1 |
მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ჩვენი მამები ერთობლივად ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ
გამოვლო ზღვა. |
1 |
არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე
იყვნეს და ყოველნი ზღუასა განჴდეს. |
2 |
ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში. |
2 |
და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღჳთა; |
3 |
და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს ჭამდნენ. |
3 |
და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს; |
4 |
და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ,
რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე
იყო ქრისტე. |
4 |
და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს; რამეთუ სუმიდეს
იგინი სულიერისა მისგან კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო
ქრისტე. |
5 |
თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც
უდაბნოში დაეცნენ. |
5 |
არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო-იყვნა ღმერთმან,
რამეთუ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა. |
6 |
ხოლო ეს ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა მათსავით არ
დავხარბდეთ ბოროტს. |
6 |
და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ
გულის მთქუმელ ბოროტისა, ვითარცა-იგი მათ გული უთქუმიდა. |
7 |
ნურც კერპთმსახურნი იქნებით, ზოგიერთი მათგანის მსგავსად;
როგორც წერია: „დასხდა ხალხი სასმელ-საჭმელად, და წამოდგა სათამაშოდ“. |
7 |
ნუცა კერპთმსახურ იქნებით, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე,
ვითარცა წერილ არს: დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად. |
8 |
ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა
ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი. |
8 |
ნუცა ვისიძავთ, ვითარცა-იგი ვიეთმე მათგანთა ისიძვეს და
დაეცნეს ერთსა შინა დღესა ოც და სამი ათასი. |
9 |
ნურც ქრისტეს გამოვცდით, როგორც გამოსცადა ზოგიერთმა
მათგანმა, და გველებისგან დაიღუპნენ. |
9 |
ნუცა განვსცდით უფალსა, ვითარცა-იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა მიერ
წარწყმდეს. |
10 |
ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის
მიერ. |
10 |
ნუცა ვდრტჳნავთ, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე დრტჳნვიდეს და წარწყმდეს მომსრველისა
მისგან. |
11 |
ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც
მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს. |
11 |
ესე ყოველნი სახენი შეემთხუეოდეს მათ; ხოლო დაიწერა სამოძღურებელად ჩუენდა, რომელთა
ზედა აღსასრული ჟამთაჲ მოიწია. |
12 |
ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს. |
12 |
ამიერითგან, რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს. |
13 |
სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა
ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება,
არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა. |
13 |
განსაცდელი თქუენ არა შეგემთხჳა, გარნა კაცობრივ; ხოლო სარწმუნო არს ღმერთი,
რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს
განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოდ დათმენად. |
14 |
ასე რომ, ჩემო საყვარელნო, ეკრძალეთ კერპთმსახურებას. |
14 |
აწ უკუე, საყუარელნო ჩემნო, ივლტოდეთ კერპთ-მსახურებისაგან. |
15 |
მოგმართავთ როგორც გონიერთ: თავად განსაჯეთ, რას ვამბობ. |
15 |
ვითარცა ბრძენთა გეტყჳ თქუენ: |
16 |
კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა?
ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა? |
16 |
სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელსა ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ
არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა? |
17 |
ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე
პურს ვეზიარებით. |
17 |
რამეთუ ერთ პურ და ერთ ჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან
პურისა მოგუაქუს. |
18 |
იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს
თანაზიარნი არ არიან? |
18 |
იხილეთ-ღა ისრაჱლი ჴორციელად: ანუ არა რომელნი-იგი ჭამენ შესაწირავთა მათ, ზიარ
საკურთხეველისა მის არიანა? |
19 |
მაინც რას ვამბობ? იმას, რომ კერპი რაღაცაა და კერპთათვის შენაწირიც რაღაცას
ნიშნავს? |
19 |
რასა უკუე ვიტყჳ ამას, ვითარმედ კერპი იგი რაჲ არს, ანუ ნაგები იგი რაჲ არს? |
20 |
არა, იმას რომ მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი, დემონებს სწირავენ და არა
ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ. |
20 |
არამედ, ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა;
ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებჲ. |
21 |
არ შეგიძლიათ სვათ სასმისი უფლისა და სასმისი დემონებისა; არ შეგიძლიათ ეზიაროთ
ტაბლას უფლისას და ტაბლას დემონებისას. |
21 |
ვერ ჴელ-გეწიფების სასუმელი უფლისაჲ სუმად და სასუმელი ეშმაკთაჲ; ვერ ჴელ-გეწიფების
ტაბლასა უფლისასა ზიარებაჲ და ტაბლასა ეშმაკთასა. |
22 |
ნუთუ შურს აღვუძრავთ უფალს? განა მასზე ძლიერნი ვართ? |
22 |
ანუ ვაშურებთ-მეა უფალსა? ნუუკუე უძლიერეს მისსა ვართ? |
23 |
ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი
ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს. |
23 |
ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა,
არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს. |
24 |
ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს. |
24 |
ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუსისასაცა თითოეული. |
25 |
ყველაფერი, რაც საყასბოში იყიდება, ჭამეთ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო. |
25 |
ყოველი, რომელი სამზარეულოს ისყიდებოდის, ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს. |
26 |
რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი. |
26 |
რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი. |
27 |
თუ რომელიმე ურწმუნო მიგიპატიჟებთ და თქვენც ინებებთ ეწვიოთ, ჭამეთ ყველაფერი,
რასაც შემოგთავაზებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო. |
27 |
ხოლო უკუეთუ ვინმე გხადის თქუენ ურწმუნოთაგანი, და გნებავს მისლვაჲ, ყოველივე
წინა-დაგებული თქუენი ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს. |
28 |
მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც
გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი. |
28 |
ხოლო უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ, ვითარმედ: ესე ნაკერპავი არს, - ნუ შჭამთ მის
მაუწყებელისათჳს და იჭჳსა, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი. |
29 |
ხოლო მე შენს სინიდისს კი არ ვგულისხმობ, არამედ სხვისას, ვინაიდან რად უნდა
განისაჯოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინიდისით? |
29 |
იჭუსა მას ვიტჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა. რამეთუ რაჲსათჳს
აზნაურებაჲ ჩემი განიკითხვის სხჳსა იჭჳსაგან? |
30 |
თუკი მადლიერებით ვჭამ, რაღად ვიგმობი იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ? |
30 |
უკუეთუ მე მადლობით ვჭამ, რაჲსათჳს ვიგმობვი, რომლისათჳს-იგი მე ვჰმადლობ? |
31 |
ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ. |
31 |
გინა თუ შჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოვესავე სადიდებლად
ღმრთისა იქმოდეთ. |
32 |
ნუ აცთუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას. |
32 |
დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა, |
33 |
ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა,
მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ. |
33 |
ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყოფვი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა
უმჯობჱსსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხონდენ. |