1 |
პავლე, სილვანუსი და ტიმოთე - თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო
ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო
ქრისტესაგან. |
1 |
პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა და
უფლისა იესუ ქრისტესა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და
უფლისა იესუ ქრისტესა. |
2 |
მარადის ვმადლობთ ღმერთს ყოველი თქვენგანისათვის და ჩვენს
ლოცვებში გიხსენებთ. |
2 |
ვჰმადლობთ ღმერთსა მარადის თქუენ ყოველთათჳს, ჴსენებასა
თქუენსა ვჰყოფთ ლოცვათა შინა ჩუენთა. |
3 |
გამუდმებით ვიგონებთ თქვენი რწმენის საქმეს, სიყვარულის
ღვაწლს და მოთმინებას სასოებისას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ, ღვთისა
და მამის წინაშე. |
3 |
მოუკლებელად მოვიჴსენებთ თქუენთა მათ საქმეთა
სარწმუნოებისათა და შრომასა სიყუარულისასა და მოთმინებასა მას სასოებისასა
უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა. |
4 |
რადგანაც ვიცით თქვენი რჩეულება, ღვთის საყვარელო ძმანო. |
4 |
უწყოდეთ, ძმანო საყუარელნო ღმრთისანო, რჩეულებაჲ ეგე
თქუენი, |
5 |
ვინაიდან ჩვენი სახარება მარტოოდენ სიტყვით კი არ
გეუწყათ, არამედ ძალით, სული წმიდითა და სრული დამაჯერებლობით; თუმცა
თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენს შორის თქვენთვის, |
5 |
რამეთუ სახარებაჲ ესე ჩუენი არა იყო თქუენდა მიმართ
სიტყჳთ ხოლო, არამედ ძალითაცა და სულითა წმიდითა და გულ-სავსებითა
მრავლითა, ვითარცა-იგი იცით, რაბამ ვიქმნენით ჩუენ თქუენდა მიმართ
თქუენთჳსვე. |
6 |
ჩვენი და უფლის მიმბაძველნი რომ გახდით, რადგანაც
ჭირმრავლობაში შეიწყნარეთ სიტყვა სული წმიდის სიხარულით. |
6 |
და თქუენ მობაძავ ჩუენდა იქმნენით და უფლისა, და
შეიწყნარეთ სიტყუაჲ იგი ჭირსა შინა მრავალსა სიხარულითა სულისა წმიდისაჲთა, |
7 |
ასე რომ, ყველა მორწმუნის ნიმუშად იქეცით მაკედონიასა და
აქაიაში. |
7 |
ვიდრეღა იქმნენითცა თქუენ სახე ყოველთა მათ მორწმუნეთა,
რომელნი არიან მაკედონიას შინა და აქაჲას. |
8 |
ვინაიდან თქვენს მიერ განივრცო სიტყვა უფლისა არა მარტო
მაკედონიასა და აქაიაში, არამედ თქვენმა ღვთისმორწმუნეობამ ყველა სხვა
მხარესაც უწია, ასე რომ, აღარაფერი გვაქვს სათქმელი. |
8 |
რამეთუ თქუენ მიერ განეფინა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ არა ხოლო
მაკედონიას შინა და აქაიას, არამედ ყოველთა ადგილთა სარწმუნოებაჲ თქუენი
ღმრთისა მიმართ განჴდა, ვიდრემდის არღარა გჳჴმს ჩუენ სიტყუად რაჲმე. |
9 |
რადგანაც თვითონვე გითხრობენ ჩვენზე, როგორი შემოსვლა
გვქონდა თქვენთან, როგორ მოიქეცით ღვთის მიმართ კერპთაგან, რათა ემსახუროთ
ცოცხალსა და ჭეშმარიტ ღმერთს, |
9 |
მაგათ თჳთ გითხრან ჩუენთჳს, ვითარი შესლვაჲ გუაქუნდა თქუენდა მიმართ, და ვითარ
მოიქეცით კერპთაგან ღმრთისა მიმართ მონებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა |
10 |
და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც აღადგინა მკვდრეთით, - იესოს, მომავალი
რისხვისაგან ჩვენს მხსნელს. |
10 |
და მოლოდებად ძისა მისისა ზეცით, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, იესუ, მჴსნელი
ჩუენი, რისხვისა მისგან მომავალისა. |