1 |
ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი - როგორც
ძმებს, |
1 |
მოხუცებულსა ნუ ჰრისხავ, არამედ ჰლოცევდ ვითარცა მამასა, ჭაბუკთა –ვითარცა ძმათა, |
2 |
დედაბრებს - როგორც დედებს, ქალწულებს - როგორც დებს,
მთელი სიწმიდით. |
2 |
მოხუცებულთა დედათა – ვითარცა დედათა, ჭაბუკთა –ვითარცა
დათა, ყოვლითა სიწმიდითა. |
3 |
პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც მართლა ქვრივები არიან. |
3 |
ქურივთა პატივ-ეც, ჭეშმარიტად ქურივთა. |
4 |
ხოლო თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე, მათ
თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ
მშობლებს, რადგანაც ეს ეამება ღმერთს. |
4 |
უკუეთუ ვისმე ქურივსა შვილ გინა შვილის შვილ ესხნენ,
ისწავებედ პირველად თჳსსა სახლსა, ღმრთის მსახურებასა და პატივ-სცემდედ
მამა-დედათა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე ღმრთისა. |
5 |
ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთს ესავს და
ლოცვა-ვედრებაში ატარებს დღესა და ღამეს. |
5 |
ხოლო ჭეშმარიტი ქურივი და მარტო-ქმნული ესავს უფალსა და
დადგრომილ არს ვედრებასა და ლოცვასა ღამე და დღე. |
6 |
განცხრომის მოყვარე კი - ცოცხლადვე მკვდარია. |
6 |
ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს. |
7 |
ეს ამცნე მათ, რათა უბიწონი იყვნენ. |
7 |
და ამას ამცნებდ, რაჲთა უბრალო იყვნენ. |
8 |
ხოლო ვისთვისაც უცხოა თავისიანთა და, მით უმეტეს,
სახლეულთათვის ზრუნვა, რწმენის უარმყოფელია და ურწმუნოზედაც უარესი. |
8 |
ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა
მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს. |
9 |
ქვრივად შეიძლება შეირაცხოს არანაკლებ სამოცი წლისა,
ერთნაქმარევი |
9 |
ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ, რომელი ყოფილ არს ერთის
ქმრის ცოლ, |
10 |
და თავისი კეთილი საქმით ცნობილი: რომ დაზარდა შვილები, რომ მასპინძლობდა სტუმრებს,
ფეხებს ჰბანდა წმიდათ, შეეწეოდა გაჭირვებული, და გულმოდგინედ ასრულებდა ყველა კეთილ
საქმეს. |
10 |
და საქმეთა შინა კეთილთა წამებულ: უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი
ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია, უკუეთუ
ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა. |
11 |
ახალგაზრდა ქვრივებს კი ნუ მიიღებ, რადგანაც ქრისტეს ზურგს აქცევენ და კვლავ
გათხოვება სურთ, |
11 |
ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე, რამეთუ რაჟამს დაიმღერნიან ქრისტესნი იგი,
ქორწინების უნებნ. |
12 |
რისთვისაც სასჯელის ღირსნი არიან, ვინაიდან უარყვეს უწინდელი რწმენა. |
12 |
აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს. |
13 |
ეგეც არ იყოს, უქმად ყოფნასა და კარდაკარ წანწალს ეჩვევიან, და არა მარტო უქნარანი
არიან, არამედ ყბედნიც, ცნიაბისმოყვარენიც და უტიფრად მოჭარტალენიც. |
13 |
და ამას თანა უქმობასა ისწავებენ და მიმოსლვასა სახლითი სახლად, არა ხოლო უქმობასა,
არამედ სიჩქურესა და გამოწულილვასა და იტყჳედ უჯეროსა. |
14 |
ამიტომ მინდა, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, შვილები გააჩინონ,
დიასახლისობას მიჰყონ ხელი და გმობის საბაბი არ მისცენ მტერს. |
14 |
მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაჲ, შვილთა სხმაჲ, სახლისა პყრობაჲ და არცა ერთისა
მიზეზისა ცემად მჴდომსა ადგილად გინებისა. |
15 |
რადგანაც ზოგმა უკვე გზას გადაუხვია და სატანის კვალს შეუდგა. |
15 |
რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა. |
16 |
თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ქვრივი ნათესავები ჰყავს, დაეხმაროს მათ, რომ
ეკლესიას არ დააწვნენ ტვირთად და, ამრიგად, მან შესძლოს ნამდვილი ქვრივების რჩენა. |
16 |
უკუეთუ ვინმე მორწმუნე ესუას ქურივთა, იგი კმა-ეყავნ მათ და ნუ დაუმძიმებედ
ეკლესიასა, რაჲთა სხუათა ქურივთა კმა-ეყოს. |
17 |
ხუცესნი, რომელნიც კეთილად წინამძღვრობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, მეტადრე
ისინი, სიტყვით და სწავლით რომ მუშაკობენ. |
17 |
რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივის ღირს იყვნედ, უფროჲს ხოლო
რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა. |
18 |
რადგანაც წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს“, და კიდევ: „ღირსია მუშაკი
თავისი საზღაურისა“. |
18 |
რამეთუ იტყჳს წიგნი: ჴარსა მეკალოესა არა დაუკრა პირი; და: ღირს არს მუშაკი
სასყიდლისა თჳსისა. |
19 |
ხუცესთათვის წაყენებულ ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ დაისწარი ორი ან სამი მოწმე. |
19 |
ხუცისათჳს შესმენასა ნუ თავს-იდებ, გარნა ორითა და სამითა მოწამითა. |
20 |
შემცოდენი ყველას წინაშე ამხილე დანარჩენთა დასაშინებლად. |
20 |
და რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთაჲსა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის. |
21 |
ღმერთის, უფალ იესო ქრისტესა და რჩეულ ანგელოზთა წინაშე გაფიცებ, ურღვევლად დაიცავი
ჩემი რჩევა და ნურაფერს აღასრულებ მიკერძოებით. |
21 |
ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე
დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით. |
22 |
ნაჩქარევი ხელდასხმისგან თავი შეიკავე, ნუ გახდები სხვათა ცოდვების მოზიარე და
წმიდად შეინახე თავი. |
22 |
ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად
დაიმარხე. |
23 |
ამიერიდან მარტო წყალს ნუკი სვამ, არამედ ცოტ-ცოტა ღვინოც იგემე; ეს მოუხდება შენს
სტომაქსა და ესოდენ ხშირ სნეულებას. |
23 |
ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა
უძლურებისა შენისათჳს. |
24 |
ზოგიერთი კაცის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და წინ მიუძღვიან სამსჯავროსაკენ,
ზოგიერთს კი უკან მისდევენ. |
24 |
რომელთამე კაცთა ცოდვანი წინაწარ ცხად არიან და წინა უძღჳან საშჯელად, ხოლო
რომელთამე უკუანა შეუდგან. |
25 |
ასევე წინასწარვე ცხადნი არიან კეთილი საქმენიც, თუ არა და, ბოლოს მაინც არ
დაიფარვიან. |
25 |
ეგრევე საქმენი კეთილნი წინაწარ ცხად არიან; და სხუებრ თუ ვისმე აქუნდეს, დაფარვად
ვერ ჴელ-ეწიფების. |