლობაში - 1980 წლის 18 მაისს - შეადგინა 400 მილიონი ტონა ტრინიტროტოლუილის (ტროტილი) ექვივალენტი, რომლის სიმძლავრე 20 ათასი ისეთი ბომბის ტოლია, რომელიც ხიროსიმაში ჩამოაგდეს. ამასთან, 20 მეგატონა გამოთავისუფლებულ იქნა პირველი ამოფრქვევისთანავე, რომელმაც 6 წუთში 390 კვ. კილომეტრი ფართობის ტყეს გადაუარა. ტალღამ, რომელიც წარმოიქმნა უახლოეს სპირიტ ლეიკის ტბაზე, ნახევარი კუბური კილომეტრი მთის ქანები ჩამოანგრია და ამოფრქვევამდე ტბის დონიდან 260 მ სიმაღლის ფერდობიდან ჩამორეცხა ხეები.

ეს კანიონი მხოლოდ ერთი დღის
განმავლობაში ჩამოყალიბდა

ამ შემთხვევამ მეცნიერების უმრავლესობას საფუძვლიანად შეუცვალა შეხედულება გეოლოგიური სტრუქტურის ჩამოყალიბების დინამიკაზე. ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა დანალექი ქანების ფენის სისქემ შეადგინა 180 მეტრი, დღე-ღამეში 8 მეტრამდე სიჩქარით. მხოლოდ რამდენიმე თვე დასჭირდა ტორფის შრის წარმოქმნას, რომლისგანაც, როგორც ცნობილია, შესაბამისი ტემპერატურისა და წნევის პირობებში მხოლოდ რამდენიმე წუთში ყალიბდება ქვანახშირი. და მხოლოდ ერთი დღე - 1982 წლის 19 მარტი - საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იმავე სენტ-ჰელენზის ფერდობებიდან წამოსულ ღვარცოფს მდინარეების ნორტ ფორკისა და თუთლის სათავეების ორი წლის განმავლობაში ჯერ კიდევ არასაკმარისად გამაგრებულ ქანებში 43 მეტრის სიღრმის კანიონი წარმოექმნა, რომელსაც ამჟამად ხუმრობით დიდი კანიონის მოდელს უწოდებენ მასშტაბით ერთი ორმოცთან.

გეოლოგებს რომ არ შეძლებოდათ მდინარე თუთლის კანიონის ჩამოყალიბებაზე დაკვირვება, უნიფორმისტული შეხედულებების შესაბამისად, დამტკიცდებოდა, რომ იგი ისევე როგორც დიდი კანიონი, ისევე როგორც თანამედროვე მდინარეების ყველა გიგანტური ხეობა, ჩამოყალიბებულია ასეულ ათასობით წლების განმავლობაში იმავე წყლებით, რომელიც დღემდე მიედინება მასში. მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ყველა მსხვილი ეროზიული სტურქტურა ჩამოყალიბდა საკმაოდ სწრაფად იმ მომენტისათვის ჯერ კიდევ გაუმაგრებელ ქანებში წარღვნის წყლების უკუდენის ან კიდევ წარღვნის შემდგომი სხვადასხვა ლოკალური კატასტროფების შედეგად.

 


<< წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი >>