1 |
პეტრე, მოციქული იესო ქრისტესი, პონტოსა და გალატიაში, კაპადოკიასა, ასიასა და
ბითვინიაში განთესილ ხიზნებს, |
1 |
პეტრე, მოციქული იესუ ქრისტესი, რჩეულთა მწირთა, განთესულთა პონტოჲსა და
გალატიისა, კაბადუკიისა, ასიისა და ბითჳნიისათა, |
2 |
უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და
იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, - მადლი და მშვიდობა
გიმრავლოთ! |
2 |
წინაწარ ცნობითა ღმრთისა მამისაჲთა და სიწმიდითა
სულისაჲთა დასამორჩილებელად და საპკურებელად სისხლისა იესუ ქრისტესისა.
მადლი თქუენ თანა და მშჳდობაჲ განმრავლდინ! |
3 |
კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამა,
რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი
სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე. |
3 |
კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ
ქრისტესი, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა თჳსითა კუალად გუშვნა ჩუენ
სასოებად ცხოველად აღდგომითა იესუ ქრისტესითა მკუდრეთით, |
4 |
რათა დაიმკვიდროთ უხრწნელი, წმიდა და უჭკნობი სამკვიდრო,
ცაში გამზადებული თქვენთვის, |
4 |
სამკჳდრებელად უხრწნელად და შეუგინებელად და დაუჭნობელად
დამარხულთა ცათა შინა თქუენდა მიმართ, |
5 |
რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ
ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს |
5 |
რომელნი-ეგე ძალითა ღმრთისაჲთა მოცვულ ხართ სარწმუნოებითა
ცხორებასა მას განმზადებულსა გამოჩინებად ჟამსა მას უკუანაჲსკნელსა. |
6 |
და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს,
შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით, |
6 |
რომლითა გიხარის აწ მცირედ, უკუეთუ ჯერ-არს, რომელნი-ეგე
შეწუხებულ იყვენით მრავალ-ფერთა შინა განსაცდელთა. |
7 |
რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული,
ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ
გამოიცდება, - საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის,
როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე, |
7 |
რაჲთა გამოცდილებაჲ იგი სარწმუნოებისა თქუენისაჲ
უპატიოსნეს უფროჲს ოქროჲსა მის წარწყმედადისა, ცეცხლისა მიერ გამოცდილისა
იპოვოს საქებელად და დიდებად და პატივად გამოჩინებასა იესუ ქრისტესსა. |
8 |
რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ,
მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ, |
8 |
რომელი არა იცოდეთ და გიყუარს, რომელსა-იგი აწ არა ხედავთ
და გრწამს, იხარებდით სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებულითა. |
9 |
რადგანაც ამით აღწევთ თქვენი რწმენის საბოლოო მიზანს:
სულების ხსნას. |
9 |
და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხორებაჲ სულთაჲ. |
10 |
სწორედ ამ ხსნას იკვლევდნენ და იძიებდნენ წინასწარმეტყველნი, რომელნიც
გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენთვის განკუთვნილ მადლს. |
10 |
რომლისა ცხორებისათჳს გამოიძიეს და გამოიკულიეს წინაწარმეტყუელთა, რომელნი თქუენ
მადლსა მას გიწინაწარმეტყუელებდეს, |
11 |
და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული
ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას. |
11 |
გამოეძიებდეს, ოდეს ანუ რომელსა ჟამსა ეუწყებოდა მათ შორის სული ქრისტესი, წინაწარ
უწამებდა მათ ქრისტესთა მათ ვნებათა და მისსა შემდგომად დიდებათა მისთა. |
12 |
მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ თვითონ მათ კი არა, თქვენ გმსახურებდათ ის, რაც
ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან, ცით მოვლენილი სული წმიდის მიერ, და რისი წვდომაც
სურთ ანგელოზებს. |
12 |
რომელთა-იგი გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თჳსთა, არამედ თქუენ გმსახურებდეს მას,
რომელ-ესე აწ მიგეთხრა თქუენ მახარებელთა მათ თქუენთა მიერ სულითა წმიდითა
მოვლინებულითა ზეცით, რომლისათჳს გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად. |
13 |
მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა,
რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით. |
13 |
ამისთჳს მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრხილ იყვენით, სრულიად ესევდით
მოწევნულსა მას თქუენდა მადლსა გამოცხადებასა იესუ ქრისტესსა. |
14 |
როგორც შვილნი მორჩილებისა, ნუ მიეცემით თქვენს უწინდელ, უმეცრების დროინდელ
ვნებებს. |
14 |
ვითარცა შვილნი მორჩილებისანი და ნუ თანა-ხატ-ექმნებით
პირველთა მათ უმეცრებისა თქუენისა გულის თქუმათა, |
15 |
არამედ წმიდა იყოს თქვენი ყოველი ქცევა, როგორც წმიდაა თქვენი მხმობელი. |
15 |
არამედ მწოდებელსა მისებრ თქუენისა წმიდისა და თქუენცა წმიდა იყვენით ყოველსავე
შინა სლვასა თქუენსა. |
16 |
ვინაიდან დაწერილია: „წმიდანი იყავით, რადგანაც მე წმიდა ვარ“. |
16 |
რამეთუ წერილ არს: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ. |
17 |
თუკი მამას უწოდებთ მას, ვინც პირუთვნელად განსჯის ყველას, თანახმად მისი საქმისა,
მოშიშებით გალიეთ თქვენი ხიზნობის ყავლი. |
17 |
და უკუეთუ მამით ხადით მას, რომელი-იგი თუალ-უხუავად მსაჯული არს თითეულისა
საქმეთაჲ, შიშით მწირობისა მაგის თქუენისა ჟამნი აღასრულენით. |
18 |
რაკიღა იცით, რომ ხრწნადი საფასით - ოქრო-ვერცხლით როდი ხართ გამოსყიდულნი მამათა
მიერ მოცემული ამაო ცხოვრებისაგან, |
18 |
უწყოდეთ, რამეთუ არა განხრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროჲთა იჴსნენით თქუენ ამაოჲსა
მისგან მამათა მოცემულისა სლვისა, |
19 |
არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის - ქრისტეს ძვირფასი სისხლით, |
19 |
არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა უბიწოჲსა და უმანკოჲსა ქრისტესითა, |
20 |
ქრისტესი, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე იყო წინასწარ განჩინებული, მაგრამ
მხოლოდ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენთვის, |
20 |
წინაწარ უწყებულისა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ხოლო გამოჩინებულისა
უკუანაჲსკნელთა ამათ ჟამთა თქუენთჳს; |
21 |
რომელთაც მის მიერ იწამეთ ღმერთი, მკვდრეთით რომ აღადგინა იგი და მისცა დიდება,
რათა ღვთის რწმენა და სასოება გქონდეთ. |
21 |
რომელთა-ეგე მის მიერ გრწმენა ღმრთისა მიმართ, რომელმან-იგი აღადგინა იგი მკუდრეთით
და მისცა მას დიდებაჲ, რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი და სასოებაჲ იყოს ღმრთისა
მიმართ. |
22 |
ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური
სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი, |
22 |
სულნი თქუენნი განიწმიდენით მორჩილებითა ჭეშმარიტებისაჲთა, სულითა ძმათ
მოყუარებისათჳს შეუორგულებულ იყვენით გულითა წმიდითა, ურთიერთას იყუარებოდეთ
განმარტებულად. |
23 |
როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის - ღვთის ცოცხალი და წარუვალი
სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ. |
23 |
მეორედ შობილ ხართ არა თესლისაგან განხრწნადისა, არამედ უხრწნელისა, სიტყჳთა
ღმრთისა ცხოველისაჲთა, რომელი-იგი ჰგიეს უკუნისამდე. |
24 |
ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს;
გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც. |
24 |
რამეთუ ყოველი ჴორცი თივაჲ არს და ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ, ვითარცა ყუავილი
თივისაჲ: განჴმა თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა. |
25 |
ღვთის სიტყვა კი წარუვალია. სწორედ ესაა სიტყვა, თქვენ რომ გეხარათ. |
25 |
ხოლო სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჰგიეს უკუნისამდე, ხოლო ესე არს იგი სიტყუაჲ, რომელი გეხარა
თქუენ. |