„გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყვანი შენნი,
რათა არა შეგცოდო შენ“ (ფს. 118,11)
თუკი ყოველ პიროვნებას აქვს თავის ნაკლიცა და სათნოებაც, ასევე ერთი მიზნის მისაღწევად იხმარება სხვადასხვა ხერხი. შინაგანი ლოცვის მისაღწევად წმინდა მამებისგან ვიცით სხვადასხვა გზები, რომელთაგან ზოგი საერთოა როგორც შინაგანი ლოცვის მისაღწეავდ, ასევე საერთოდ ქრისტიანული ცხოვრებისათვის, როგორიცაა: სრული მორჩილება, გარეგნული ლოცვით შინაგანი ლოცვის გამოთხოვა უფლისგან, როგორც მოციქულებმა თხოვეს უფალს: „უფალო, გუასწავე ლოცვაი“ (ლუკ. 11,1). ზოგს ხშირად მიემადლება ღვთისგან ასეთი ლოცვა. მაგ: ერთმა ორი წლის ვედრების შემდეგ ღვთისმშობლის წინაშე ერთხელ იგრძნო სიტკო და სითბო მის გულში შემავალი. მეორემ კი უბრალო ლოცვის დროს იხილა მის სულში შემავალი სხივი და მას შემდეგ დაიწყო უწყვეტი შინაგანი ლოცვა. და სხვა მრავალი შეიძლება მოხდეს.
წმინდა მამებთან ვხვდებით კიდევ სამ ასეთ ხერხს:
1. იესო ქრისტეს სახელის ხშირი მოწოდება ლოცვით (ე.ი. სიხშირე);
2. მთელი ყურადღებით ამ ლოცვის მეორება (ე.ი. ყურადღება);
3. თავის თავში (გულში) ჩაღრმავება, ანუ როგორც მამები ამბობენ გონების გულში მოთავსება.
ასე რომ თუ ეს სამი ხერხი არის ყველაზე შედეგიანიჩვენს გულებში ცათა სასუფევლის საპოვნელად, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინია განძით სავსე ყუთის სამი გასაღები.
თუკი სიხშირეს მივყავართ ხარისხამდე, მაშინ იესოს ლოცვის ხშირი, განუწყვეტელი განმეორება, თუნდაც გონებაგაფანტული მიგვიყვანს ყურადღებამდე და გულის სითბომდე. ხშირი განმეორების დროს იხვეწება და გადადის ჩვეულებაში. რაიმეს კარგად კეთება რომ ვისწავლოთ, საჭიროა ხშირად ვაკეთებდეთ მას. წმინდა ისიხი ამბობს, რომ სიხშირე ბადებს გამოცდილებას და ემსგავსება ნატურას, ეს, როგორც ჩანს წმინდა მამების დაკვირვებით, ასე ხდება: მსურველმა რომ მიაღწიოს შინაგან ლოცვას, ხშირად უნდა მოუხმოს უფალს, თითქმის შეუწყვეტელად ამ სიტყვებით: უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი. უნდა იმეოროს ბაგეებით ხმადაბლა. ხანდახან შემოკლებით თქვას: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, როგორც გავსწავლის გრიგოლ სინაელი. ის გვირჩევს, რომ მოკლე ლოცვა მოსახერხებელია ახალი მოსულისათვის. ის არ უარყოფს არც პირველ წესს, ოღონდ ურჩევს რათა ხშირად არ ცვალონ ეს წესები.
ლოცვის სურვილის გასაღვივებლად მამები ურჩევენ დამწყებს ფსკვნილზე ითვალონ ლოცვები, რომელსაც შემდეგ გაზრდიან (რაოდენობით). პირველად რამოდენიმე ასეული, შემდეგ ათასებიც შეიძლება. უნდა წარმოთქვან ენითა და ბაგეებით გარკვევით, ოდნავი დაძაბვით. დროთა განმავლობაში ენა და ბაგეები თავად მიეჩვევიან და ძალის დაუტანებლად თავისუფლად წარმოთქვამენ უფლის სახელს. საერთოდ ხმის გარეშეც კი. დროთა განმავლობაში გონება ყურადღებას მიაქცევს ენას და ნელ-ნელა განიწმინდება გონება-გაფანტულობისაგან, ასე მიაღწევენ ყურადღებით ლოცვას. ამას კი შემდეგ მოყვება გონების გულში დამკვიდრება, როგორც მამები ამბობენ, გონება, რომელიც მოძრაობს გულში, ათბობს მას ღვთაებრივი სიყვარულით და უკვე თვით გული ყოველგვარი იძულების გარეშე თავისუფლად, აღუწერელი სიტკბოებით გამოთქვამს იესო ქრისტეს სახელს და გადმოიღვრება ლოცვით ღვთის წინაშე, როგორც წერია: „მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი“.
ხშირი გონებრივი იესოს ლოცვის შესახებ ძალიან კარგად გამოთქვა წმ. ისიხიმ: როგორც რაც უფრო მეტი წვიმა ალბობს მიწას, ასევე გულს ქრისტეს სახელი, რომელსაც ჩვენ მოუწოდებთ სიხარულით.
მართალია ნაჩვენები ხერხი წმინდა მამების გამოცდილებით საკმარისია მიზნის მისაღწევად, მაგრამდ არსებობს უკეთესი საშუალებები, როგორიც არის: ყურადღება და გონებით გულში შესვლა. ეს პირველი ხერხი არის მათთვის, ვინ ყურადღებას ვერ ფლობს და არ შეუძლია გულზე იმუშაოს, ან იგი შეიძლება გამოვიყენოთ მოსამზადებელ პირობად შემდეგი ხერხის შესწავლისათვის, რომელიც არის გონებით გულშიშესვლა. მოკლედ როგორც ნიკიფორე მონაზონი ამბობს: ვისაც რა უნდა ის ამოირჩიოს.
როგორც ნიკიფორე მონაზონი ამბობს, ყურადღება არის გონების დაცვა ანუ გონების მოკრება და ჩაღრმავება რაიმე საგანში ყველა სხვა აზრებისა და წარმოსახვების დატოვებით. რამდენად ყურადღება საჭიროა ლოცვისათვის ამის შესახებ მსჯელობენ წმიდა კალისტე და ეგნატე, რომელთაც მოჰყავთ, მაგალითად ღირსი მამის ნილის სიტყვა, რომელიც ამბობს: ყურადღება რომელიც ეძებს ლოცვას, მალე შეიძენს მას. მიახლოებით ასე წერს წმ. ისიხი: რამდენადაც გონებამოკრებილი ხარ, იმდენადვე გექნება იესოს ლოცვის სურვილი და კიდევ: უკიდურესი ყურადღებით შეიქმნება გულისმიერი ყურადღებისა და სიმშვიდის ატმოსფერო. ნიკიფორე მონაზონი ლოცვაზე მსჯელობისას ამბობს, რომ თუ იმ ხერხით ვერ მოახერხებენ გონების გულში მოთავსებას რომელიც მიუთითა, მაშინ საჭიროა მოვიპოვოთ ყოვლისშემძლე ყურადღება ლოცვის დროს, რომელიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე გაარღვევს გზას გულისაკენ შინაგანი ლოცვისათვის როგორც წმიდა მამების გამოცდილებიდან ვიცით წმიდა წერილიც ამტკიცებს ამ ჭეშმარიტებას, რომ ყურადღების გარეშე არ შეიძლება ლოცვა. ამაზე ამბობს: „მოიცალე და გულისხმაჰყავ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“.
ე.ი ვინც გადაწყვიტა ყურადღებით მიაღწიოს შინაგან ლოცვას, უნდა შეეცადოს იმყოფებოდეს რაც შეიძლება განმარტოებით, თავი აარიდოს ხალხთან საუბარს, ილოცოს აუჩქარებლად. ბევრი არ არის საჭირო შუალედი, ჩაწვდეს გონებით ლოცვის სიტყვებს, როგორც ხდება წიგნის ყურადღებით კითხვის დროს. მთელი ძალით შეეცადოს მოიცილოს უცხო აზრები. ხანდახან ლოცვის წარმოთქმის შემდეგ მცირედ დავდუმდეთ, თითქოს დაველოდოთ უფლის პასუხს, შევეცადოთ დავიჭიროთ ყურადღება გონებაგაფანტულობის დროს და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ გადავწყვიტეთ მუდამ ვიმყოფებოდეო უფალთან, უწყვეტი ყურადღებიანი ლოცვით და გონების სხვა აზრებისაგან განნმენდით.
მესამე გასაღები არის შესვლა ჩვენს შიგნით ანუ გულში. ზედმეტი მსჯელობა რომ არ გამოგვივიდეს, წმიდა მამების აზრები გადმოვცეთ ზუსტად, შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში ამას აღწევენ მამები, რომელთაც სრული გადმოცემა დაგვიტოვეს შინაგანი ლოცვის შესახებ. მეორეში ვინც ნაწილობრივად გადმოგვცა მის შესახებ, ხოლო მესამე, სულისათვის სასარგებლო თხრობანი აბბა ფილიმონის შესახებ. მაშ ასე, I. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, გრიგორი სინაელი, ნიკიფორე მონაზონი, ღირსი მამები კალისტე და ეგნატე ქსანტოპულები. II. პრესვიტერი ისიხი იერუსალიმელი, ფილოფეი სინაელი, მიტროპოლიტი თეოლიპტე, ბარსანოფი და იოანე. III. აბბა ფილიმონი.
სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი გულში შეღწევის ხერხს გადმოგვცემს თავის მსჯელობაში მესამე სახის ლოცვის შესახებ 68-ე სიტყვიდან. ეს მესამე სახის ლოცვა ჭეშმარიტად საოცარია და გამოუთქმელი და მათთვის, რომელთაც არ იციან გამოცდილებით, არა მხოლოდ გაუგებარია, არამედ წარმოუდგენელიც და სინამდვილეში ამ სახის ლოცვას ყველგან ვერ ნახავთ. თუმცა ასეთი ლოცვით ნადგურდება ყოველგვარი მზაკვრობები და ხერხები, რაც არ უნდა მოაწყოს დემონმა გონების გასაფანტავად და გასაბნევად. რამეთუ მაშინ გონებას, რომელიც ყველაფრისგან თავისუფალია, შეუძლია თავისუფლად გამოიკვლიოს დემონისაგან მოტანილი აზრები და დიდი მოხერხებულობით განდევნოს ისინი და სუფთა გულით შესწიროს ლოცვა ღმერთს.
გადმოგვცემს შემდეგ წარმატების პირობებს, კერძოდ: სრული მორჩილება და სინდისის შენახვა მთელი სიწმიდით, ღვთისა და ხალხის მიმართ და აგრეთვე ნივთების მიმართაც, და მოგვიწოდებს ყველაფერი ისე გავაკეთოთ, თითქოს ღვთის ნინაშე ვიდგეთ. შემდეგ ის აგრძელებს: ამ სახის მოქმედებით შენ ამზადებ თავს მესამე ლოცვისათვის რომელიც ასეთია: გონება იცავს გულს ლოცვით და ბრუნავს მასში გამოუსვლელად და გულის სიღრმიდან უგზავნის ღმერთს ლოცვებს.
სულ ეს არის: იშრომე ასე სანამ უფალს შეიგრძნობდე. ხოლო ბოლოს, როცა გონება გულში შეიგრძნობს ღვთის მადლს, მაშინ აღარ მოინდომებს იქედან გამოსვლას და იტყვის როგორც წმიდა მოციქული პეტრე: „კეთილ არს ჩვენი აქ ყოფნა“ და უკვე ყოველთვის გულში მოცქირალი, იქ გამოუსვლელად მბრუნავი, განდევნის დემონის მოტანილ ყველა აზრებს.
ხოლო მათ, რომელთაც არავითარი ნარმოღგენა არ აქვთ ამ საქმიანობაზე, ის ეჩვენება ძნელი და დამქანცავი. ხოლო მათ კი, ვინც სიტკბოების გემო იხილეს და დატკბნენ მით თავის გულის სიღრმეში, ისინი წამოიძახებენ პავლე მოციქულთან ერთად: „ვინ განგვაშოროს ჩვენ ქრისტეს სიყვარულს“. წმ. მამებმა, რომელთაც უფლისაგან მოისმინეს რომ „გულიდან გამოდიან გულისსიტყვანი ბოროტნი, მკვლელობანი, ამპარტავნებანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისნამებანი, გმობანი“... ასევე მოისმინეს სახარების სხვა ადგილზე მოწოდება: „განვიწმიდოთ შინაგანი სასმელისა და პაროფსიდისა, რათა გარეშეცა იყოს ნმიდა“. დაუტეოთ ყოველი სხვაგვარი სულიერი საქმე და მთლიანად მოვეკიდოთ ამ ერთს, ე.ი. გულის დაცვას, და გჯეროდეთ რომ ასეთი მოღვაწეობით მოიგებთ ყოველგვარ სათნოებას, ხოლო მის გარეშე ვერ მოახერხებთ ვერც ერთს. წმიდა მამები ყველანი ძირითადად ამით იყვნენ დაკავებულნი და კიდევაც წერდნენ მის შესახებ. ვისაც სურს წაიკითხოს მათი ნაწერები, წაიკითხოს რას წერს მარკოზ მოღვანე, რა თქვა იოანე კიბის აღმწერელმა, ღირსმა ისიხიმ, ფილოფეი სინაელმა, აბბა ისაიამ, ბარსანოფი დიდმა და სხვ.
თუ გსურთ ამის სწავლა (ე. ი. გონების გულში მოთავსება) მე გეტყვი თქვენ, სამი რამე გჭირდებათ თავიდან: განთავისუფლება ყველაფრისაგან, არა მარტო ამაოსაგან, არამედ ღვთისმეტყველურისაგანაც. ე.ი. თავის მოკვდინება ამ სოფლისათვის. სინდისის სიწმიდე ყველაფერში, რომ არაფერში გამხილებდეს და სრული უვნებლობა, რომ შენი აზრი არ მიიდრიკებოდეს რაიმე ნივთისაკენ.
შემდეგ დაჯექი რომელიმე მყუდრო, განმარტოებულ ადგილზე, დახურე კარები, მოაცილე გონება ყოველივე დროებით და ამაო ნივთს, დახარე თავი მკერდზე და ამ სახით იდექი ყურადღებით შენს შიგნით (არა თავში, არამედ გულში), მიმართე იქით გონება და შენი მგრძნობიარე თვალები და რამდენადმე შეაკავე სუნთქვა, შენი გონება იქ იყოს და ყოველნაირად შეეცადე, რომ ეუფლო მას (ე ი. გულს) და როდესაც მას დაეუფლება შენი გონება, შეეცადე მუდამ იქ იყოს. თავიდან იქ ნახავ რაღაც სიძნელეს და სიმკაცრეს, ხოლო შემდეგ თუკი გააგრძელებ ამ საქმეს დღედაღამე ყურადღებით, მოიპოვებ შეუწყვეტელ სიხარულს. გონება ყველაფრისაგან განთავისუფლებული ადგილს დაუთმობს გულს და მაშინ დაინახავ იქ შენში ისეთ რამეებს, რაც არასდროს არ გინახავს და არ იცოდი, ამ დროიდან რომელი მხრიდანაც არ უნდა გამოჩნდეს რაიმე აზრი, სანამ შემოვიდოდეს შიგ და გაიაზრებოდეს ანუ გამოისახებოდეს გონებაში, იგი (გონება) მაშინვე განდევნის მას იქედან და ანადგურებს იესოს სახელით „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. იმავ დროიდან გონება მოიძულებს დემონებს და განდევნის მათ და გაანადგურებს. შემდეგ რა მოჰყვება ამ საქმიანობას ღვთის შეწევნით, თვით გამოცდილებით გაიგებ ყურადღების დაცვით და იესოს ლოცვით: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“.
წმ. გრიგორი სინაელი გამოთქვამს სწავლებას შინაგან ლოცვაზე და მათ მისაღწევ ხერხებზე, თავის სიტყვაში დაყუდებასა და ლოცვაზე, რომლებიც მოთავსებულია „სათნოთმოყვარეობის“ პირველი ნანილის 12-19 გვ. აი მათი მოკლე შინაარსი:
ჩვენ მოგვეთხოვება, რათა ქერუბიმივით სუფთა გულით ვილოცოთ და ვესაუბროთ ღმერთს. მათ, რომელთაც ქრისტეს ცხოველი სული მიგვიღია, მაგრამ ამ სიკეთეს შეუმეცნებელნი არ ვზრუნავთ მასზედ, რომ გავიზარდოთ სულიერად, მცნებების დაცვის მეშვეობით და რომ მივაღწიოთ გონებრივ სიწმინდეს. მაგრამ ჩვენ გონებაგაფანტულობით ვცვივდებით ვნებათღელვაში და მივექანებით უგრძნობელობისა და სიბნელის უფსკრულში. ხდება ხოლმე, რომ ჩვენ არც გვახსოვს ღვთის არსებობა და თუ როგორი უნდა ვიყოთ ჩვენ, ღვთის შვილები, სათნოებებით შემკული, ეს ჩვენ საერთოდ არ ვიცით. გვნამს, მაგრამ არასრულყოფილი რნმენით და ნათლობით სულიერად განახლების შემდეგაც არ ვანებებთ თავს ხორციელ ცხოვრებას. თუ ვინმე მონანული დაიწყებს მცნებების შესრულებას, ის მაინც ასრულებს გარეგნულად, არა სულიერად, და იქამდე გადავეჩვიეთ სულიერ ცხოვრებას, რომ მისი გამოვლინება სხვა პირებში გვეჩვენება არანორმალურად და შეცდომილად. ასე თვით სიკვდილამდე ვრჩებით მკვდარ სულებად, ვცხოვრობთ და ვმოქმედებთ ქრისტეს გარეშე და მისი მცნებების შეუთავსებლად: სულისგან შობილი უნდა იყოს სულიერი. და ასე წმიდა ნათლისღებისას მიღებულ ღვთის მადლს არ ვიყენებთ, არამედ თითქოს ვფლავთ, როგორც განძს მიწაში. ხოლო გონიერი განსჯა და სინდისი ითხოვს, რომ გავხსნათ ეს განძი, რათა უფრო განცხადდეს.
როგორ შეიძლება ამის მიღწევა?
აქამდე თქვენ მიხვალთ შემდეგი ორი ნიჭით: 1. დიდი შრომით, მცნებების შესრულებით, ისე რომ რამდენადაც ვასრულებთ მცნებებს, იმდენად ეს ნიჭი ბრწყინდება და ავლენს თავის ნათელს. 2. შეუწყვეტელი ლოცვით უფალი იესო ქრისტეს მიმართ და მუდმივი ღვთის ხსოვნით. პირველი საშუალება ძლიერია, ხოლო მეორე კიდევ უფრო ძლიერი. პირველები მიიღებენ მისგან სრულ ძალას, მაგრამ თუ გვინდა სრულად გავხსნათ ჩვენი შინაგანი საგანძური, მაშინ ვისწრაფოთ ვისწავლოთ მეორე ხერხით, გულზე მუშაობით. რათა გულში მხოლოდ ეს ლოცვა გვქონდეს, სანამ უხილავად და შეუცნობლად გაათბობდეს ჩვენს გულს გამოუთქმელი სიყვარული ღვთისადმი.
გულში ამ ლოცვის მოქმედება ორგვარად ხდება: როდესაც გონება ამზადებს საფუძველს რათა მიეკრას გულში უფალს შეუწყვეტელი ხსოვნით, ხან კი თვითმოქმედი ლოცვა, რომელიც სიხარულით ინთება, იზიდავს გონებას გულში და იქ აკავებს უფლის მოხმობით. პირველ შემთხვევაში ლოცვის მოქმედება იწყება ვნებების გაქრობასთან ერთად, მცნებების შესრულებით. ხოლო მეორეში სული მიიზიდავს გონებას გულში და თანაუგრძნობს მას იქ, მის სიღრმეში და აკავებს მას მისგან ჩვეული ხეტიალისაგან ამ ორი სახისაგან ხან გონება არის მოქმედი და ხანაც თანამგრძნობი. მოქმედებს ის ღვთის შეწევნით და მისი მცნებების დაცვით ძლევს ვნებებს. ხოლო თანაგრძნობით ჭვრეტს ღმერთს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისათვის.
მოქმედი გულისა და გონების შეერთებული ლოცვა უნდა შეასრულო ასე: დაჯექი ერთი მტკაველის სიმაღლის სკამზე, გონება ჩაიყვანე თავიდან გულში და იქ დააკავე, შეეცადი გამოთქვა გონებითა და გულით „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. ამავე დროს შეაკავე სუნთქვა, გონება რომ არ გაგეფანტოს. თუ დაინახავ რომ აზრები იღვიძებენ, ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ თუნდაც ისინი უბრალო და კარგი იყოს. მოთმინებით გონების გულში დაკავებით და უფლის სახელის ხშირი მოწოდებით შენ მალე შემუსრავ იმ ამაო აზრებს. წმ. იოანე კიბისაღმნერელი ამბობს: იესოს სახელით დასცხე მტერს, მასზე ძლიერი იარაღი არც ცაში და არც ქვეყანაზე არ იპოვება.
როცა ასეთი შრომით გონება გადაიღლება, უფლის სახელის ხშირი მოწოდებით და მას თანაუგრძნობს გული და სხეული, მაშინ ადექი და იგალობე ან წმიდა წერილი იკითხე და მის შესახებ იფიქრე, სიკვდილი გაიხსენე ან ხელსაქმე აკეთე და სხვ.
როდესაც ლოცვის ამ საქმეს მოჰკიდებ ხელს, მაშინ შენთვის მისაღებია იკითხო ისეთი წიგნები სადაც გადმოცემულია სწავლება შინაგანი ლოცვის შესახებ, კერძოდ იოანე კიბისაღმნერელი, ისააკ ასური, მაქსიმე აღმსარებელი, სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, ისიხი იერუსალიმელი, ფილოფეი სინაელი და სხვ. ხოლო სხვაგვარი წიგნები დროებით მიატოვე, იმიტომ კი არა, რომ ისინი ცუდებია, იმიტომ რომ შენ არ გცალია ასეთ ვითარებაში მათთვის. მათ შეუძლიათ გონება დააშორონ ლოცვას, ხოლო პირველნი იკითხე ცოტა, მაგრამ ყურადღებით.
არ მიატოვო გარეგნული ლოცვაც. არიან ისეთნი, ვისაც წესად აქვთ დიდი ლოცვითი კანონი, სხვები კი სრულიად ტოვებენ მას და გონებრივ ლოცვას ეძლევიან. შენ კი საშუალო ამოირჩიე, არ იტვირთო ბევრი, რათა არ გადაიღალო და არ მიატოვო, რომ არ მოეშვა. თუ ნახავ რომ შენში ლოცვა თავისთავად მოქმედებს და არ წყვეტს მოქმედებას შენს გულში, არ მიატოვო ის და გარეგნული ლოცვა არ დაინყო, თორემ ეს ემსგავსება იმას, რომ მიატოვო შენს შიგნით ღმერთი, გამოხვიდე გარეთ და იქედან გაიწვდინო ხელები მისკენ. მათ კი, რომელნიც ჯერ არ ფლობენ ასეთ ლოცვას, სჭირდებათ ბევრი გარეგნული ლოცვა, რაც შეიძლება ბევრი, რათა სხვაგვარი ლოცვებით გათბეს გული, დაიწყოს შინაგანი ლოცვა. ვინც უკვე იგემებს შინაგანი ლოცვის სიკეთეს, მან გარეგნულად ზომიერად ილოცოს და უმეტესად შინაგან ლოცვაში იყოს, როგორც მამები გვირჩევენ იმ შემთხვევაში, თუ შინაგანი ლოცვა შეგისუსტდება, საჭიროა გარეგნული ლოცვა, ან წმიდა მამების კითხვა. ნიჩბების მოხმარება ზედმეტია, თუ კი ქარი უბერავს, ისინი მაშინაა საჭირო, როცა ქარი ჩადგება.
ძლიერი იარაღი აქვს მას მტრების ნინააღმდეგ ვისაც ლოცვისას შემუსრვილი ცრემლები აქვს, რათა არ ჩავარდეს თავდაჯერებაში და მხიარულებაში, რომელიც ლოცვისაგან მოეცემა. ვისაც ცრემლს შერეული სიხარული აქვს, ის გაექცევა ყოველგვარ განსაცდელს. ნამდვილი უხიბლო შინაგანი ლოცვა არის ის, რომლის დროსაც იესოს ლოცვით წარმოქმნილი სითბო აღინთება ცეცხლად გულში და სწვავს ვნებებს. ის მხიარულებით და სიმშვიდით ანთებს გულს. ეს ერთი შეიყვარე და შეეცადე ეუფლო მას შენს გულში და არ გვქონდეს მეოცნებე გონება მისი იმედით არ გეშინოდეს არავისი, რამეთუ ვინც თქვა: „კადნიერ იყვენით, მე ვარ ნუ გეშინიათ“ - ის ჩვენთან არის.