1 |
მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერ ხალხთან, არამედ
გელაპარაკებოდით როგორც ხორციელთ, ან როგორც ჩვილებს ქრისტეში. |
1 |
და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა
ჴორციელთა, ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ. |
2 |
რძით გზრდიდით და არა საჭმლით, ვინაიდან არც მაშინ
შეგეძლოთ მეტის ატანა და არც ახლა შეგიძლიათ. |
2 |
სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო,
არამედ არცაღა აწ გიძლავს, |
3 |
იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, ვინაიდან თუ
თქვენს შორის დღესაც შური და დავაა, განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ
იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან კაცნი? |
3 |
რამეთუ წუთღა ჴორციელვე ხართ. რამეთუ სადაღა თქუენ შორის
შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ
იქცევით? |
4 |
მართლაცდა, თუ ერთი ამბობს: მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე:
მე აპოლოსისო, განა ხორციელნი არა ხართ? |
4 |
რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ: მე პავლესი ვარ,
და სხუაჲ იტყოდის: მე აპოლოჲსი ვარ, არა ჴორციელვეღა ხართა? |
5 |
მაგრამ ან პავლე ვინ არის და ან აპოლოსი? მხოლოდ
მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ და თანაც იმდენად, რამდენადაც
უფალი შეეწია თვითეულ მათგანს. |
5 |
რამეთუ რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? არამედ
მსახურნი, რომელთაგან თქუენ გრწმენა, და კაცად-კაცადსა, ვითარცა უფალმან
მისცა. |
6 |
მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, გაზრდით კი უფალმა გაზარდა. |
6 |
მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა. |
7 |
ასე რომ, არც დამრგველია რამე და არც მომრწყველი, არამედ
- გამზრდელი ღმერთი. |
7 |
აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ
აღმაორძინებელი ღმერთი. |
8 |
დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თვითეული
თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს. |
8 |
ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან; და
კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა. |
9 |
ჩვენა ვართ ღვთის თანამოსაქმენი, თქვენ კი ღვთის
ნამუშაკევნი, ღვთის ნაშენნი ხართ. |
9 |
რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ. |
10 |
მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი
დავდე, სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ ყველამ უყუროს, როგორ აშენებს. |
10 |
მადლითა მით ღმთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან,
საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ-ძი
აშენებდეს. |
11 |
რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო
ქრისტე. |
11 |
რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი
დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე. |
12 |
ხოლო ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, პატიოსან თვლებს, შეშას,
თივას თუ ჩალას, - |
12 |
უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკთა
პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, |
13 |
თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით
მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს. |
13 |
კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ
ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ-რაჲ იყოს, ცეცხლმან
გამოცადოს. |
14 |
ვისი საქმეც გაუძლებს, მშენებელს საზღაური ელის. |
14 |
რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს. |
15 |
ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ თითქოს ცეცხლს
გადარჩენოდეს. |
15 |
რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა
ცეცხლისაგან. |
16 |
ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში? |
16 |
არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს
თქუენ შორის? |
17 |
ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა,
და ესა ხართ თქვენ. |
17 |
რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი
ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ. |
18 |
ნურავინ მოიტყუებს თავს; თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს,
რომ სიბრძნეს ეზიაროს. |
18 |
ნუვინ თავსა თჳსსა აცთუნებნ. უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თჳსი თქუენ შორის
ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაჲთა იყოს იგი ბრძენ. |
19 |
რადგანაც სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა ღვთის წინაშე, როგრრც წერია: „მათსავ
ცბიერებაში ატყვევებს ბრძენთ“. |
19 |
რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს:
რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა. |
20 |
და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ფუჭნი არიან ისინი“. |
20 |
და კუალად იტყჳს: უფალმან უწყნის ზრახვანი ბრძენთანი, რამეთუ არიან ამაო. |
21 |
მაშ, ნურავინ იქადის კაცთა შორის, რადგანაც ყველაფერი თქვენია: |
21 |
ვინაჲცა ნუვინ იქადინ კაცთაგანი, რამეთუ ყოველივე თქუენი არს: |
22 |
პავლე თუ აპოლოსი, კეფა თუ ქვეყანა, სიცოცხლე თუ სიკვდილი, აწმყო თუ მომავალი,
თქვენია ყოველი. |
22 |
გინა თუ პავლე, გინა თუ აპოლო, გინა თუ კეფა, გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხორებაჲ,
გინა თუ სიკუდილი, გინა თუ აწინდელი ჟამი, გინა თუ მერმე იგი ჟამი - ყოველივე
თქუენი არს. |
23 |
ხოლო თქვენ ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი - ღვთისა. |
23 |
ხოლო თქუენ - ქრისტესნი, ხოლო ქრისტე - ღმრთისაჲ. |