1 |
ამასთანავე, ძმანო, გთხოვთ და შეგაგონებთ უფალ იესოში, რომ ჩვენი სწავლა - როგორ
იქცეოდეთ ღვთის საამებლად, აღასრულოთ მთელი სავსებით. |
1 |
ამიერითგან, ძმანო ჩემნო, გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა,
რაჲთა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან, ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაჲ და სათნო-ყოფაჲ
ღმრთისაჲ, რაჲთა უფროჲს ჰმატებდეთ; |
2 |
რადგანაც იცით, როგორი მცნებები მოგეცით უფალ იესოსაგან. |
2 |
რამეთუ იცით, ვითარნი მცნებანი მიგცენით თქუენ უფლისა
მიერ იესუ ქრისტესა. |
3 |
ვინაიდან ესაა ღვთის ნება: თქვენი სიწმიდე, რათა
განერიდოთ სიძვას, |
3 |
რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი,
განშორებად თქუენდა სიძვისაგან, |
4 |
და თვითეულმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი
ჭურჭელი სიწმიდით და პატიოსნებით. |
4 |
ცნობად კაცად-კაცადისა თქუენისა თავისა თჳსისა ჭურჭელი
მოგებად სიწმიდით და პატივით, |
5 |
და არა ავხორცული ვნებით, წარმართთა მსგავსად, რომელნიც
არ იცნობენ ღმერთს; |
5 |
ნუ ვნებითა გულის თქუმისაჲთა, ვითარცა-იგი წარმართნი,
რომელთა არა იციან ღმერთი, |
6 |
რათა არავინ დათრგუნოს და არც საქმეში გააცუროს თავისი
ძმა, ვინაიდან ღმერთია შურისმაძიებელი ყოველივე ამის გამო, როგორც უწინაც
მითქვამს და მიმოწმებია თქვენთვის. |
6 |
არა გარდასლვად და მოანგაჰრებად საქმესა ძმისა თჳსისასა,
რამეთუ შურის-მეძიებელ არს ღმერთი ამათ ყოველთათჳს, ვითარცა-იგი წინაწარ
გარქუთ თქუენ და გიწამებდით. |
7 |
რადგანაც უწმინდურობისაკენ კი არა, სიწმიდისაკენ გვიხმო
ღმერთმა. |
7 |
რამეთუ არა გჳჩინნა ჩუენ ღმერთმან არაწმიდებად, არამედ
სიწმიდედ. |
8 |
ასე რომ, ურჩი კაცს კი არ ეურჩება, არამედ ღმერთს,
რომელმაც მოგცათ თავისი სული წმიდა. |
8 |
აწ უკუე რომელმან შეურაცხ-ყოს, არა კაცსა შეურაცხ-ჰყოფს,
არამედ ღმერთსა, რომელმანცა მოგცა სული წმიდაჲ მისი თქუენ ზედა. |
9 |
ხოლო ძმათმოყვარეობისთვის ზედმეტად მიმაჩნია რამე
მოგწეროთ, რადგანაც თვით ღმერთმა გასწავლათ, რომ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, |
9 |
ხოლო ძმათ მოყუარებისათჳს არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ ღმრთივ
სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს |
10 |
და ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელს მაკედონიაში, მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო,
კიდევ უფრო მეტად გიყვარდეთ ისინი; |
10 |
და რამეთუ ჰყოფთცა მას ყოველთა მიმართ ძმათა, რომელნი არიან ყოველსა მაკედონიასა.
ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა |
11 |
გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ და საკუთარი ხელით აკეთოთ თქვენი საქმე,
როგორც ჩვენს მიერ გემცნოთ, |
11 |
და პატივის-ცემის მოყუარე იყვენით და მყუდრო და იქმოდეთ თჳსსა და შურებოდეთ ჴელითა
თქუენითა, ვითარცა-იგი გამცენით თქუენ, |
12 |
რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეთა მიმართ და არაფერი გაკლდეთ. |
12 |
რაჲთა ხჳდოდით შუენიერად გარეშეთა მათ მიმართ, და ნურარაჲ ვის გიჴმნ. |
13 |
მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით
არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება. |
13 |
ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა
სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ. |
14 |
რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც
მოიყვანს მასთან ერთად. |
14 |
რამეთუ უკუეთუ გურწამს, ვითარმედ იესუ მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან
შესუენებულნი იგი იესუჲს მიერ მოიყვანნეს მის თანა. |
15 |
ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი,
ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. |
15 |
ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ
დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ, |
16 |
ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის
საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. |
16 |
რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა
ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; |
17 |
შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში
შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით. |
17 |
და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ
ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით. |
18 |
ასე რომ, ამ სიტყვებით ანუგეშეთ ერთიმეორე. |
18 |
ვინაჲცა ნუგეშინის-სცემდით ურთიერთარს სიტყუათა ამათ მიერ. |