უეჭველია, რომ ისეთ გლობალურ კატაკლიზმს, როგორიცაა მსოფლიო წარღვნა, უნდა გამოეწვია დედამიწის იერის მნიშვნელოვანი ცვლილება. ჯერ ერთი, საფუძვლიანად შეიცვალა მთელი პლანეტის კლიმატური პირობები. თუ წარღვნამდე ბუნებრივი წყლის ორთქლის ეკრანის საფარის ქვემოთ პოლუსიდან პოლუსამდე შეინიშნებოდა სტაბილური ნოტიო ტროპიკული კლიმატი, ამ დამცავი ფენის მთლიანად დარღვევის შემდეგ ზედაპირის გათბობა სხვადასხვა განედზე გახდა არაერთგვაროვანი, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ადრე შეუნიშნავი ძლიერი ქარების აქტივიზაცია. „და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი და ყოველთა მჴეცთა, და ყოველთა საცხოვართა, და ყოველთა მფრინველთა და ყოველთა ქუეწარმავალთა, რაოდენნი იყვნეს მის თანა კიდობანსა შინა. და მოაწია ღმერთმან სული ქუეყანასა ზედა და მოაკლდა წყალი და დასწყდეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი. და მოაკლდა წყალი...“ (შესქ. 8,1-2). ამის შედეგად დედამიწაზე დამყარდა სხვადასხვა კლიმატური სარტყელები და წელიწადის დროზე დამოკიდებული კლიმატური პირობები, ხოლო ოკეანის წყლების მნიშვნელოვანი ნაწილი მოგროვდა პოლარულ მიდამოებში ჩამოყალიბებული გამყინვარების ზონებში.
კლიმატურ ცვლილებებს არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა ბიოსფეროს იერსახეზე. ადრეული პირობებისთვის დამახასიათებელი მცენარეებისა და ცხოველების სახეობები უუნარონი აღმოჩნდნენ ასეთ მკვეთრ ცვლილებებთან შესაგუებლად და დეგრადაცია განიცადეს (ბევრი სრულიად გადაშენდა). სხვები კი, რომლებიც დათრგუნულ მდგომარეობაში არსებობდნენ ადრე, აღმოჩდნენ უფრო ხელსაყრელ პირობებში და იწყეს დომინირება. ამგვარად, წარღვნამდელი ტროპიკული კლიმატი ხელსაყრელი იყო გიგანტური სპოროვანი მცენარეებისთვის, რომლებიც განუყოფლად ბატონობდნენ მთელ პლანეტაზე. კლიმატის კონტრასტული ცვლილება კი უფრო სასურველი აღმოჩნდა შიშველთესლოვანი და ფარულთესლოვანი მცენარეებისთვის.
მაგრამ, თუ ჩვენ გავიხსენებთ რას გვასწავლის სკოლის ბიოლოგიის კურსი დედამიწაზე ცხოვრების განვითარების შესახებ, აღმოჩნდება, რომ მცენარეული და ცხოველური სამყაროს სწორედ ასეთი „მკვეთრი“ ცვლა, რომელიც უნიფორმისტული შეხედულებების პოზიციიდან ჯერ კიდევ ვერ პოულობს დამაჯერებულ ახსნა-განმარტებას, შეიმჩნევა ნამარხი და თანამედროვე ფლორისა და ფაუნის შედარებისას. აქედან გამომდინარე, თავისთავად კეთდება დასკვნა იმის შესახებ, რომ სწორედ წარღვნა წარმოადგენდა მიზეზს დედამიწის გეოლოგიური ისტორიის ისეთი გრანდიოზული ეტაპისა, როდესაც დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში მოხდა სახეობების მასიური გადაშენება. მაშ, როგორ აისახა თვით წარღვნა პლანეტის გეოქრონოლოგიურ მატიანეში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პირველ რიგში ღირს გავიხსენოთ, რას წარმოადგენს გეოქრონოლოგიური სკალა.
<< წინა თავი |