1 |
პავლე, ღვთის ნებით ხმობილი მოციქული იესო ქრისტესი, და სოსთენე, ძმა, - |
1 |
პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და სოსთენე ძმაჲ, |
2 |
ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, ქრისტე იესოს
მიერ გაწმენდილთ და ხმობილ წმიდათ, ყველასთან ერთად, ვინც ყველგან, მათთან
თუ ჩვენთან, მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს: |
2 |
ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა,
განწმედილთა ქრისტე იესუჲს მიერ, ჩინებულთა წმიდათა, ყოველთა თანა, რომელნი
ხადიან სახელსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, ყოველსა ადგილსა მათსა და
ჩუენსა: |
3 |
მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ
იესო ქრისტეს მიერ. |
3 |
მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა
და უფლისა იესუ ქრისტესა. |
4 |
მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის,
ქრისტე იესოში რომ მოგეცათ. |
4 |
ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს მადლსა მას ზედა
ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა ქრისტე იესუჲს მიერ. |
5 |
რადგანაც ყოვლითურთ გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით
და ცოდნით. |
5 |
რამეთუ ყოვლითა განჰმდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყჳთა
და ყოვლითა მეცნიერებითა, |
6 |
ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში. |
6 |
ვითარცა წამებაჲ იგი ქრისტესი განმტკიცნა თქუენ შორის, |
7 |
ასე რომ, არ გაკლიათ არავითარი ნიჭი, და მოელით ჩვენი
უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას, |
7 |
რაჲთა თქუენ არარაჲთ ნაკლულევან იყვნეთ არცა ერთითა
მადლითა და მოელოდით გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. |
8 |
ვინც განგამტკიცებთ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი
უფლის იესო ქრისტეს დღეს. |
8 |
რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე
უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. |
9 |
სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის
ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს. |
9 |
სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისასა იესუ
ქრისტეს უფლისა ჩუენისასა. |
10 |
მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი
გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი
გონებით და ერთი აზრით. |
10 |
ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე
იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი
მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა. |
11 |
რადგანაც ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა, ძმანო ჩემნო, რომ დავა ყოფილა თქვენს შორის. |
11 |
რამეთუ მეუწყა მე თქუენთჳს, ძმანო ჩემნო, ქლოველთა მათგან, ვითარმედ ჴდომა რაჲმე
არიან თქუენ შორის. |
12 |
იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე
კეფასი, მე კი ქრისტესიო. |
12 |
ხოლო ვიტყჳ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს, ვითარმედ: მე პავლესი ვარ,
ხოლო მე - აპოლოჲსი, ხოლო მე - კეფაჲსი, ხოლო მე - ქრისტესი. |
13 |
ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ
პავლეს სახელით? |
13 |
გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? ანუ პავლე ჯუარს-ეცუაა თქუენთჳს? ანუ სახელისა მიმართ
პავლესისა ნათელ-იღეთა? |
14 |
მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპუსისა
და გაიუსისა. |
14 |
ჰვმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ ვეც, გარნა კრისპოსს და გაიოსს, |
15 |
რათა ვერავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოვნათლე. |
15 |
რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: სახელითა ჩემითა ნათელ-ვეც. |
16 |
მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე. |
16 |
ხოლო ნათელ-ვეც სტეფანაჲსცა სახელსა, მერმე არა ვიცი, უკუეთუ ვისმე ნათელ-ვეც
სხუასა. |
17 |
რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა
სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი. |
17 |
რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა
სიტყჳთა, რაჲთა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი. |
18 |
ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა
ღვთისა. |
18 |
რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა
ამათთჳს ძალ ღმრთისა არს. |
19 |
რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას
უკუვაგდებ“. |
19 |
რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ
შეურაცხ-ვყო. |
20 |
სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ
აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური? |
20 |
სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ?
ანუ არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაჲ? |
21 |
რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა
ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი. |
21 |
რამეთუ ვინაჲთგან სიბრძნჲთა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა
ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ
მათ. |
22 |
ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს. |
22 |
ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ. |
23 |
ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის -
სიშლეგეს, |
23 |
ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ, და წარმართთა
სისულელე. |
24 |
ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, - ქრისტეს, ღვთის
ძალას და სიბრძნეს. |
24 |
ხოლო მათვე ჩინებულთა ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა
სიბრძნე. |
25 |
რადგანაც სიშლეგე ღვთისა კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, და უძლურება ღვთისა -
კაცთა ძლიერებაზე უფრო ძლიერი. |
25 |
რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს
კაცთა არს. |
26 |
დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი,
ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული. |
26 |
რამეთუ იხილეთ-ღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, ძმანო: არა მრავალნი ბრძენ არიანა
ჴორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიანა, არა მრავალნი აზნაურ არიანა? |
27 |
მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და
უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი. |
27 |
არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა და
უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა. |
28 |
უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს
არსნი, |
28 |
და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არა-არსნი იგი,
რაჲთა არსნი იგი განაქარვნეს; |
29 |
და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე. |
29 |
რაჲთა არა იქადოს ყოველმან ჴორციელმან წინაშე ღმრთისა. |
30 |
მისგან ხართ ქრისტე იესოში, რომელიც იქცა ჩვენთვის ღვთისმიერ სიბრძნედ, სიმართლედ,
განწმენდად და გამოსყიდვად. |
30 |
მისგან თქუენ ხართ ქრისტე იესუს მიერ, რომელი-იგი იქმნა ჩუენდა სიბრძნე ღმრთისა
მიერ, სიმართლე, სიწმიდე და გამოჴსნა, |
31 |
რათა, წერილისა არ იყოს: „ვინც იქადის, უფლით დაიქადოს“. |
31 |
რაჲთა, ვითარცა-იგი წერილ არს: რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის. |