სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის

წმიდა მამათა სულიერ საფასედან გამოკრებილი

(გაგრძელება - 2)

ნიკიფორე მონაზონი

ნიკიფორე მონაზონი თავის მოძღვრებას გულში შესვლის შესახებ, გადმოგვცემს ნაშრომში - სიფხიზლისა და გულის დაცვისათვის ("სათნომოყვარების“ მეორე ნანილი 36-43 გვ): თქვენ, რომელთაც მოისურვეთ მიიღოთ ზეციური ცეცხლი თქვენს გულში და გამოცდილებით შეიმეცნოთ თქვენს შიგნით არსებული ცათა სასსუფეველი, მოდით და მე გასწავლით ზეციური ცხოვრების მეცნიერებას, ანუ უფრო სწორად ხელოვნებას, რომელსაც შრომის და ოფლის გარეშე შეჰყავს უვნებლობის სამყაროში მისი მოქმედი. დაცემით გამოვედით ამ სამყაროდან, დავბრუნდეთ ახლა უკან და ზურგი შევაქციოთ ყოველივე გარეგნულს. ღმერთთან დაახლოება და შერიგება შეუძლებელია ჩვენთვის, თუ პირველად ჩვენს თავში არ შევედით. მხოლოდ შინაგანი ცხოვრება არის ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება, ამას ამტკიცებენ ყველა მამები.

ძმამ ასე ჰკითხა მამა აგათონს: რა უფრო მნიშვნელოვანია ხორციელი შრომა თუ გულის დაცვა? ბერმა უპასუხა: ადამიანი წააგავს ხეს, ხორციელი შრომა ფოთლებია, ხოლო გულის დაცვა - ნაყოფი. წმ წერილიც ამბობს: „ყველა ხე რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოისხამს მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა“. ასე რომ ნათელია, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ნაყოფზე, ე.ი. გულის დაცვაზე, მაგრამ ჩენთვის ფოთლოვანი საფარველიც საჭიროა ე.ი. ხორციელი შრომა. წმ იოანე კლემაქსი ამბობს: მოიხურე შენი სენაკის კარები, დახურე სხეულის კარიც - ბაგეები ენის დასაცავად და შინაგანი კარები ბოროტი სულებისაგან. სიმაღლეზე მჯდომმა (მდგომარეობა როცა ყურადღება გულზეა გამახვილებული) უყურე საიდან, რა რაოდენობით მოდიან ქურდები შენს ვენახში, რათა შემოსვლით გაგვძარცვონ მტევნებისაგან. შეჭირვებული მჭვრეტელი დგება სალოცავად, შემდეგ ისევ ჯდება და ხელს მიჰყოფს იგივე საქმეს (ე.ი. გულზე ყურადღებასა და ლოცვას).

წმ. მაკარი დიდი ამბობს: მოღვაწის მთავარი საქმე არის გულში შესვლის შემდეგ ბრძოლის გამართვა ეშმაკებთან, ებრძოლოს მათგან მომავალ აზრებს და ევედროს ღმერთს შეწევნისათვის. წმ ისააკ ასური წერს: შეეცადე შეხვიდე შენს შინაგან საუნჯეში, რათა იხილო ცათა საუნჯე. ცათა სასუფეველში ასასვლელი კიბე შენშია დამალული. ასე რომ დააღწიე თავი ცოდვებს და შეიკრიბე შენს გულში. იქ მოიპოვებ შენს საფეხურებს, რომლის მეშვეობითაც ახვალ სიმაღლეზე.

ასეთია კარპაფის გამონათქვამი: დიდი გმირობა და შრომაა საჭირო ლოცვაში, რომ მივაღწიოთ აზრების სინმინდეს - ეს მეორე ზეცაა სადაც ქრისტე ცხოვრობს, როგორც მოციქული ამბობს: არა უწყითა, რამეთუ ქრისტე თქვენშია?

აი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვა: მას შემდეგ, რაც ადამიანი განიდევნა სამოთხიდან და განეშორა ღმერთს, სატანამ თავის მსახურებთან ერთად მიიღო ძალაუფლება დღე და ღამე აწვალოს ადამიანის გონება. გონების დაცვა მათგან შეუძლებელია მარადის ღვთის ხსოვნის გარეშე, ამას შეუძლია დაიჭიროს ადამიანის მოხეტიალე გონებრივი ძალა.

ასე ასწავლის ყველა წმიდა მამა. ეს დიდებული საქმე თითქმის ყველამ ერთმანეთისაგან ისწავლა. იშვიათად თუ ვინმემ მიიღო პირდაპირ ღვთისაგან, სითბო მათი სარწმუნოებისათვის. ასე რომ საჭიროა ვეძებოთ მოძღვარი ამ საქმის მცოდნე. თუკი მოძღვარი არ არის, მაშინ ღმერთს მოუწოდე დასახმარებლად და სიმდაბლითა და ცრემლებით გააკეთე ის რასაც ეხლა გეტყვი.

ცნობილია, რომ სუნთქვა, ფილტვების გავლით მიდის გულში. დაჯექი, მოიკრიბე გონება და ჩაიყვანე სუნთქვის გზით გულამდე და დააკავე იქ. არ მისცე საშუალება იქედან გამოსვლისა. იქ ყოფნისას უსაქმოდ ნუ გააჩერებ, არამედ ეცადე, რათა წარმოსთქვას წმიდა სიტყვები: უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე! და იმეოროს ეს დღე და ღამე, სანამ მიეჩვევა ამ შიგნით ყოფნას აღნიშნული ლოცვით და უყურე, რომ შენი გონება მალე არ გამოვიდეს იქედან. რამეთუ თავიდან ის ძალიან შეწუხებული იქნება ასეთი დატყვევებით, სამაგიეროდ როცა მიეჩვევა, მისთვის იქ ყოფნა იქნება სასიხარულო და სამუდამოდ მოისურვებს იქ დარჩენას. როგორც ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნიდან საკუთარ სახლში დაბრუნდა, თავის თავი აღარ ახსოვს სიხარულისაგან ცოლისა და ბავშვების მხედველს, ასევე გონება როდესაც შეერთდება გულთან, აღივსება გამოუთქმელი სიხარულით.

თუ შენ მოახერხებ შეხვიდე გულში ამ გზით, რომელიც გასწავლე, მადლი შესწირე ღმერთს და მუდამ იყავი დაკავებული ამ საქმით, ის გასწავლის შენ ისეთ რამეს, რაზედაც არ გიფიქრია. ხოლო თუკი ბევრი შრომის შემდეგადაც ვერ მოახერხებ შესვლას გულის სიღრმეში ამ ხერხით, რომელიც მე შენ გიჩვენე, მაშინ გააკეთე რასაც მე კიდევ გეტყვი და ღვთის შეწევნით იპოვი იმას, რასაც ეძებ. ცნობილია, რომ ადამიანის სიტყვიერება (შინაგანი სიტყვა, სიტყვა რომლითაც ის თავის თავს ელაპარაკება) იმყოფება შუა ტვინში, რამეთუ იქ ტვინის შუაში, როცა ბაგეები დადუმებულია ვსაუბრობთ ჩეენ ჩვენს თავთან. აი ამ სიტყვით შეეცადე წარმოთქვა: უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე! და შეწყვიტე ყოველი სხვაგვარი საუბარი და მხოლოდ ეს იღაღადე შენს გონებაში. იყავი მომთმენი, ამ საქმიანობით გაგეხსნება გზა გულისაკენ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, როგორც მამების გამოცდილებიდან ვიცით. ასეთ სასურველ, მხიარულ და გულისმიერ ყურადღებაში მოვა შენთან ყველა სათნოებანი. სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მოთმინება, სიმდაბლე და სხვ.

ეგნატე და კალისტე

მონაზვნები კალისტე და ეგნატე ქსანტოპულები გამოთქვამენ თავის სწავლებებს შინაგან ლოცვაზე მთელ ას თავში რომლებიც "სათნოთმოყვარეობაშია“ მოთავსებული (2 ნა2 56-131 გვ.). აი მათგან ამოკრებილი და ჩვენთვის საჭირო:

ღმერთში ცხოვრებისათვის საჭიროა მოშურნეობა და გულისხმიერი ლტოლვა ქრისტეს მცნებების შესასრულებლად, ბოლოს კი სრულად გამოჩინება იმისა, რაც ჩვენშია დამარხული, ღვთაებრივი ნათლობით მომადლებული. ანუ რაც ნიშნავს: განვიმოსოთ ძველი კაცი თავისი ვნებებით და შევიმოსოთ ახალი, სულიერი ე. ი. უფალი იესო ქრისტე. როგორც ამბობს ღვთაებრივი პავლე: „შვილნო ჩემნო, რომელთათვის კვალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქვენს შორის“. როცა ჩვენ ვინათლებით, ამბობს ნმ. იოანე ოქროპირი, მაშინ ჩვენი სული როგორც მზე ბრწყინავს, რადგან სულიწმიდით იწმიდება, როგორც სუფთა ვერცხლი, რომელიც მზის სხივებზე ასხივებს, მაგრამ სინამდვილეში ის ბრწყინავს მზის სხივებით. ასევე სული რომელიც ნათლისღებით განიწმინდება, ღებულობს სხივებს (სულინმიდისაგან) და თვით შინაგანად ხდება დიდებული, მაგრამ ვაი რომ ეს დიდება რომელიც ასეთი გამოუთქმელია და საშინელი, მხოლოდ ერთი ან ორი დღე იმყოფება ჩვენთან, შემდეგ კი ვაქრობთ მას ამქვეყნიური ცხოვრებისეული ვნებებისა და აზრების ბურუსით. ღვთაებრივი განბანვით ჩვენ ვღებულობთ სრულ ღვთაებრივ მადლს, თუკი ამის შემდეგ დავფარავთ მათ ამქვეყნიური ვნებებითა და ზრუნვით, ჩვენ ამის შემდვგ კიდევ შეგვიძლია განვწმინდოთ ის სანანულითა და ღვთის მცნებების შესრულებით, და ვუყუროთ მის თავდაპირველ ნათელს. ეს მიიღწევა სარწმუნოებითა და ქრისტიანული ცხოვრების დიდი სურვილით, იესო ქრისტეს კურთხევით. წმ მარკოზი ამბობს: ქრისტემ, ჭეშმარიტბა და სრულმა ღმერთმა, ასევე სრულად მომადლა მონათლულებს სულიწმინდის მადლი, რომელიც ჩვენი მხრიდან არავითარ დამატებას არ მოითხოვს; ხოლო ის გვეხსნება და ნათლად წარმოგვიდგება იმის მიხედვით, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ მცნებებს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ქრისტეს სრულ ასაკს.

თუკი ვიცით, რომ ჩვენ გვიშველის უფლის მცნებებით ცხოვრება, რომელიც შემდეგ ნაყოფს გამოიღებს, განგვიახელებს ნათლობით მიღებულ სულიწმიდის მადლს, რომელიც ჩვენში არის, მაგრამ დაფლულია ვნებებით და კვლავ გაიხსნება ღვთის მცნებების შესრულებით, მაშინ საჭიროა, რომ დიდი მოშურნეობით შევუდგეთ ამ საქმეს (მცნებების შესრულებას), რათა განვიწმიდოთ სულიწმიდის მიერ მოცემული მადლი უფალი იესო ქრისტეს სახელის ხშირი მოწოდებით, რათა გულმა გადაყლაპოს უფალი და უფალმა გული და რათა ეს ორი ერთად იქცეს. და კიდევ: არ განაშოროთ ღვთისგან გული, არამედ ყოველთვის გქონდეთ მასში მისი ხსოვნა. სანამ უფლის სახელი დაიმკვიდრებდეს გულში, სხვაზე არაფერზე იფიქროთ გარდა იმისა, რომ იყოთ დაკავებული ქრისტესთან ურთიერთობით. წმ. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: დაე იესოს ხსოვნა შეერთდეს შენს სუნთქვასთან. ხოლო წმ. ისიხი წერს: თუკი გინდა შეარცხვინო უცხო აზრები, მოუკლებლად იფხიზლე გულით, დაე უფალი იესოს ლოცვა მიეკრას შენს სუნთქვას და რამდენიმე ხანში დაინახავ, რომ რაც გსურდა შეგისრულდება. როდესაც მივაჩვევთ გონებას სუნთქვასთან ერთად გულში ჩასვლას შევნიშნავთ, რომ ის შესვლისას რჩება მარტო და მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს ხსოვნა და მოწოდება აქვს. ხოლო იქიდან გამოსვლისას კი პირიქით, მიედ-მოედება სხვადასხვა აზრებსა და ხსოვნებს. ამ გონებით უბრალოების და მარტოობის შესანარჩუნებლად გადმოგვცეს გამოცდილმა მამებმა, რომ ვინც მოინდომა ისწავლოს გონებით გულში სიფხიზლე, უნდა იჯდეს მყუდრო და ბნელ ადგილზე განსაკუთრებით სწავლის დასაწყისში, რამეთუ გარშემო მყოფ საგნებს შეუძლიათ გაგიფანტონ გონება. როცა სიმყუდროვე და სიბნელე დაჰფარავს ჩვენგან ყოველგვარ გარეშეს, აზრი თავს ანებებს მათ და ცდილობს, შეიკრიბოს თავის თავში, როგორც ამბობს ბასილი დიდი: გონება, რომელიც არ მიილტვის ამქვეყნიური გრძნობებისაკენ, იგი თავის თავში ჩაბრუნდება.

ამ გმირობის (მოღვაწეობის) მთავარი არსი არის სუფთად, გულისმიერად გამოთქმა იესო ქრისტეს სახელისა. გულში სუნთქვის გზით შესვლა და ბნელ ადგილზე ჯდომა და სხვა ასეთები მოგონილია წმიდა მამებისაგან, რათა უფრო ადვილი გამხდარიყო გონების მოკრება და მისი ჩვენს შიგნით მიმართვა. ყურადღებითა და გონების შემოკრების მცდელობით ჩვენ ვსწავლობთ სუფთად გონებით გულში ლოცვას.

უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ეს ხერხი სხეულის მდგომარეობაზე შედგენილია თავისებური წესებით და ითვლება საჭიროდ, სანამ არ ვისწავლით სუფთა ლოცვას გულში როცა ღვთის მადლითა და წყალობით მიაღწევ ამას, მაშინ დასტოვებ მრავალ და სხვადასხვა საქმეებს და იქნები შეერთებული ღმერთთან მუდმივი და სუფთა გულისმიერი ლოცვით და აღარ იქნება საჭირო ის წესები.

თუ გინდა, რომ საქმით გამოსცადო ცხოვრება ქრისტეში, იჩქარე მიაღწიო გულში სუფთა გონებით ლოცვას, რამეთუ ამ სახით მიაღწევ შენ ჭაბუკის ასაკიდან „მამაკაცად სრულად საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა“. არ დაგავიწყდეს, რომ როცა გამოჩნდება სურვილი სუფთა ლოცვისა, არავითარ შემთხვევაში არ შებღალო ის შენი ლოცვის მიერი სიტყვებით, როგორც გვასწავლის ფილიმონი: ღამე იქნება თუ დღე, როცა უფალი მოგმადლის სუფთა ლოცვას, მიატოვე მაშინ ყოველგვარი ლოცვის წესები და შეეცადე რაც ძალა გაქვს მიეკრა უფალს და ის განანათლებს შენს გულს სულიერი საქმეებით.

როცა მიაღწევ გულში უწყვეტ ლოცვას, მაშინ როგორც ამბობს ისააკ ასური, მიაღწიე შენ ყოველგვარი სათნოებების დასასრულს და გახდი სულიწმიდის ჭურჭელი, მაშინ აღარ დაცხრება ლოცვა, ზიხარ და დადიხარ, ჭამ და სვამ ან სხვა რამეს აკეთებ, ღრმა ძილშიც კი გულიდან ძალდაუტანებლად ამოდის ლოცვა, კიდეც რომ შეჩერდეს ძილში, სიღრმეში მაინც იმოქმედებს და არ შეწყდება.

ისიხი, იერუსალიმელი პრესვიტერი

1. ყურადღება არის გულის მუდმიგი სიწყნარე, თავისუფალი ყოველგვარი აზროვნებისაგან, რომლის დროს ის არის შეერთებული იესოსთან, ღვთის ძესთან და შეუწყვეტლად მისით სუნთქავს, მისით იგერიებს მტრებს და აღუარებს ცოდვებს მას, ვისაც მისი მოტევების ძალაუფლება აქვს.

2. სიფხიზლე არის გონების გულის კარებთან მტკიცე დგომა ისე, რომ ხედავდეს როგორ მოდიან უცხო აზრები, როგორც ქურდები, ესმის როგორ ლაპარაკობენ ისინი და რას აკეთებენ ეს მახრჩობელა დემონები, როგორ გამოსახავენ სხეულებს, რათა გონება გაიტყუონ ოცნებებში. თუკი შევეცდებით ასეთ სიფხიზლეში ყოფნას, ვისწავლით გონების დაცვის ხელოვნებას.

3. ასეთია სიფხიზლის სახეები: პირველი არის თვალყურის დევნება ოცნებებზე და ყოველგვარ შემოთავაზებულზე. მეორე - გვქონდეს გული მდუმარე, ყოველგვარი აზრისაგან თავისუფალი და ლოცულობდეს. მესამე - გამუდმებით ვუხმობდეთ უფალ იესო ქრისტეს სიმდაბლით. მეოთხე - გვქონდეს გულში სიკვდილის მუდმივი ხსოვნა. მეხუთე და ყველაზე მოქმედი - ვუყუროთ მხოლოდ ზეციურს და არა ამქვეყნიურს.

4. ადამიანი, რომელმაც შეაღწია თავის შინაგან არსებაში, სამგვარ საქმეს უნდა აქცევდეს ყურადღებას: სიმდაბლეს, უკიდურეს ყურადღებას, უცხო ფიქრებზე წინააღმდეგომას და ლოცვას. სიმდაბლეს იმიტომ, რომ ჩვენ წინააღმდგომად გვყავს ამპარტავანი სულები. ყოველთვის გვქონდეს გულში ქრისტესადმი სასოება, რამეთუ უფალს არ უყვარს ამპარტავანნი. ყურადღებას იმიტომ, რომ გული მუდამ თავისუფალი გვქონდეს ყოველგვარი უცხო აზრისაგან, თუნდაც კეთილად გვეჩვენებოდეს ის. წინააღდგომა იმიტომ, რომ როგორც კი გონება განჭვრეტს, თუ ვინ არიან მოსულნი, მაშინვე ზიზღით დაუპირისპირდეს მათ, როგორც ნათქვამია „და მიუგო მაყვედრებელთა ჩემთა სიტყვა, რამეთუ მე სიტყვასა შენსა ვესავ“. ლოცვა იმიტომ რომ წინააღდგომის შემდეგ გულის სიღრმიდან შევღაღადოთ ქრისტეს საშველად და მაშინ თვით დავინახაეთ როგორ გაიფანტება მტერი სათაყვანებელი იესოს სახელით, თავისი ოცნებებით როგორც მტვერი ქარისაგან, და როგორც ბოლი გაქრება.

5. ვისაც არა აქვს აზრებისაგან სუფთა ლოცვა, მას არა აქვს იარაღი თავდასაცავად. ლოცვას ვამბობ ისეთს, რომელიც შეუწყვეტლად მოქმედებს ჩვენს სულიერ საგანძურში და უფლის სახელის მოწოდებით ანადგურებს და ფანტავს მტერს.

6. საჭიროა რათა გამჭოლი დაძაბული მზერით იხედებოდე შენს შინაგან სამყაროში, რათა იცნო შემომავალნი. როგორც კი მიხვდები, მაშინვე წინააღმდგომით შემუსრე გველის თავი. და მთელი სულთქმით შეჰღაღადე უფალს. მაშინ ისწავლი, როგორ მეიძლება მივიღოთ შეწევნა უფლისაგან.

7. თუკი ბრძნული სიმდაბლით, სიკვდილის ხსოვნით, თვითგვემით, აზრებზე წინააღდგომით და იესო ქრისტეს სახელის მოწოდებით იმყოფები შენს გულში და ასე შეიარაღებული ყოველთვის დადიხარ გონიერების გზაზე - ვიწროზე, მაგრამ მხიარულსა და ტკბილზე, მაშინ შეხვალ წმიდათა-წმიდათაში და განათლდები ქრისტეს ღრმა საიდუმლოებებით „რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი“. იესო ქრისტეში მიხვდები, რომ შენს სულში სულიწმიდა შემოვიდა, რომელიც განანათლებს ადამიანს, რათა სახეგახსნილმა უყურო ღვთის დიდებას.

8. ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქა. არ შეგვიწყდება ჩვენ გულისხმიერი ყურადღება, სიფხიზლე, აზრებზე წინააღდგომა და ლოცვა იესო ქრისტეს მიმართ, რადგან უკეთესი შეწევნა, ვიდრე იმისა, რომელიც იესოსაგან არის, არ შეიძლება ინახოს სადმე იმიტომ, რომ მხოლოდ ის არის უფალი და როგორც ღმერთმა, მან იცის დემონების ხრიკები.

9. როგორც მარილისაგან გემრიელია პური და ყოველი საჭმელი და ის იცავს ხორცს გახრწნისაგან და იმარხავს დიდხანს, ასევე წარმოისახე გონების დაცვა და შინაგანი საქმე, რამეთუ ის ღვთაებრივად ატკბობს ადამიანის შინაგან და გარეგან არსებას, განდევნის ბოროტ აზრებს და გვინარჩუნებს ჩვენ სიკეთეში ყოფნას.

10. როგორი სიფხიზლითაც დაიცავ გონებას, ისეთი თბილი სურვილით ილოცებ იესოზე, და როგორ მოუფრთხილებლადაც იცავ გონებას, იმდენად განეშორები იესოსაგან. ე.ი. პირველი კარგად განწმენდს გონებას, ხოლო უკანასკნელი პირიქით. ე.ი. სიფხიზლისაგან გადახვევა და იესოს სახელის მოწოდების დავიწყება ყოველთვის სრულად აბინძურებს მას.

11 . შეუწყვეტელ და თბილ სიტკბოთი და სიხარულით სავსე იესოს ლოცვას მოჰყვება გულის სივრცის ავსება მხიარული სიწყნარით, მისი მთლიანად განწმენდელი არის უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა და თავად ღმერთი, ყოველივე კეთილის მოქმედი, რამეთუ თვით მან თქვა: „მე ვარ უფალი ყოვლის შემოქმედი“.

12. იესო ქრისტეს მარადიული ხსოვნა და მასზე ლოცვა ჰბადებს რაღაც ღვთაებრივ მდგომარეობას, თუ მუდამ გვექნება გონებაში მასზე ვედრება შეუწყვეტელი სიფხიზლით, როგორც აუცილებელი საქმე. და მართლაც მხოლოდ ერთი და ერთგვარი საქმე უნდა შევასრულოდ ყოველთვის, რაც არის უფალი იესო ქრისტეს სახელის მოწოდება. მხურვალე გულით შევღაღადოთ მას და შეგვეწევა ჩვენ, რათა ვიგემოთ მისი სახელი. რამეთუ ხშირი ვარჯიშის მიერი გამოცდილება მტკიცეა როგორც ბუნებრივი. ასეთ მდგომარეობას მიღწეული გონება უკვე თავად ეძებს თავის მტრებს, როგორც მონადირე ძაღლი კურდღელს ბუჩქებში, მაგრამ ის ეძებს იმისთვის, რათა შეჭამოს, ხოლო პირველი რათა განდევნოს და გაანადგუროს.

13. გამოცდილი დავითი ეუბნგრა უფალს: „ღმერთი ჩემი, მწე ჩემდა არს, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო“. ასევე ღვთის წყალობაზეა დამოკიდებული ჩვენს გულში გონებრივი სიმყუდროვის ფლობა, რომელიც ჰბადებს ყველა სათნოებებს. არ უნდა მივეცეთ ძილს ჩვენი თავის დასაღუპავად, რამეთუ დავიწყება არღვევს სიმყუდროვეს, როგორც წყალი აქრობს ცეცხლს. არამედ იესოს სახელით უნდა ვსცემდეთ მტერს, დაე ეს ტკბილი სახელი მაეკროს შენს სუნთქვას და მაშინ გაიგებ სიმყუდროვის სიკეთეს.

14. როცა ჩვენ შიშითა და ძრწოლით ვემზადებით ქრისტეს საიდუმლოებებთან ზიარებისათვის, მაშინ მეტი გვმართებს სიფხიზლე და გონების დაცვა მკაცრი ყურადღებით და მაშინ ეს ღვთაებრივი ცეცხლი ე.ი. უფალი იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გაანადგურებს ჩვენს ცოდვებს, დიდსა თუ პატარა ვნებათაღელვებს, რამეთუ ჩვენმი შემოსვლისას ის მაშინვე განდევნის ჩვენი გულისაგან საძაგელ ბოროტ სულებს და მოგვიტევებს ჩვენ ძველ ცოდვებს, გონება მაშინ რჩება თავისუფალი და წყნარი მზაკვარი აზრებისაგან. თუკი ამის შემდეგ გულის კარებთას დგომით დაიცავ შენს გონებას მაშინ, როდესაც ისევ მოინდომებ შენ წმიდა საიდუმლოებებთან ზიარებას, ღვთაებრივი სხეული უფრო და უფრო განანათლებს გონებას და განაბრწყინებს.

15. უნდა ვისწრაფოდეთ ყველაფერი ძვირფასის შესანარჩუნებლად, ხოლო ყველაზე ძვირფასი ჭეშმარიტად არის ის, რაც ჩვენ გვიცავს ბოროტისაგან, როგორც გრძნობის მიერ, ასევე აზრობრივად. ასეთი არის გონების დაცვა იესო ქრისტეს ლოცვით, ყოველთვის ვიცქირებოდეთ გულის სიღრმეში და მარად მშვიდი გონება გვქონდეს, რათა მომხიბლავი აზრებისაგან დავიცვათ თავი, მასთან ერთად ქურდი რომ არ შემოგვეპაროს.

16. როგორც წვიმის წინ ელვა სერავს ცას, ასევე იესო ქრისტეს სახელი უნდა მოძრაობდეს ჩეენს გულში. ეს კარგად უწყიან მათ, ვისაც აქვს შინაგანი ბრძოლის გამოცდილება. ეს შინაგანი ბრძოლა უნდა წარვმართოთ ისე, როგორც ამას აკეთებენ ჩვეულებრივი მებრძოლები. პირველი საქმეა ყურადღება, შემდეგ როდესაც შევნიშნავთ რომ მოგვიახლოვდა მტრული აზრი, მაშინ ზიზღით შევამთხვევთ მას წყევლის სიტყვას გულიდან, შემდეგ საჭიროა ლოცვა მის წინააღმდეგ იესო ქრისტესადმი გულის მიმართვით, და განიბნევა მაშინვე დემონის ეს გამოვლინება, რომ გონება არ გამოეკიდოს მის ოცნებებს უკან, როგორც პატარა ბავშვი ხელოვანი თვალთმაქცისაგან მოხიბლული.

17. აი სიმყუდროვის ხილული ნაყოფი, ცოდვები რომლებიც გონებას აზრებით უკაკუნებენ, რათა თუკი მიიღებენ მათ გულში, ბოროტ ცოდვებად იქცნენ, ისინი მოიკვეთებიან სათნოებით რომელსაც სიფხიზლე ჰქვია, რომელიც ხელს უშლის ბოროტის ჩვენში შემოსვლას იესო ქრისტეს სახელითა და შეწევნით.

18. როგორც ვრცელი პურის ყანა იძლევა ბარაქიან მოსავალს, ასევე იესოს ლოცვა გამოიღებს გულში ყოველგვარი სიკეთის ნაკოფს, ანუ უფრო სწორედ თვით უფალი მოგვცემს მას, რომლის გარეშე ჩვენ არაფერი შეგვიძლია. თავიდან ეს მოგვეჩვენება კიბედ შემდეგ კი წიგნად, რომელსაც კითხულობ და უფრო და უფრო დაინახავ ზეციურ იერუსალიმს, ქალაქად უფლისა ძალთასა, თანა მამით და ყოვლადწიდა სულითურთ.

19. სულს, რომელიც ზეციურ კარიბჭესთან აღფრინდა, იქაც არ შერცხვება თავისი მტრებისაგან თუ ქრისტეზე ექნება სასოება, რამდენიც არ უნდა იბღავლონ მხეცებივით მათ. იმიტომ, რომ სიკვდილის დღემდე არ სცხრებოდა დღე და ღამე უფალი იესო ქრისტეს სახელის მოწოდებისაგან და ისიც შეწევნას მალე მომადლებს ღვთაებრივი აღთქმის მსგავსად, რომელიც თქვა უსამართლო მოსამართლეზე: „ჰე გეუბნებით, შურს იძიებს მათთვის მალე“ ამქვეყნიურ ცხოვრებაში და მის შემდეგაც.

20. თუკი დაიწყე გონებრივი ყურადღებით ცხოვრება, სიფხიზლეს შეუთავსე სიმდაბლე და ლოცვა, მაშინ კეთილად ივლი გონებრივი გზით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როგორც სინათლის შუქზე. როგორც კი მარტო ერთზე, ყურადღებაზე, ან სიფხიზლეზე დაეყრდნობი, მაშინვე იგემებ მტრებისაგან დარტყმას და დაგიწყებენ ისინი ყველაფრისაგან განძარცვას და უფრო და უფრო გაეხვევი ბოროტი სურვილების ბადეში. ან სრულ მარადიულ წყევლას დაიმკვიდრებს ის, თუ არ ექნება ყოველისმემძლე ხმალი, რომელიც არის იესო ქრისტეს სახელი. რამეთუ მხოლოდ ის წმიდა ხმალი, მუდამ მბრუნავი, არის შემძლებელი გაანადგუროს და შეჭამოს ყოველივე გულში წარმოსახული, როგორც ცეცხლი ჭამს თივას.

21. უნყვეტი სიფხიზლით მოღვაწეობა სულისათვის სასარგერლოა და ნაყოფიერი, როცა ის ადევნებს თვალყურს წარმოსახულ ოცნებებსა და აზრებს. წინააღდგომა ამხილებს და განაშიშვლებს ყოველ აზრს, რომელიც გონების წიაღში შესვლას შეეცდება რაიმე მგრძნობიარე სახის მიღებით. ასევე მაშინვე აქრობს და განაბნევს მონინააღმდეგის ყოველგვარ კერპს და ყოველგვარი ბოროტების სვეტს უფლის სახელის მოწოდება. და ჩვენ ვხედავთ როგორ მარჯვედ ანადგურებს მათ ჩვენს გონებაში იესო ქრისტე, ჩვენი დიდი მეუფე და როგორ გვიცავს ჩვენ მდაბალთ, უსუსურთ და ყოვლად უხმართ.

22. როგორც გემი ვერ გაცურავს წყლის გარეშე, ასევე შეუძლებელია გონების დაცვა სიფხიზლისა და სიმდაბლის, მარად უფლის სახელის ხსენების გარეშე.

23. განუწყვეტელი გონებრივი ლოცვის შედეგად ჩვენში სივრცე იწმიდება მღვრიე ღრუბლებისაგან და ბოროტ სულთა ქარებისაგან. ხოლო როცა გულის სივრცე სუფთაა, მაშინ არაფერი უშლის, რომ მასში იესოს ღვთაებრივმა შუქმა იბრწყინოს. ეს კი მაშინ ხდება, როცა ჩვენ არ ავმაღლდებით ზვაობით და ეჭვით, რითაც ვერ მივუახლოვდებით მიზანს და იესოს შეწევნასაც ვერ ვიგრძნობთ, რადგან ქრისტეს ასეთები სძულს. ამიტომ უნდა ვიყოთ მდაბალნი.

24. როგორც ჰაერში ვერ გამოვწერთ ასოებს, არამედ საჭიროა მყარი სხეული, რათა მალე არ წაიშალოს სიტყვები, ასევე უკიდურესი სიფხიზლით უნდა შევასრულოთ იესოს ლოცვა, რათა სიფხიზლე, ეს მშვენიერი სათნოება, უფალთან იყოს შეერთებული ჩვენში და მისით წარუშლელად აღიბეჭდოს ჩვენში საუკუნოდ.

25. გონების დაცვა ღვთის შეწევნით და მხოლოდ ღვთისათვის მოქმედი, მოჰგვრის გონებას სიბრძნეს ღმერთში გმირობების ჩასადენად, ასევე ის შეეწევა განსჯას, რათა უკეთესად მოაწყოს სიტყვა და საქმე.

26. ნამდვილად ნეტარია ის, ვინც გონებით მიეკრო იესოს ლოცვას თავის გულში, შეუწყვეტელი ღაღადებით მის მიმართ, როგორც ჰაერი ეკრობა სხეულს ან ალი სანთელს. მიწის ზემოთ მზე წარმოქმნის დღეს, ხოლო სულში იესო ქრისტეს ელვარე ნათელი (სახელი) ჰბადებს ურიცხვ მჭვრეტელ აზრებს.

27. როცა ღრუბლები იფანტება, სივრცე სუფთა მოჩანს; ხოლო როცა სიმართლის მზით იესო ქრისტეთი გაიფანტება ვნებიანი ოცნებები, მაშინ გულში იბადება შუქმჭვრეტი და ვარსკვლავთმჭვრეტი აზრები და ეს იმიტომ, რომ იესო ქრისტემ გაანათა გულის სივრცე.

გაგრძელება...