1 |
ამრიგად, ჩვენ უნდა შეგვრაცხოს კაცმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა
მნენი. |
1 |
ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა
ღმრთისათანი. |
2 |
მნეთაგან კი იმას მოითხოვენ, რომ თვითეული მათგანი სანდო
იყოს. |
2 |
ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა
სარწმუნო ვინმე იპოვოს. |
3 |
პირადად ჩემთვის სულერთია, თქვენ განმსჯით თუ კაცთა
მსჯავრნი. მე თვითონაც არ განვსჯი ჩემს თავს. |
3 |
ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო
გინა თუ კაცობრივისაგან დღისა; არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ. |
4 |
რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით
როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი. |
4 |
რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ
ამით განვმართლდები; ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს. |
5 |
ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს
რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ
თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ. |
5 |
ამისთჳს ნუ წინაწარ ჟამსა რას განიკითხავთ, ვიდრემდის
მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და
განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ
ღმრთისა მიერ. |
6 |
ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა
ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და
ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ. |
6 |
ხოლო ესე, ძმანო, სახედ დავდევ თავისა ჩემისა და აპოლოჲსა
თქუენთჳს, რაჲთა ჩუენ მიერ ისწაოთ არა უფროჲს წერილისა მის ზრახვად, რაჲთა
არა ერთი-ერთსა ზედა განჰლაღნეთ მოყუსისათჳს. |
7 |
რადგანაც ვინ განგასხვავებს? რა გაქვს ისეთი, რაც არ
მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს? |
7 |
რამეთუ ვინ განგიკითხავს შენ? ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა
მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა? |
8 |
აწ უკვე გამძღარხართ, გამდიდრებულხართ და უჩვენოდ სუფევთ.
ნეტა მართლა გქონდეთ სუფევა, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვსუფევდეთ. |
8 |
აწვე განმაძღარ ხართ და აწვე განჰმდიდრდით და თჳნიერ
ჩუენსა სუფევდით! და თუმცა სუფევდით, რაჲთა ჩუენცა თქუენ თანა ვსუფევდეთ! |
9 |
რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ
ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და
კაცთა სასეიროდ. |
9 |
რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა
ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. |
10 |
ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი,
თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი, |
10 |
ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ
ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ. |
11 |
თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას. |
11 |
ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და
განუსუენებელ ვართ და ვშურებით, |
12 |
ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და
ვითმენთ.
|
12 |
რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და
თავს-ვიდებთ; |
13 |
გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი
მტვერი. |
13 |
მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ
მოაქამდე. |
14 |
თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების
შესაგონებლად. |
14 |
არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა
გასწავებ. |
15 |
შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც
ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. |
15 |
რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ
ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. |
16 |
ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ. |
16 |
გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით. |
17 |
სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, ჩემი საყვარელი და სარწმუნო შვილი უფალში,
რათა გაგახსენოთ ჩემი გზები ქრისტე იესოს მიერ, თუ როგორ ვასწავლი ყველგან, ყველა
ეკლესიაში. |
17 |
ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ
უფლისა მიერ, რომელმან მოგაჴსენნეს თქუენ გზანი ჩემნი ქრისტეს მიერ, ვითარცა-იგი
ყოველთა ადგილთა, ყოველთა ეკლესიათა ვასწავებ. |
18 |
ზოგიერთს ისე გაუვიდა თავს, თითქოს არც ვაპირებდე თქვენთან მოსვლას. |
18 |
რაჲთა არა მოსლვასა მას ჩემსა თქუენდა გან-ვიეთნიმე-ლაღნენ. |
19 |
მაგრამ, თუ ღმერთმა ინება, მალე მოვალ და გამოვცდი თავგასულთა სიტყვას კი არა,
არამედ ძალას. |
19 |
ხოლო მოვიდე ადრე თქუენდა, უფალსა თუ უნდეს, და ვცნა არა სიტყუაჲ იგი განლაღებულთაჲ
მათ, არამედ ძალი, |
20 |
რადგანაც ღვთის სასუფეველი სიტყვით კი არ არის, არამედ ძალით. |
20 |
რამეთუ არა სიტყჳთა არს სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ ძალითა. |
21 |
რა გსურთ? კვერთხით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თვინიერების სულით? |
21 |
რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა, ანუ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა? |