1 |
და როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას.
|
1 |
და რაჟამს აღაღო მეშჳდე ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა
ჟამისასა. |
2 |
და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის
წინაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი. |
2 |
და ვიხილენ შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელნი წინაშე ღმრთისა
დგანან, და მიეცნეს მათ შჳდნი საყჳრნი. |
3 |
მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა
საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი,
რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი. |
3 |
და სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა,
რომელსა აქუნდა სასაკუმევლე ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი,
რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა,
რომელი არს წინაშე საყდარსა. |
4 |
და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად,
ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე. |
4 |
და აღჴდა კუამლი იგი საკუმეველთაჲ ლოცვისა მიმართ
წმიდათაჲსა ჴელისაგან ანგელოზისა მის წინაშე ღმრთისა. |
5 |
აიღო ანგელოზმა სასაკმევლე, აავსო იგი საკურთხევლის
ცეცხლით და გადმოათხია მიწას; და იქმნა გრგვინვა და გრიალი, ელვა და
მიწისძვრა. |
5 |
და აღიღო ანგელოზმან მან სასაკუმევლე იგი და აღავსო
ცეცხლისა მისგან საკურთხეველისა და დაასხა იგი ქუეყანასა ზედა, და იქმნნეს
ქუხილნი და ჴმანი და ელვანი და ძრვაჲ. |
6 |
და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი,
გაემზადა საყვირთა ჩასაბერად. |
6 |
და ანგელოზთა მათ, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი საყჳრნი,
განჰმზადნეს თავნი თჳსნი ცემად. |
7 |
პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში
არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე
ბალახი გადაიბუგა. |
7 |
და პირველმან მან დასცა, და იქმნა სეტყუაჲ და ცეცხლი,
შეერთებული სისხლითა, და მოვიდა ქუეყანად, და მესამედი ქუეყანისაჲ დაიწუა
და მესამედი ხეთაჲ დაიწუა და ყოველივე თივაჲ ნედლი დაჲწუა. |
8 |
მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა,
ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. |
8 |
და მეორემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა და, ვითარცა მთაჲ
დიდი, მოტყინარე ცეცხლითა, შთავარდა ზღუად, და მესამედი ზღჳსაჲ იქმნა
სისხლ, 9. |
9 |
და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და
ხომალდთა მესამედი დაიღუპა. |
9 |
და მოსწყდა მესამედი დაბადებულთა ზღჳსათაჲ, რომელთა თანა არს სული, და მესამედი
ნავთაჲ განიხრწნა. |
10 |
მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი
და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა. |
10 |
და მესამემან ანგელოზმან დასცა, და გარდამოვარდა ზეცით ვარსკულავი დიდი, მოტყინარე
ვითარცა ლამპარი, და დავარდა მესამედსა ზედა მდინარეთასა და წყაროთა ზედა წყალთასა. |
11 |
ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის აფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და
ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ. |
11 |
და სახელი ვარსკულავისაჲ მის არს აფსინთი. და გარდაიქცა მესამედი წყალთაჲ აფსინთად,
და მრავალნი კაცთაგანნი მოსწყდეს წყალთა მიერ, რამეთუ დამწარდეს. |
12 |
მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და
მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი
დღისა, ისევე, როგორც ღამის. |
12 |
და მეოთხემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იწყლა მესამედი მზისაჲ და მესამედი
მთოვარისაჲ და მესამედი ვარსკულავთაჲ, რაჲთა დაბნელდეს მესამედი მათი, და მესამედი
მათი არღარა გამოჩნდეს. და დღე და ღამე ეგრეთვე. |
13 |
მაშინ თვალი ვკიდე შუა ცაში მფრინავ არწივს და ჩამესმა საზარელი ყაშყაში მისი: ვაი,
ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი
ჩაჰბერენ საყვირს. |
13 |
და ვიხილე და მესმა ერთისა არწივისა მფრინვალისაჲ ჰაერთა შინა, რომელი იტყოდა ჴმითა
დიდითა: ვაჲ არს, ვაჲ არს, ვაჲ არს მკჳდრთა ქუეყანისათა სხუათა მათ ჴმათაგან
საყჳრთაჲსა სამთა მათ ანგელოზთა, რომელთა ეგულების ჴმობად! |