ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ნუთუ ხელახლა უნდა წარმოგიდგინოთ თავი? ნუთუ ზოგიერთებივით წარდგენის წერილი გვჭირდება თქვენდამი ან თქვენგან? |
1 |
კუალად ვიწყებთ თავთა თჳსთა წამებად. ანუ გჳჴმს-მე რაჲ, ვითარ-იგი ვიეთმე საწამებელი წიგნი აქუს თქუენდა მიმართ ანუ თუ თქუენგან ეგრეთვე საწამებელი? |
2 | ჩვენი წერილი თქვენა ხართ, ჩვენს გულებში ჩაწერილი, ყოველი კაცისთვის გასაგები და მათ მიერვე წაკითხული. | 2 | ანუ არა წიგნ ჩუენდა თქუენ ხართა უფლისა მიერ, დაწერილ გულთა შინა ჩუენთა, უწყებულ და აღმოკითხულ ყოველთა მიერ კაცთა? |
3 | თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვიფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე. | 3 | საცნაურ ქმნილ, რამეთუ ხართ წიგნ სამოციქულო ქრისტესა, რომელი იმსახურა ჩუენ მიერ, დაწერილნი არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ჴორციელისათა. |
4 | ასეთი ნდობა გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ. | 4 | ხოლო სასოებაჲ ესევითარი გუაქუს ქრისტეს მიერ ღმრთისა მიმართ. |
5 | იმიტომ კი არა, ვითომ შეგვეძლოს ჩვენით ვიაზრებდეთ რამეს, თითქოს ღვთისაგან კი არა, ჩვენგანვე გვქონდეს ამის უნარი; | 5 | არა თუ თავით თჳსით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე, რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაჲ ჩუენი ღმრთისაგან არს, |
6 | არა, ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს. | 6 | რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს. |
7 | და თუ მსახურება სიკვდილისა, ქვაზე ასოებივით გამოსახული, იმდენად სასახელო იყო რომ ისრაელის ძენი თვალს ვერ უსწორებდნენ მოსეს სახეს, მისი დიდებული იერის გამო, რომელიც, თავისი დიდებულების მიუხედავად, მაინც წარმავალი გახლდათ, - | 7 | ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ იგი სიკუდილისაჲ, წიგნითა გამოსახული ფიცართა შინა, იქმნა დიდებულ, ვიდრეღა ვერ შემძლებელ იყვნეს ძენი ისრაჱლისანი თუალთა შედგმად პირსა მოსესსა დიდებითა მით პირისა მისისაჲთა, რომელ განქარვებად იყო, |
8 | რამდენად უფრო სასახელი იქნება სულის მსახურება დიდებით? | 8 | რაოდენ-მე არა უფროჲს მსახურებაჲ იგი სულისაჲ იყოს დიდებით? |
9 | რადგანაც, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო მეტი იქნება დიდება სამართლიანობის მსახურებისა, | 9 | რამეთუ უკუეთუ მსახურებაჲ იგი დაშჯისაჲ დიდება, რაოდენ უფროჲს აღემატოს მსახურებაჲ იგი სიმართლისაჲ დიდებითა. |
10 | იმდენად, რომ იმ დიდებას აღარც კი ეთქმის დიდება ამ უზენაეს დიდებასთან შედარებით. | 10 | და რამეთუ არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა გარდარეულისა მისთჳს დიდებისა. |
11 | ვინაიდან თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად უფრო მეტია დიდება წარუვალისა. | 11 | რამეთუ უკუეთუ განქარვებადი იგი იყო დიდებით, რაოდენ უფროჲს, რომელი-იგი ჰგიეს დიდებით. |
12 | ამიტომ ასეთი სასოების მქონენი უფრო თამამად ვმოქმედებთ, | 12 | ვინაჲთგან უკუე გუაქუს ესევითარი სასოებაჲ, მრავალი გაცხადებულებაჲ ვიჴუმიოთ. |
13 | და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ დასასრული წარმავალისა. | 13 | და არა ვითარ-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი ისრაჱლისანი დასასრულსა მას განქარვებისასა. |
14 | მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი. | 14 | არამედ დაბრმეს გონებანი მათნი, რამეთუ ვიდრე დღენდელად დღედმდე იგივე საბურველი საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს აღუძარცუელად, რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების. |
15 | ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს. | 15 | არამედ დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა ძეს. |
16 | მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი. | 16 | ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი. |
17 | უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება. | 17 | ხოლო უფალი სულ არს; ხოლო სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ არს. |
18 | ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან. | 18 | ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა-იგი უფლისაგან სულად. |