1 |
რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა,
ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული.
|
1 |
რამეთუ უწყით, ვითარმედ უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი, დაირღუეს,
აღშენებული ღმრთისა მიერ მაქუს ჩუენ სახლი ჴელით-უქმნელი, საუკუნოჲ ცათა შინა. |
2 |
მიტომაც ვგმინავთ, რომ გვსურს შევიმოსოთ ზეციური სასახლე
ჩვენი. |
2 |
და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი
ზეცით გამო შემოსად გუსურის; |
3 |
მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი. |
3 |
რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არღარა შიშუელ ვიპოვნეთ. |
4 |
ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ,
რადგანაც განძარცვა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას
მოკვდავი. |
4 |
და რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა,
ვკუნესით და დაგჳმძიმდების, რომელი-ესე არა გუნებავს განძარცუვად, არამედ
შემოსად, რაჲთა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან. |
5 |
სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი. |
5 |
ხოლო რომელმან-იგი შემქმნნა ჩუენ ამისთჳს მებრვე
ღმერთმან, რომელმან მომცა ჩუენ წინდი იგი სულისაჲ. |
6 |
ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ
ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ. |
6 |
მინდობილ ვართ უკუე მარადის და უწყით, რამეთუ შემოვედით
ჴორცითა ამით და განვიდეთ უფლისა მიერ. |
7 |
რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით. |
7 |
რამეთუ სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭჳთ. |
8 |
მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან
გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ. |
8 |
ხოლო ვიკადრებთ და ჯერ-გჳჩნს უფროჲსღა განსლვაჲ ჴორცთა
ამათგან და მისლვად უფლისა. |
9 |
ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით,
მისთვის სათნონი ვიყოთ. |
9 |
ამისთჳსცა პატივცემულ ვართ, გინა თუ შემოვიდეთ გინა თუ განვიდეთ, სათნომცა ხოლო
ვართ მისა. |
10 |
რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს
მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს. |
10 |
რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს
კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი. |
11 |
და რაკი უფლის შიში ვიცით, ხალხს ვარწმუნებთ, ხოლო ღმერთისთვის ცხადნი ვართ. და,
იმედი მაქვს, ცხადნი ვართ თქვენი სინიდისისთვისაც. |
11 |
უწყით უკუე შიში უფლისაჲ, კაცთა-მე ვერწმუნნეთა? რამეთუ ღმრთისა წინაშე განცხადებულ
ვართ; და ვესავთ გონებათაცა თქუენთა შინა განცხადებად. |
12 |
მაგრამ ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ თავს, არამედ იმის საბაბს გაძლევთ, რომ ჩვენით
იქადოდეთ, რათა სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც სახით იქადის და არა გულით. |
12 |
და არა თუ კუალად თავთა თჳსთა შეგასწავებთ თქუენ, არამედ მიზეზსა გცემთ თქუენ
სიქადულისასა ჩუენთჳს, რაჲთა გაქუნდეს მათდა მიმართ, რომელნი-იგი პირსა წინაშე ხოლო
იქადიან და არა გულითაცა. |
13 |
რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, -
თქვენთვის. |
13 |
რამეთუ გინა თუ განვცჳბრდით, - ღმრთისა, გინა თუ განვბრძნდით, - თქუენდა. |
14 |
ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი
მოკვდა ყველასათგის, ყველანი მოკვდნენ. |
14 |
რამეთუ სიყუარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამას, ვითარმედ: ერთი იგი
ყოველთათჳს მოკუდა, ყოველნივე სამე მოწყდეს. |
15 |
მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ,
არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა. |
15 |
და ქრისტე ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ
იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა. |
16 |
ასე რომ, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, რადგან თუ ხორციელად ვიცნობდით
ქრისტეს, აწ უკვე აღარ ვიცნობთ. |
16 |
ამიერითგან ჩუენ არღარავინ ვიცით ჴორციელად; რამეთუ დაღათუ ვიცოდეთ ქრისტე
ჴორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით, |
17 |
ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის
ახალი. |
17 |
არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარჴდა, აჰა ესერა
იქმნა ყოველივე ახალ. |
18 |
ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება
შერიგებისა. |
18 |
და ყოველივე ღმრთისა მიერ, რომელმან-იგი დამაგნა ჩუენ თავსა თჳსსა ქრისტე იესუჲს
მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაჲ იგი დაგებისაჲ. |
19 |
რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და
მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა. |
19 |
რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თჳსსა და არა შეურაცხნა მათ
ცოდვანი მათნი და დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ. |
20 |
ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ
ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს, |
20 |
ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ; გევედრებით ქრისტესთჳს:
დაეგენით ღმერთსა. |
21 |
რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ
ვქცეულიყავით მასში. |
21 |
რამეთუ, რომელმან-იგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთჳს ცოდვაჲ ქმნა, რაჲთა ჩუენ ვიქმნნეთ
სიმართლე ღმრთისა მას შინა. |