1 |
პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, თანახმად სიცოცხლის აღთქმისა ქრისტე
იესოში, - |
1 |
პავლე, მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა, აღთქუმისა მისებრ ცხორებისა
ქრისტე იესუჲს მიერ, |
2 |
ტიმოთეს, საყვარელ შვილს: მადლი, წყალობა და მშვიდობა
ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან. |
2 |
ტიმოთეს, საყუარელსა შვილსა, მადლი, წყალობაჲ, მშჳდობაჲ
ღმრთისა მიერ მამისა და ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. |
3 |
ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა
სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით
თუ ღამით; |
3 |
ვჰმადლობ ღმერთსა, რომელსა ვჰმსახურებ დასაბამითგან
წმიდითა გონებითა, ვითარ-იგი მოუკლებელად მაქუს შენთჳს ჴსენებაჲ ლოცვათა
შინა ჩემთა ღამე და დღე, |
4 |
შენი ცრემლების გახსენებისას ერთი სული მაქვს, როდის
გიხილავ, რათა აღვივსო სიხარულით. |
4 |
და მსურის ხილვაჲ შენი, - მომეჴსენებიან ცრემლნი ეგე
შენნი, - რაჲთა სიხარულითა აღვივსო. |
5 |
მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად
დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც. |
5 |
მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი
სარწმუნოებაჲ, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაჲს
თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა; და მრწამს, რამეთუ შენ თანაცა. |
6 |
ამიტომაც შეგახსენებ გააღვივო ნიჭი ღვთისა, ჩემი
ხელდასხმით რომ მოგეცა. |
6 |
რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ
მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა. |
7 |
რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ
ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა. |
7 |
რამეთუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ
ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ. |
8 |
მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი,
მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით, |
8 |
ნუ უკუე გრცხუენინ წამებაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ნუცა მე,
კრული ესე მისი, არამედ თანა-იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმრთისაჲთა, |
9 |
რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა
გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ
მოგვეცა ქრისტე იესოში, |
9 |
რომელმან-იგი მიჴსნნა ჩუენ და მიჩინნა ჩუენ ჩინებითა მით წმიდითა არა საქმეთა
ჩუენთათჳს, არამედ თჳსითა ნებითა და მადლითა, რომელი მომცა ჩუენ ქრისტე იესუჲს მიერ
უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა, |
10 |
ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელის ქრისტე იესოს გამოცხადებით, ვინც განაქარა
სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით; |
10 |
რომელ გამოცხადნა აწ გამოჩინებითა მით მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა,
რომელმან-იგი განაქარვა სიკუდილი და განანთლა ცხორებაჲ და უხრწნელებაჲ სახარებითა
მით, |
11 |
ვის ქადაგად, მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი, |
11 |
რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად და მოძღურად წარმართთა. |
12 |
ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც
ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის. |
12 |
რომლისათჳსცა ესე მევნების, არამედ არა მრცხუნის. რამეთუ ვიცი, რომელი-იგი მრწმენა
და მრწამს, რამეთუ ძალ-უც ვედრისა მის ჩემისა დამარხვად მერმესა მას დღესა. |
13 |
სიყვარულითა და რწმენით მისდიე მასულდგმულებელ სიტყვათა ნიმუშს, ჩემგან რომ ისმინე
ქრისტე იესოში. |
13 |
სახედ გაქუნდინ ცოცხლებისა სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა ჩემგან სარწმუნოებითა და
სიყუარულითა ქრისტე იესუჲსითა. |
14 |
შეინახე კეთილი წინდი სულით წმიდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში. |
14 |
კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელმან დაიმკჳდრა ჩუენ თანა. |
15 |
შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგულუსმა და ჰერმოგენემაც. |
15 |
უწყი სამე ესე, რამეთუ დამიტევეს მე ყოველთა, რომელნი არიან ასიას შინა, რომელ
არიან ფიგელოს და ერმოგენი. |
16 |
წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და
სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები. |
16 |
მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალ-გზის მე განმისუენა, და
ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ-უჩნდა; |
17 |
არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც. |
17 |
არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. |
18 |
ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში
მემსახურა, შენ უკეთ იცი. |
18 |
მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი
ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი. |