1 |
და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა
ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე.
|
1 |
და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედაკაცი, რომელსა ემოსა მზე, და მთოვარე იყო
ქუეშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნი ვარსკულავთა ათორმეტთაჲ, |
2 |
მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული. |
2 |
და მუცლად-ეღო და ღაღადებდა, რამეთუ ელმოდა და იგუემებოდა
შობად. |
3 |
სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი,
რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. |
3 |
და იხილვა სხუაჲ სასწაული ცათა შინა: და აჰა ვეშაპი
ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს თავნი შჳდნი და რქანი ათნი, და თავთა ზედა
მისთა შჳდნი გჳრგჳნნი. |
4 |
კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა
ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა
შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი. |
4 |
და კუდი მისი მიითრევდა მესამედსა ვარსკულავთა ცისათა, და
გარდამოყარნა იგინი ქუეყანად. და ვეშაპი იგი დგა წინაშე დედაკაცისა მის,
რომელსა ეგულებოდა შობაჲ, რაჲთა ოდეს შვეს, შთანთქას შვილი მისი. |
5 |
და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა
ხალხი: და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე. |
5 |
და შვა მან ძე წული, რომელსა ეგულების მწყსაჲ ყოველთა
წარმართთაჲ კუერთხითა რკინისაჲთა, და წარტაცებულ იქმნა შვილი მისი ღმრთისა
მიმართ და საყდრისა მიმართ მისისა. |
6 |
ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი,
გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე. |
6 |
და დედაკაცი იგი ივლტოდა უდაბნოდ, სადა-იგი აქუს მუნ
ადგილი განმზადებული ღმრთისა მიერ, რაჲთა მუნ გამოზარდონ იგი ათას ორას და
სამეოც დღე. |
7 |
და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები
ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ. |
7 |
და იქმნა ბრძოლაჲ ცათა შინა: მიქაელ და ანგელოზნი მისნი
ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპი და ანგელოზნი მისნი ებრძოდეს მათ. |
8 |
მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში. |
8 |
და ვერ შეუძლო და არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა. |
9 |
და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც
ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და
თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები. |
9 |
და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაჲ, რომელსა ეწოდების ეშმაკი და
სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა; გარდამოვარდა ქუეყანად და ანგელოზნი
მისნი მის თანა გარდამოცჳვეს. |
10 |
მაშინ მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა
ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი
ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით.
|
10 |
და მესმა ჴმაჲ დიდი ცათა შინა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: აწ იქმნა მაცხოვარებაჲ და
ძალი და სუფევაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ და ჴელმწიფებაჲ ქრისტეს მისისაჲ, რამეთუ
გარდამოვარდა შემასმენელი ძმათა ჩუენთაჲ, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა
ჩუენისა დღე და ღამე. |
11 |
იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის
სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე. |
11 |
და მათ სძლეს მას სისხლითა მით კრავისაჲთა და სიტყჳთა წამებისა მისისაჲთა და არა
შეიყუარნეს სულნი მათნი ვიდრე სიკუდილადმდე. |
12 |
მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი
მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი
რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი. |
12 |
ამისათჳს იხარებდით ცანი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. ვაჲ არს ქუეყანისა და
ზღჳსა, რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ სავსე გულისწყრომითა დიდითა,
რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც მას. |
13 |
და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა
დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი. |
13 |
და რაჟამს იხილა ვეშაპმან მან, ვითარმედ გარდამოვარდა ქუეყანად, დევნა-უყო დედაკცსა
მას, რომელმან შვა ძჱ იგი წული. |
14 |
მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა
გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა
ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე. |
14 |
და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი არწივისა მის დიდისანი, რაჲთა ფრინვიდეს
უდაბნოდ ადგილსა მისსა, რაჲთა გამოიზარდოს მუნ წელსა და წელთა და კერძოსა
წელიწდისასა პირისაგან გუელისა მის. |
15 |
მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი
ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს. |
15 |
და აღმოასხა გუელმან მან პირისაგან თჳსისა წყალი, ვითარცა მდინარე, შემდგომად
დედაკაცისა მის, რაჲთამცა წარიღო დედაკაცი იგი მდინარემან მან. |
16 |
მაგრამ მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა
მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან. |
16 |
და შეეწია ქუეყანაჲ დედაკაცსა მას. და აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქა
მდინარე იგი, რომელი აღმოასხა ვეშაპმან მან პირით თჳსით. |
17 |
მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა
დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს
მოწმობა. |
17 |
და განრისხნა ვეშაპი იგი დედაკაცისა მისთჳს და წარვიდა ბრძოლის-ყოფად სხუათა მათ
თანა თესლისა მისისათა, რომელნი იმარხვენ მცნებასა ღმრთისასა და აქუს წამებაჲ
იესუჲსი. |