1 |
სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, - მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე
ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სიმართლით, |
1 |
სჳმეონ-პეტრე, მონაჲ და მოციქული იესუ ქრისტესი, რომელთა-ეგე სწორი ჩუენდა პატივი
ხუედრებულ არს სარწმუნოებაჲ სიმართლითა ღმრთისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ
ქრისტესითა. |
2 |
მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს
შემეცნების წყალობით. |
2 |
მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ განმრავლდინ მეცნიერებითა
ღმრთისაჲთა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა! |
3 |
რაკიღა მისმა საღვთო ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი, რაც
ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეოხებით,
ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისაკენ გვიხმო, |
3 |
რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი
საცხორებელად და ღმრთისა სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ მეცნიერებითა
მისითა, რომელმან-იგი მიჩინნა ჩუენ თჳსსა მას დიდებასა და სათნოებასა; |
4 |
რომელთაგანაც გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი,
რათა ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების
თანაზიარნი გახდეთ. |
4 |
რომელთაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩუენ
მოგუანიჭნა, რაჲთა ამის მიერ იქმნეთ საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა და
ევლტოდით სოფლისა ამის გულის თქუმისა ხრწნილებასა. |
5 |
ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას
სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას კი - შემეცნება, |
5 |
და თქუენცა ესევე მოსწრაფებაჲ ყოვლითურთ მოიპოეთ და ყავთ
სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ და სათნოებასა შინა – მეცნიერებაჲ, |
6 |
შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება,
ხოლო მოთმინებას - ღვთისმოსაობა, |
6 |
და მეცნიერებისა შინა – მარხვაჲ, მარხვასა შინა –
მოთმინებაჲ, მოთმინებისა შინა – ღმრთის მსახურებაჲ |
7 |
ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი -
სიყვარული. |
7 |
და ღმრთის მსახურებასა შინა – ძმათ მოყუარებაჲ და ძმათ
მოყუარებასა შინა – სიყუარული. |
8 |
თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, უქმად და უნაყოფოდ
არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას. |
8 |
რამეთუ ესე რაჟამს იყოს თქუენ თანა და გარდაგემატოს არა
უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეცნიერებასა. |
9 |
ხოლო ვის სულშიც ეს არ არის, თვალდავსილია ან ბეცი,
რადგანაც დაივიწყა, რომ უკვე განწმენდილია თავისი უწინდელი ცოდვებისაგან. |
9 |
ხოლო რომელსა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა
განწმედაჲ იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთაჲ. |
10 |
ამიტომ, ძმანო, უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა,
რადგანაც თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ. |
10 |
ამისთჳს, ძმანო, უფროჲსღა ისწრაფეთ, რაჲთა კეთილთაგან საქმეთა მტკიცე ჰყოთ ჩინებაჲ
იგი თქუენი და რჩეულებაჲ; რამეთუ ამას რაჲ იქმოდით, არასადა სცთეთ ყოვლადვე. |
11 |
ვინაიდან ასე უფრო ფართოდ გაიღება თქვენს წინაშე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო
ქრისტეს საუკუნო სასუფევლის კარი. |
11 |
არამედ ესრეთ მდიდრად წარგემართოს თქუენ შესავალი იგი საუკუნესა მას სასუფეველსა
უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესა, |
12 |
ამიტომაც გამუდმებით შეგახსენებთ ამას, თუმცაღა იცით და მტკიცედაც ადგახართ აწინდელ
ჭეშმარიტებას. |
12 |
რომლისათჳსცა არა უდებ ვიქმნე მარადის მოჴსენებად თქუენდა ამისთჳს, დაღაცათუ იცით
და მტკიცე ხართ მოწევნულსა ამას ზედა ჭეშმარიტებასა. |
13 |
მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ. |
13 |
ხოლო სამართლად შემირაცხიეს, ვიდრე-ესე ვარ მე ამას
საყოფელსა შინა განღჳძებად თქუენდა მოჴსენებითა. |
14 |
რადგანაც ვიცი, რომ მალე უნდა დავუტევო ჩემი კარავი, როგორც მაუწყა ჩვენმა უფალმა
იესო ქრისტემ. |
14 |
უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის
ჩემისაჲ, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მაუწყა მე. |
15 |
ასე რომ, ვეცდები ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას. |
15 |
და ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვსა ჩემისა ამათი
მოჴსენებისა ყოფაჲ. |
16 |
ვინაიდან თავშესაქცევი იგავებით როდი გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლა და
ძალმოსილება, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ. |
16 |
რამეთუ არა სიბრძნისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ
ქრისტეს ძალი და მოსლვაჲ, არამედ თჳთ-მხილველ ვიქმნენით მისისა მის დიდებულებისა. |
17 |
რადგანაც მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როდესაც მისწვდა ესოდენ
დიდმშვენიერი დიდების ხმა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი
მე. |
17 |
რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაჲ, ჴმაჲ, რომელი მოიწია მისსა
ესევითარისგან დიდად შუენიერებისა დიდებისა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე
სათნო-ვიყავ. |
18 |
და ეს ხმა, ზეცით ჩამოსული, ჩვენც ჩაგვესმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა
მთაზე. |
18 |
და ესე ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა მას
წმიდასა. |
19 |
ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად
იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე
ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი. |
19 |
და მაქუს ჩუენ უმტკიცესი საწინაწარმეტყუელოჲ სიტყუაჲ; რომელი კეთილად ჰყოთ,
ეკრძალნეთ, თუ ვითარცა სანთელსა მნთებარესა ადგილსა შინა წყუდიადსა, ვიდრემდის დღე
განათლდეს და მთიები აღმობრწყინდეს გულთა შინა თქუენთა. |
20 |
უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ
განიმარტება. |
20 |
ესემცა პირველად უწყით, რამეთუ ყოველი წინაწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა
სათარგმანებელ არა იქმნების. |
21 |
რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული
წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი. |
21 |
რამეთუ არ ნებითა კაცთაჲთა მო-სადამდე-იწია წინაწარმეტყუელებაჲ, არამედ წუევითა
სულისა წმიდისაჲთა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი. |