1 |
და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, შვიდ ანგელოზს რომ ეუბნებოდა: წადით და
დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა.
|
1 |
და მესმა ჴმაჲ დიდი, რომელი ეტყოდა შჳდთა მათ ანგელოზთა, ვითარმედ: წარვედით და
დასთხიენით შჳდნი ეგე ლანკნანი გულისწყრომისა ღმრთისანი ქუეყანასა ზედა. |
2 |
წავიდა პირველი და დასთხია თავისი თასი ქვეყნად; და
მოიწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი, რომელსაც ჰქონდა მხეცის
ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს. |
2 |
და ერთი იგი წარვიდა და დასთხია ლანკნაჲ თჳსი ქუეყანასა
ზედა, და იქმნა შალალი ბოროტი კაცთა ზედა, რომელთაცა აქუნდა ბეჭედი იგი
მჴეცისაჲ მათ ზედა; და თაყუანის-სცემდეს ხატსა მისსა. |
3 |
მეორე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ზღვაზე, რომელიც
იქცა თითქოს მკვდრის სისხლად, და ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში. |
3 |
და მეორემან ანგელოზმან დასთხია ზღუასა ზედა, და იქმნა
სისხლი, ვითარცა მკუდრისაჲ; და ყოველი სული, რომელი იყო ზღუასა შინა,
მოკუდა. |
4 |
მესამემ მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე დასთხია თავისი
თასი, და წყალი სისხლად იქცა. |
4 |
და მესამემან დასთხია მდინარეთა ზედა და წყაროთა ზედა
წყალთასა, და გარდაიქცეს სისხლად. |
5 |
მაშინ მომესმა ხმა წყალთა ანგელოზისა, რომელმაც თქვა: მართალი ხარ, უფალო, რომელიც
ხარ და იყავი: მართალი ხარ, წმიდაო, რადგანაც ასე განსაჯე. |
5 |
და მესმა ანგელოზისა მისგან წყალთაჲსა, რომელი იტყოდა:
მართალ ხარ, რომელი-ეგე ხარ და იყავ წმიდა, რამეთუ ესე საჯე. |
6 |
რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს,
შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსნიც არიან. |
6 |
რამეთუ სისხლი წმიდათაჲ და წინაწარმეტყუელთაჲ დასთხიეს,
და სისხლი ასუ მათ, რამეთუ ღირს არიან. |
7 |
და მომესმა ხმა საკურთხევლიდან, რომელმაც თქვა: დიახ,
უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, მართალი და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი. |
7 |
და მესმა საკურთხეველისაჲ, რომელი იტყოდა: ჰე, უფალო
ღმერთო, ყოვლისამპყრობელო, მართალ და ჭეშმარიტ არიან საშჯელნი შენნი. |
8 |
მეოთხე ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე, და მიეცა
მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით. |
8 |
და მეოთხემან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი მზესა
ზედა, და მიეცა მას ცეცხლითა დაწუვად კაცთა. |
9 |
დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც
აქვს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ
მისთვის. |
9 |
და დაიწუნეს კაცნი სიცხითა დიდითა; და ჰგმობდეს კაცნი
სახელსა ღმრთისასა, რომელსა-იგი აქუს ჴელმწიფებაჲ წყლულებათა ზედა მათთა,
და არა შეინანეს, რაჲთამცა მისცეს მას დიდებაჲ. |
10 |
მეხუთემ თავისი თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა
საუფლო მისი, და სიმწრისაგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს. |
10 |
და მეხუთემან დასთხია საყდარსა მას ზედა მჴეცისა მის, და
იქმნა მეუფებაჲ მისი დაბნელებულ, და იცოხნიდეს ენათა თჳსთა ტკივილისაგან |
11 |
და ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების
გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი. |
11 |
და ჰგმობდეს ღმერთსა ცათასა ტკივილთა მათთაგან და
წყლულებათა, და არა შეინანეს საქმეთა მათთაგან. |
12 |
მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა
გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით. |
12 |
და მეექუსემან დასთხია მდინარესა ზედა დიდსა ევფრატსა, და
განჴმა წყალი მისი, რაჲთა განემზადოს გზაჲ მეფეთაჲ მათ, აღმოსავალით
მზისაჲთ მომავალთაჲ. |
13 |
და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ
წინასწარმეტყველთა პირით გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს
მსგავსი. |
13 |
და ვიხილენ პირისაგან ვეშაპისა და პირისაგან მჴეცისა და პირისაგან
ცრუწინაჲსწარმეტყუელისა მის სულნი არაწმიდანი სამნი, ვითარცა მყუარნი.
|
14 |
ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს
და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ
საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს. |
14 |
რამეთუ არიან სულნიცა საეშმაკონი, მოქმედნი სასწაულთანი,
რომელნი გამოვლენ მეფეთა ზედა ყოვლისა ქუეყანისათა შემოკრებად მათდა
ბრძოლასა მას დიდისა მის დღისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა. |
15 |
აჰა, მოვალ, როგორც მპარავი: ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და
იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი. |
15 |
აჰა ესერა მოვალ, ვითარცა მპარავი. ნეტარ არს, რომელმან
იღჳძოს და დაიმარხოს სამოსელი თჳსი, რაჲთა არა შიშულად ვიდოდის, და
ჰხედვიდენ უშუერებასა მისსა. |
16 |
და შეკრიბეს ისინი იმ ადგილას, რომელსაც ებრაულად ჰქვია
ჰარმაგედონი. |
16 |
და შემოკრიბნა იგინი ადგილსა მას, რომელსა ეწოდების
ებრაელებრ მაგედონ. |
17 |
მეშვიდე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა
ციური ტაძრის ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა. |
17 |
და მეშჳდემან მან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი ჰაერსა
ზედა, და გამოჴდა ჴმაჲ დიდი ტაძრისაგან ზეცათაჲსა და საყდრისაგან, რომელი
იტყოდა, ვითარმედ: იქმნა. |
18 |
და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა,
რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად. |
18 |
და იქმნეს ელვანი და ქუხილნი და ჴმანი და ძრვაჲ დიდი,
რომელ არა ქმნულ არს, ვინაჲთგან კაცნი დაებადნეს ქუეყანასა ზედა, ესევითარი
ძრვაჲ, ესრეთ დიდი. |
19 |
სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი, დაემხნენ წარმართთა
ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე რათა სასმისით
მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა. |
19 |
და განიყო ქალაქი იგი დიდი სამად, და ქალაქნი წარმართთანი
დაეცნეს, და ბაბილოვნი დიდი მოჴსენებულ იქმნა წინაშე ღმრთისა მიცემად მისა
სასუმელი იგი ღჳნისაჲ გულისწყრომისა რისხვისა მისისაჲ. |
20 |
ყველა კუნძული გაუჩინარდა და აღარსად ჩანდნენ მთები. |
20 |
და ყოველივე ჭალაკი ლტოლვილ იქმნა, და მთანი არა იპოვნეს. |
21 |
ტალანტის ოდენა სეტყვა თავს დაატყდა ზეციდან ხალხს, და
ჰგმო სეტყვით მოწყლულმა ხალხმა სახელი ღვთისა, რადგანაც მძიმე იყო მისი
წყლულება. |
21 |
და სეტყუაჲ დიდი მოვიდა ზეცით კაცთა ზედა და გმეს კაცთა
სახელი ღმრთისაჲ წყლულებისა მისგან სეტყჳსა მის, რამეთუ დიდ არს წყლულებაჲ
მისი ფრიად. |