ძალიან გთხოვთ ყველას, ძვირფასსა და მახლობელს, მტკიცედ იდექით მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სარწმუნოებაზედ და სიკვდილამდე სახარების მცნბათა აღსრულებით, ხშირი (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) აღსარებითა და ზიარებით, ყოველივე იღონეთ თქვენი სულიების ცხონებისათვის. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, თვით ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ყოფნისას და სასტიკი დევნის დროს, ნუგეშს ვპოულობდი უფალ იესო ქრისტს რწმენასა და ლოცვაში.
გთხოვთ, გებრალებოდეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი, შეეწიეთ ურთიერთას მატერიალური და სულიერი შეჭირვების ჟამს. სადაც მშვიდობა და სიყვარულია, იქ ღმერთია, იქ სიხარული და ცხონებაა, ხოლო მტრობა და შური ეშმაკისგანაა.
იზრუნეთ ცხონებისთვის.
იღუმენი ნიკონი
13 აგვისტო 1963 წელი.