1 |
გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების
გამო, |
1 |
ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და
ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ, |
2 |
იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც
სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო,
თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო. |
2 |
რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ
არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა
მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ. |
3 |
ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის
დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების
კაცი, წარწყმედის ძე, |
3 |
ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ
უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი
უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, |
4 |
წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც
სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი
დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს. |
4 |
მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი
სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი
ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი. |
5 |
ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას
გეუბნებოდით ამას? |
5 |
არა გაჴსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა,
ამასვე გეტყოდე თქუენ? |
6 |
ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე
გამოჩნდეს. |
6 |
და აწ, რომელი-იგი დაგისწავიეს, იცით გამოჩინებადი იგი
თჳსსა მას ჟამსა. |
7 |
რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ
აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის
მას. |
7 |
რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უშჯულოებისაჲ, გარნა
ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს, |
8 |
და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო
შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი
გამოცხადებით, |
8 |
და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან
აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით
მოსლვისა მისისაჲთა, |
9 |
მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით,
ნიშებით და ცრუ სასწაულებით, |
9 |
რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და
სასწაულებითა ტყუილისაჲთა |
10 |
ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ
შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. |
10 |
და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა და წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაჲთგან
სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდეს იგინი, |
11 |
ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, |
11 |
ამისათჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა ჰრწმენეს მათ
ტყუვილისაჲ, |
12 |
და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა
შეიტკბო. |
12 |
რაჲთა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ
სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა. |
13 |
ხოლო ჩვენ გამუდმებით მადლს უნდა ვწირავდეთ ღმერთს თქვენი გულისთვის, უფლის მიერ
საყვარელო ძმანო, რადგანაც ღმერთმა სულის განწმენდითა და ჭეშმარიტების რწმენით
დასაბამითვე ამოგირჩიათ სახსნელად. |
13 |
ხოლო ჩუენ თანა-გუაც მადლობაჲ ღმრთისაჲ მარადის თქუენთჳს, ძმანო საყუარელნო, უფლისა
მიერ, რამეთუ გამოგირჩინა თქუენ ღმერთმან პირველად ნაყოფად ცხოვრებისად განწმედითა
სულისაჲთა და სარწმუნოებითა ჭეშმარიტებისაჲთა, |
14 |
სწორედ ამისთვის გიხმოთ ჩვენი სახარებით, რათა მიაღწიოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს
დიდებას. |
14 |
რომელსაცა გიჩინნა თქუენ სახარებისა მიერ ჩუენისა შესაწევნელად დიდებისა უფლისა
ჩუენისა იესუ ქრისტესა. |
15 |
მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ
გადმოგეცით. |
15 |
ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიცა
გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა. |
16 |
ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც
შეგვიყვარა და საუკუნო ნუგეშთან ერთად კეთილი იმედიც მოგვმადლა, - |
16 |
ხოლო თავადმან უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან და ღმერთმან და მამამან ჩუენმან,
რომელმან შემიყუარნა ჩუენ და მოგუცა ნუგეშინის-ცემაჲ საუკუნოჲ და სასოებაჲ კეთილი
მადლითა მით, |
17 |
ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ სიტყვასა და კეთილ საქმეში. |
17 |
ნუგეშინის-ეცინ გულთა თქუენთა და განგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა სიტყჳთა და საქმითა
კეთილითა. |